ბრმა მკვლელი

ზაფხულის ცხელ დღეებში კითხვა მიჭირს. თუ ადრე ამ სეზონზე სქელტანიან წიგნებს დროის ნაკლებობა მაშორებდა, წელს ამას განსაკუთრებული სიცხეც დაემატა და ზაფხულის უმეტესი ნაწილი საყვარელი ავტორების გადაკითხვასა და ბავშვობაში გამოტოვებული წიგნების გაცნობას მივუძღვენი… მაგრამ ლიტერატურული “მოგზაურობებისას” გზად შემხვდა ქალი, რომელსაც ვერაფრით მოვწყდი. უფრო სწორად კი – სამი ქალი – მარგარეტ ეტვუდი და მისი გმირები  – აირის და ლორა ჩეიზები…

მართლაც ძნელია მოსწყდე წიგნს, რომელიც ასეთი მრავალწახნაგოვანია. მასში რას არ შეხვდებით – ერთი ოჯახის ისტორიას, ფანტასტიკას, ომს, დეტექტიურ ეპიზოდებს და რაც მთავარია სიყვარულს (ყველაზე ნაკლებად ეს წიგნი სასიყვარულო რომანების ჟანრს მიეკუთვნება, თუმცა ყველაზე მეტი აქ სწორედ სიყვარულია)… კიდევ წიგნებს წიგნში – ლორა ჩეიზის წიგნს (“ბრმა მკვლელი” სწორედ მას ჰქვია) აირის ჩეიზის წიგნში, რომელიც თავის მხრივ მარგარეტ ეტვუდის წიგნშია… ალბათ იფიქრებთ, რომ ეს წიგნზე მეტად თავსატეხს ჰგავს და არც შეცდებით – მარგარეტმა შემოგვთავაზა დიდი ამბავი (რომელიც, მიუხედავად ზომისა, ერთი ამოსუნთქვით იკითხება და მასზე ვერც კლიმატი ახდენს გავლენას და ვერც დრო), რომელიც ძაფის გორგალივითაა დახლართული და ნელ-ნელა უნდა გავხსნათ, რათა სიმართლეც გავიგოთ და იმასაც მივხვდეთ, რომ ქალბატონმა ეტვუდმა კიდევ ერთხელ (ჩემთვის – მეორედ) შექმნა ძალიან მაგარი გმირები – ქალები, რომლებსაც არაფრის ეშინოდათ, გარდა იმისა, რომ სიკვდილის შემდეგ უკვალოდ გაქრებოდნენ… ალბათ თავადაც ასეთი ქალია – ქალი, რომლისთვისაც წერა ბრძოლაა (უკვე მეორე წიგნში მისი გმირები კალმით იბრძვიან), ქალი, რომელიც არასდროს გაქრება…

P.S. “დიოგენეს ბიბლიოთეკის” მორიგი ტომი სერიაში ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა). იმედია, “დიოგენე” ტრადიციას არ დაარღვევს და მარგარეტ ეტვუდის სხვა ნაწარმოებებსაც შემოგვთავაზებს. თუნდაც ძალიან მნიშვნელოვან წიგნს – “მოსამსახურის მონათხრობი” (სათაური ჩემი ნათარგმნია და შესაძლოა მთლად ზუსტი არ იყოს).

5 Comments (+add yours?)

  1. ანა ჭაბაშვილი
    სექ 09, 2014 @ 11:27:01

    აქ არ უნდა დაგვავიწყდეს მთარგმნელ თამარ ჯაფარიძისა და რედაქტორ ლალი ბაქრაძის დამსახურებაც (რა თქმა უნდა, რიგითი მკითხველი ამას ნაკლებად აქცევს ყურადღებას). ის, რომ წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ეს სწორედ ოსტატური თარგმანის “ბრალიცაა”.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      სექ 27, 2014 @ 21:47:32

      პირველ რიგში სწორედ თარგმანის (მწერლის ოსტატობას თუ არ ჩავთვლით). “დიოგენე” ამ კუთხით საუკეთესოა – ყოველი შემდგომი წიგნი კიდევ უფრო გვარწმუნებს, რომ ეს გამომცემლობა ყოველთვის გამორჩეულ მთარგმნელებსა და რედაქტორებთან თანამშრომლობს.

      Like

      პასუხი

  2. salomeaa
    სექ 19, 2014 @ 11:19:42

    ,,ბრმა მკვლელზე” პირველად მარის ბლოგზე წავიკითხე და მაშინვე გამიჩნდა სურვილი გამეცნო კიდევ ერთი ქალი მწერალი, რომელიც ქალებზე წერს. შენმა პოსტმა ეს სურვილი გაამძაფრა. ახლა მხოლოდ ოდნავ თავისუფალი დრო მჭირდება, მეტი არაფერი.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      სექ 27, 2014 @ 21:51:41

      “დიოგენეს ბიბლიოთეკას” მივყვები და შესაბამისად წაკითხვასაც ვაპირებდი, მაგრამ საშემოდგომოდ მქონდა გადადებული… მარის პოსტი რომ წავიკითხე, ვეღარ მოვითმინე 🙂

      Like

      პასუხი

  3. იალინდა
    მარ 01, 2015 @ 18:41:42

    ხვალ ვაპირებ ამ წიგნის შეძენას! შთაბეჭდილებებს დავწერ 🙂

    Like

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: