მოხუცების ადგილი აქ არ არის

10703773_10152384084104211_4425943154883198183_nალბათ ხშირად გსმენიათ, როგორ ოცნებობენ თქვენი ახლობლები ფულით სავსე კეისის პოვნაზე. შეიძლება თქვენც გიოცნებიათ. აი, მე კი – არა. კორმაკ მაკარტიმ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მართალი ვარ…

ვიეტნამის ომის ვეტერანი ლუელინ მოსი შემთხვევით გადააწყდა ბანდიტური გარჩევის შედეგად მოკლულთა გვამებს და კეისს, რომელშიც არც მეტი და არც ნაკლები, ორი მილიონი გახლდათ (ცოტა მეტიც)… და ის არ მოიქცა ისე, როგორც მე მოვიქცეოდი – ფული შერიფ ბელს არ გადასცა და მიმალვა გადაწყვიტა… მაგრამ სად გინდა დაიმალო, როდესაც ნარკოდილერები ფეხდაფეხ მოგსდევენ… თუმცა ეს ყველაზე მცირედი უბედურება გახლდათ – მოსს თავად ჩიგური დაედევნა – კილერი, რომელიც არავინ იცის, ადამიანია თუ დემონი (ხავიერ ბარდემის სახე კი აქვს, მაგრამ ვინ იცის…)…

როგორ დამთავრდა “დიდი რბოლა” აშშ-მექსიკის საზღვარზე, თავად ნახეთ და შერიფ ბელთან ერთად იმაზეც იფიქრეთ, საით მივექანებით. იარაღი, ნარკოტიკი, სისხლის ზღვა ჩვეულებრივი ამბავი გახდა. გამოსავალი არსად ჩანს. ამ სამყაროში მამონა გამეფდა და ირგვლივ ჰეროინი, ავტომატები და გვამები მიმოფანტა. ალბათ ჩიგურიც მან გამოგზავნა, ან თავადაა ჩიგური – კაცი, რომელიც ადამიანებს ბუზებივით ხოცავს იქ, სადაც მოხუცების ადგილი არ არის…

P.S. თქვენ იფიქრეთ და გაიაზრეთ, რომ კორმაკ მაკარტიმ (და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ) მხოლოდ თანამედროვე ვესტერნი კი არა, სერიოზული საკითხავი შემოგვთავაზა – ბოვიკი და იგავი ერთ წიგნში… მე კი მანამდე ძმები კოენების ფილმს ვნახავ. გაგიკვირდებათ და ჯერ არ მინახავს 🙂

Advertisements

2 Comments (+add yours?)

  1. 4everyoungsoul
    Oct 18, 2014 @ 09:45:03

    მე კი ფილმი მაქვს ნანახი, ძირითადად ასე მემართება ხოლმე, რადგან ბავშვობიდანვე ფილმებითაც ისევე ვარ გატაცებული როგორც ლიტერატურით და ხშირად ისე ხდება რომ წიგნის აღმოჩენამდე უკვე ფილმი მაქვს ნანახი 😀 მაგრამ ეს არასდროს მიშლის ხელს “ჩავუჯდე” წიგნს დიდი ინტერესით.
    P.S თანაც ამ ფილმს, მახსოვს, ისეთი დასასრული ჰქონდა თითქოს ვერ გავიგე კარგად. უკმაყოფილების გრძნობა დამიტოვა.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Oct 18, 2014 @ 12:18:57

      ერთი მეორეს ხელს არ უშლია. მით უფრო, ამ შემთხვევაში – არც წიგნია ურიგო და არც ფილმი 🙂 ახლაც “შინდლერის სიას” ველოდები. მერე რა, თუ ჩემი საყვარელი ფილმია და რამდენიმეჯერ მაქვს ნანახი 🙂

      Like

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: