მწერალი და თვითმკვლელობა

პირველ ადგილზე დგას „მწერალი”, „თვითმკვლელობა” კი მეორეზე, მაგრამ სინამდვილეში ავტორს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ თვითმკვლელობა აინტერესებს – ფენომენი, „ზნეობრივი სფეროს ეს აუხსნელი ფენომენი” (კარამზინი).

shop_product_image_1856წიგნის შესავალში აკუნინი წერს, რომ ეს წიგნი მათთვისაა, ვისაც თვითმკვლელობაზე ერთხელ მაინც უფიქრია. მე ასეთი ადამიანების კატეგორიას არ მივეკუთვნები (ზოგადად თვითმკვლელობის წინააღმდეგი ვარ, თუმცა ეს ალბათ სულიერი და ფიზიკური მდგომარეობიდანაც გამომდინარეობს), თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, “მწერალი და თვითმკვლელობა” ძალიან საინტერესოდ მეჩვენა (“სასაფლაოს ამბებისა” არ იყოს). გრიგოლ ჩხარტიშვილი, როგორც ყოველთვის, უღრმავდება პრობლემას და, მიუხედავად არც თუ სასიამოვნო თემატიკისა, მაინც სახალისო საკითხავს გვთავაზობს.

წიგნი რამდენიმე ნაწილისგან შედგება, ორიგინალში კი ორ წიგნადაა დაყოფილი. პირველში მწერალი ცალ-ცალკე განიხილავს თვითმკვლელობის ისტორიას, მის რელიგიურ (ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო სექტანტებისა და ე.წ. “რასკოლნიკების” ამბები გახლდათ), ფილოსოფიურ, გეოგრაფიულ (აქ მტავარი მაინც იაპონიაა) და თეორიულ ასპექტებს,  ტექნიკას (აქ გამორჩეულად საინტერესო “ხარაკირის” ტექნიკური მხარე მგონია). მეორე ნაწილში (ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთში) თვითმკვლელობის მიზეზებს მიმოიხილავს და სულ ბოლოს ერთგვარ ენციკლოპედიასაც გვთავაზობს, რომელშიც 300-ზე მეტი მწერლის სუიციდია აღწერილი.

წიგნის ბოლოს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბატონი გრიგოლი ამართლებს თვითმკვლელობას და, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე ვერ დავეთანხმები, ძნელია მოწყდე საყვარელი მწერლების უკანასკნელი გადაწყვეტილების ისტორიებს (მაგალითად, აქ ჩემს ისეთ ფავორიტებსაც შევხვდი, როგორებიც არიან: გალაკტიონ ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ერნესტ ჰემინგუეი, რომენ გარი, რიუნოსკე აკუტაგავა, იუკიო მიშიმა. ასევე ფიოდორ დოსტოევსკი, რომელსაც თავად თვითმკვლელობით არ დაუსრულებია სიცოცხლე, თუმცა ეს თემა განსაკუთრებით აინტერესებდა და უამრავი თვითმკვლელი გმირიც ჰყავს ) და არ დაფიქრდე იმაზე, რომ გარკვეულ ასპექტებში ავტორი შესაძლოა მართალიც იყოს… ალბათ წიგნის მიზანიც ესაა – რომ წაკითხვის შემდეგ მასზე ბევრი ვიფიქროთ…

P.S. სულ ახლახანს ეს წიგნი ქართულადაც გამოვიდა (“ინტელექტი”). თარგმანზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა თუ ორიგინალში არ კითხულობთ და თემა თქვენთვის საინტერესოა, გირჩევთ წაიკითხოთ.

Advertisements

2 Comments (+add yours?)

  1. Trackback: სხვა გზა აკუნინისგან | კეჟერაძის ბლოგი
  2. Trackback: არისტონომია | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: