ჯოილენდი

სტივენ კინგს ალბათ უკვე კარგად იცნობთ და არც ის გესწავლებათ, რომ მასთან შეხვედრა ნამდვილი თავგადასავალია. საკმარისია მისი რომელიმე წიგნი გადაშალოთ და ხან ენი გაწამებთ, ხან ჯეკ ტორანსი გამოგედევნებათ, სიკვდილის დასჯას დაესწრებით, შოუშენკიდან გაიქცევით, უძილობით დაიტანჯებით, უიმედოთა ქალაქში მოხვდებით, ბნელი კოშკის საძებნელად წახვალთ…

და აი ახლა სტივენ კინგის სულ ახალი წიგნი გადავშალე და ჯოილენდში ამოვყავი თავი. ვერ გეტყვით, რომ პარკები განსაკუთრებით მიყვარს (არც დისნეილენდის მონახულებაზე მიოცნებია), თუმცა ერთ-ერთ მათგანთან განსაკუთრებული მოგონებები მაინც მაკავშირებს (სკოლის მდებარეობიდან გამომდინარე, “შატალოებს” სწორედ ერთ-ერთ პარკში ვატარებდი, მაგრამ ეს სხვა თემაა)… თუმცა ჩემი მოკრძალებული წარსული დევინ ჯონსისას ვერც კი შეედრება. ეს ახალგაზრდა ყმაწვილი გასართობ პარკში საზაფხულო სამუშაოზე მოეწყო და არდადეგების გატარებას მშვიდ გარემოში აპირებდა, მაგრამ თურმე ჯოილენდი არც ისეთი უწყინარი ადგილი ყოფილა… ნუ იტყვით და წლების წინ მოკლული გოგონას მოჩვენებაც კი დასახლებულა პოპულარობის უკანასკნელ ხანაში მყოფ პარკში…

მაგრამ ნუ ჩქარობთ – აქ ვერც ჩახლართულ დეტექტიურ ისტორიას ნახავთ და ვერც სისხლის გამყინავ საშინელებას. მართალია, სეზონის დასრულების შემდეგ ყველა პარკი ოდნავ შემზარავად გამოიყურება და გამონაკლისი არც ჯოილენდია (თან ხომ გახსოვთ – აქ მოჩვენებაც კი სახლობს), მაგრამ მთავარი აქ მაინც დევინ ჯონსის ყველაზე ბედნიერი და ამავე დროს ყველაზე უბედური შემოდგომაა… კიდევ მისი გატეხილი და შემდეგ შეწებებული გული, გოგონა თოჯინით, ბიჭი ძაღლით (რომელიც, გამოგიტყდებით და, დენი ტორანსს მაგონებს, რომელიც სულ მალე ქართულადაც “ამეტყველდება”) და პარკის სიმბოლო ძაღლი… სულ ცოტათი (კინგის პირობაზე) მოჩვენებებიც… ამ ყველაფერმა ერთად დევინ ჯონსი გაზარდა, გაზარდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მისი ბავშვობა ხომ ჯოილენდის დახურვამდე – 1973 წლის შემოდგომაზე – დასრულდა… როგორ მოხდა ეს, თავად უნდა ნახოთ. მერწმუნეთ, არ ინანებთ. მერე რა, თუ ეს წიგნი კინგის ტრადიციულ “სქემაში” არ ჯდება. თქვენი არ ვიცი და პირადად მე მისტერ სტივენი სწორედ მრავალფეროვნების გამო მიყვარს…

P.S. ამ წიგნის ქართული თარგმანისთვის (ასევე “მისტერ მერსედესისთვის”, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ) განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის “დიოგენეს”. ჩვენი საყვარელი გამომცემლობა, როგორც ყოველთვის, ოპერატიულია და სულ ცხელ-ცხელ წიგნებს გვთავაზობს 🙂

P.P.S. სულ ბოლოს დევინის საყვარელ ჯგუფსაც მოვუსმინოთ 🙂

12 Comments (+add yours?)

  1. ლიკას ბლოგი
    სექ 13, 2014 @ 13:17:13

    მეც ზუსტად მის წიგნებში მრავლფეროვნება მომწონს ყველაზე მეტად

    Liked by 1 person

    პასუხი

  2. Someone's Dreamcatcher
    სექ 18, 2014 @ 16:05:43

    დამაბა პირველივე გვერდიდან 🙂
    საუკეთესო განტვირთვაა

    Liked by 1 person

    პასუხი

  3. Gijpoeta
    სექ 18, 2014 @ 20:31:05

    მისტერ მერსედესი ძალიან მაგარია. ნისლი მინდა წავიკითხო ვერ ვიშოვე ამდენი ხანი :დდდ ბნელი კოშკის მეორე ნაწილს ველოდები და ნისლს აღარ ვყიდულობ ჯერ :))

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      სექ 27, 2014 @ 21:53:17

      “ნისლი” არც მე წამიკითხავს. შემოდგომაზე სერია გამოდისო და ბარემ სხვა გამოცემა აღარ ვიყიდე 🙂

      Like

      პასუხი

      • Gijpoeta
        სექ 28, 2014 @ 12:26:47

        მე ჯერ ბნელი კოშკი მინდა წავიკითხო, მერე “გუმბათის ქვეშ” და ნისლი მხოლოდ ამის შემდეგ ალბათ. 🙂 გუმბათის ქვეშ ძალიან მაგარი იქნება, ფანტასტიკის შედევრი. ისეთი მაგარი სერიალია გადაღებული რომ წიგნი გადასარევი იქნება ❤

        Like

        პასუხი

        • Kejeradze
          სექ 28, 2014 @ 14:53:45

          “ბნელ კოშკს” ნელ-ნელა მივყვები. ქინდლში მქონდა, მაგრამ ვერ მოვაბი თავი და ვიფიქრე, “დიოგენეს” ტემპს მივყვები-თქო 🙂 სერიას თანმიმდევრობით ჩავუჯდები – “Doctor Sleep”, “ნისლი”, მოთხრობები და “გუმბათის ქვეშ” 🙂 სერიალები დიდად არ მიყვარს… თან წაკითხვამდე არ მინდა შინაარსის გაგება 🙂

          Like

          პასუხი

          • Gijpoeta
            სექ 30, 2014 @ 11:02:17

            ამბობენ მხოლოდ პირველი სეზონია წიგნის მიხედვით მეორეს თვითონ წერდნენო 🙂
            ძალიან დამაინტრიგებელი სერიალია და ამაშიც 10 იანი სტივენს. ნამდვილად არ ველოდი ასეთ შეუდარებელ რამეს, ეგრევე პირველი სერიიდანვე გითრევს და მიყვები მერე ❤

            Liked by 1 person

            პასუხი

  4. tami
    სექ 25, 2014 @ 21:48:04

    ეხლახანს დავამთავრე და ძალიან მომეწონა, ყველა კინგისეული წიგნიდან გამოირჩევა არაორდინალურია და ისეთ სათუთ თემებს ეხება ერთი-ორჯერ ვიტირე კიდეც.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      სექ 27, 2014 @ 22:17:29

      მეც “ავჩუყდი” რამდენიმე ეპიზოდში, მაგრამ საკუთარ ნერვებს დავაბრალე. ვიფიქრე ვბერდები-თქო და თურმე მხოლოდ მე არ ვყოფილვარ ასე 😀

      Like

      პასუხი

  5. Faifuris angelozi
    ოქტ 05, 2014 @ 21:38:11

    გუშინ ბესტსელერი ვიყიდე და ბარემ კინგსაც გავიყოლებთქო და ვერაფრიტ გავიხსენე, სახლში რომლები მაქვს) ჯერ არცერთი არ წამიკითხავს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჯერკიდევ ეკოს ბოლო რომანის დასრულებაზე ვცოდვილობ.

    Like

    პასუხი

  6. Trackback: მისტერ კინგი და მისტერ მერსედესი | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: