მეტრო 2033-2034 – მოსკოვი 20 წლის შემდეგ

მოსკოვი, 2033 წელი… კაცობრიობა თითქმის სრულად გაანადგურა მესამე მსოფლიო ომმა. ერთ დროს ძლევამოსილი დედაქალაქი მიწასთან გასწორდა და რადიაციული დასხივების შედეგად შექმნილი ურჩხულებით აივსო. გადარჩენილებმა მოსკოვის მეტროს შეაფარეს თავი და ახალი ცხოვრების დაწყება სცადეს – ქალაქები და სახელმწიფოებიც კი შექმნეს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანებებში გაწევრიანდნენ, მაგრამ ამ მცდელობებმა მეტროში გამეფებული წყვდიადი და შიში ვერ გაფანტა. ეს ძლივს შეკოწიწებული სამყაროც საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა და ერთ-ერთი სადგურის მცხოვრებს აწ უკვე სამშობლოდ ქცეული მეტროს გადარჩენისთვის ბრძოლა მოუხდა…

2034 წელს მეტროს ისევ განადგურება დაემუქრა. სევასტოპოლის სადგური იზოლაციაში მოექცა და ლამის გარედან მომავალ ეპიდემიას ემსხვერპლა… მის გადასარჩენად კი პირველი ნაწილიდან ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჰანტერი, მოხუცი ჰომეროსი და მეტროს ნამდვილი შვილი საშა გაემართნენ… რამდენად გამოუვიდათ ეს, თავად ნახეთ, თუმცა, ჩემი მოკრძალებული აზრით, პირველი ნაწილი მაინც ჯობია (თუმცა საინტერესოდ კი იკითხება – გაინტერესებს ბოლო-ბოლო გადარჩება მეტრო, თუ არა)…

P.S. პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ დიმიტრი გლუხოვსკი ქართულადაც “ამეტყველდა”. თარგმანი გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში” შემოგვთავაზა.

Advertisements

10 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Oct 07, 2014 @ 00:58:35

    ქინდლში მაქვს. პირველი მეორეზე აშკარად უკეთესია. ახლა მეტროს სამყაროს ვუმიზნებ. ლონდონის მეტროს ამბები მაინტერესებს.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Oct 07, 2014 @ 13:19:02

      გაგრძელებები თითქმის ყოველთვის მოიკოჭლებს ხოლმე 🙂 ვნახოთ “მეტრო 2035” როგორი იქნება 🙂

      Like

      Reply

      • TiTo Maisuradze
        Aug 31, 2016 @ 00:23:29

        გამარჯობა
        2033-ს არ გაყიდი?
        ვერსად ვერ ვნახულობ გაყიდულია სრული ტირაჟით.

        Like

        Reply

        • Kejeradze
          Aug 31, 2016 @ 19:15:39

          ქართულად სანამ გამოვიდოდა, მანამდე წავიკითხე და შესაბამისად აღარ მიყიდია 🙂 ისე, რომ მქონდეს, ალბათ ვერ შეველეოდი :))

          Like

          Reply

  2. Trackback: ორი ფესტივალი | კეჟერაძის ბლოგი
  3. neox
    Feb 15, 2016 @ 19:01:12

    როდის თარგმნით მეტრო 2035 ს?

    Like

    Reply

  4. თაკო
    Feb 17, 2016 @ 19:52:55

    თქვენ გაქვთ მეტრო 2034 რუსულად? ან სად შეიძლება რომ ვნახო ორიგინალ ენაზე?

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Feb 17, 2016 @ 21:05:55

      ორიგინალი წიგნად არ მინახავს, თუმცა სავარაუდოდ “პარნასში” და “ლატერნაში” იქნება. ქართულად ყველგანაა.

      Like

      Reply

  5. Trackback: უკან მეტროში | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: