მეფე ართური და ამერიკა

სათაურს რომ წაიკითხავთ, ალბათ იფიქრებთ, მეფე ართურს ამერიკაში რა უნდაო 🙂 ეს ნახევრად ლეგენდარული მეფე ხომ კამელოტში ცხოვრობდა… სამაგიეროდ მისი პირველი მინისტრი (მარკ ტვენის მიერ შექმნილი) გახლდათ წმინდა წყლის ამერიკელი – შუაგული კონეკტიკუტიდან. თან ეს ბატონი იანკი მე-6 საუკუნის კამელოტში მე-19 საუკუნიდან მოხვდა და სხვა რაღა დარჩენოდა – პროგრესი უნდა დაენერგა რომანტიკოსი რაინდებით დასახლებულ ქვეყანაში. მანაც არ იზარმაცა და ისეთი “ჯადოსნური” ნივთები შემოიტანა ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ “აფერისტი ჯადოქარი” მერლინიც კი დაჩრდილა. 13 საუკუნით ადრე შეიქმნა ტელეფონი, ელექტროენერგია, მძიმე საჭურველი და შუბი თანამედროვე იარაღმა ჩაანაცვლა…მოკლედ, კამელოტი სულ მთლად გადასხვაფერდა და ჯერ აღმოუჩენელ ამერიკას დაემსგავსა, მაგრამ არსებობს ისტორიის ეპიზოდები, რომლებსაც ვერავინ და ვერაფერი შეცვლის…

ჯონ სტაინბეკი კი სულ სხვა ტიპის ისტორიას გვთავაზობს. აქ ამერიკელი მხოლოდ ავტორია, ამბები კი სხვადასხვა ლეგენდებიდანაა შეკრებილი. აქ რას არ ნახავთ – მეფე ართურის მშობლების, ექსკალიბურის, მერლინისა და ართურის გამეფების, მრგვალი მაგიდის, ერთგული და ორგული რაინდების, ლანსელოტის, გვინევერას, მეფის ნათესავების ამბებს. ერთი ეგაა, რომ ართურის პიროვნებით დაინტერესებულთათვის ეპიზოდების უმეტესობა ნაცნობია და შესაბამისად ნაკლებად საინტერესოც, თუმცა თუ მარკ ტვენი მხიარულ, თავშესაქცევ ისტორიას გვთავაზობს, სტაინბეკი უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის…

P.S. ამ წიგნების ქართული თარგმანი არ გვაქვს (ყოველ შემთხვევაში, ახალი). მაგრამ თუ ამ მწერლებს აფასებთ, მათ არაერთ თარგმნილ წიგნს ნახავთ.
P.P.S. პოსტის გამოქვეყნებიდან თითქმის ორი წლის თავზე მარკ ტვენის ამ წიგნის ქართული თარგმანი გამომცემლობა “ნაკადულმა” შემოგვთავაზა.

2 Comments (+add yours?)

  1. darknessrose
    სექ 02, 2014 @ 11:39:31

    sainteresoa :3 qartulad tu araa rusulad wavikitxav dzaan damainteresa ^_^

    Like

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: