ტერეზა რაკენი და რუგონ-მაკარები

indexამ ბოლო დროს ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკასა და ანტიუტოპიებს შევეჩვიე. საბავშვო წიგნებსაც გადავავლე თვალი და ზაფხულის ბოლოს კლასიკურ ლიტერატურასთან მიბრუნება გადავწყვიტე. ამ ჟანრში კი ჩემი ფავორიტი ემილ ზოლაა, რომლის “რუგონ-მაკარებიც” მხოლოდ ნაწილობრივ მაქვს წაკითხული, “ტერეზა რაკენს” კი ვერაფრით მივადექი. ამიტომ ეს უკანასკნელი და სერიის რამდენიმე წიგნი გადმოვიღე და “გზას გავუდექი”.

“რუგონების კარიერა” ყველაფრის დასაწყისია. სწორედ მისი გმირი – ადელაიდა – გახლავთ რუგონ-მაკარების გრძელი საგვარეულოს ფუძემდებელი და მათი არასტაბილური ხასიათის პირველწყაროც. ამ ქალბატონმა საგიჟეთში მოხვედრამდე კანონიერი (პიერ რუგონი) და უკანონო (ვინმე მაკარისგან) შვილების გაჩენა მოასწრო და მათ არასტაბილური ცხოვრებაც გადასცა. ეპოქაც ხომ ასეთი დაემთხვა – როიალისტები  მთელი ძალით იბრძოდნენ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად და რუგონ-მაკარების პირველი თაობებიც კარიერისთვის ბრძოლაში ჩაებნენ…

“ნადავლი” რაღაცით საპნის ოპერასაც კი ჰგავს (რითი, არ გეტყვით, რადგან ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა სწორედ ესაა)… არისტიდ საკარი (ზემოთხსენებული ადელაიდას შვილიშვილი) მხოლოდ ფულზე ფიქრობს. ის და მისი მეუღლე მთელი არსებით მიეცნენ გამარჯვებული იმპერიით ტკბობას და ანგარებისა და გარყვნილების მორევში ჩაიძირნენ…

“Чрево Парижа” (რომელიც, გამოგიტყდებით და, ყველაზე ნაკლებად მომეწონა) ჩემთვის ღირშესანიშნავი მხოლოდ პარიზის კუთხით იყო. ამ წიგნის მთავარი გმირი სწორედ პარიზი მგონია დაარა ყოფილი რევოლუციონერი ფლორანი, რომელიც ყველამ გარიყა, მათ შორის პარიზმაც…

“პლასანის დაპყრობა” ჩემთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა. ოქტავ მურესა და მისი აბატი ძმის მშობლების ისტორია ჯერჯერობით წაკითხულთაგან გამორჩეულად მომეწონა. ეშმაკი და ყველაფერზე წამსვლელი ღვთისმსახურის მიერ პლასანის სრული დამორჩილება (როგორც პოლიტიკურ, ისე ადამიანურ დონეზე) მწერალმა საოცრად გადმოგვცა – ისე, რომ მოწყვეტა თითქმის შეუძლებელია…

“მისი უმაღლესობა ეჟენი რუგონი” მეორე იმპერიის შესახებ მოგვითხრობს. ეჟენი რუგონი (ადელაიდას კიდევ ერთი შვილიშვილი) “დახვეწილი” პოლიტიკოსია და ზუსტად აქვს გათვილი, როგორ უნდა მართოს კარიერა და პირადი ცხოვრება…

“ტერეზა რაკენი” ერთ დროს ფრიად სკანდალურ რომანად ითვლებოდა. რომ გითხრათ, რომ ახლა მასში რაიმე განსაკუთრებულია (სკანდალურობის კუთხით), მოგატყუებთ. ახლა წიგნში მოღალატე ცოლის არსებობა აღარავის უკვირს, თუმცა პირადად ჩემთვის ტერეზა რაკენის ისტორიას სულ სხვა ღირსება აქვს – ემილ ზოლა საოცრად საინტერესოდ აღწერს მკვლელების განცდებს – მათ სულიერ ტანჯვას…

P.S. სამწუხაროდ, ბოლო დროს ემილ ზოლას ეს წიგნები არ უთარგმნიათ. სახელწოდებების ქართული ვერსია ჩემია და შესაძლოა ზუსტი არ იყოს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: