საშემოდგომო მოგზაურობები

1456744_487675647931357_817896431_nჩარლზ ბუკოვსკის “მაკულატურა” – ეს არის ჩარლზ ბუკოვსკის ბოლო წიგნი, რომელიც მან ცუდ ლიტერატურას მიუძღვნა… მან შექმნა “ცუდი” ნაწარმოები, რომელშიც არც ინტრიგაა, არც დინამიკა, საერთოდ არაფერია საინტერესო, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი წიგნია… იმიტომ, რომ კერძო დეტექტივი ბილეინია საინტერესო ტიპი – ზუსტად ისეთივე გარყვნილია, როგორიც ბუკოვსკი, ზუსტად მისნაირი შავი იუმორი აქვს, საქმეები კი – აბსურდული. აბა, რომელი ნორმალური დაუწყებს ძებნას სელინს, რომელიც 1961 წელს გარდაიცვალა, ან იფიქრებს სექსზე სიკვდილთან ან უცხოპლანეტელთან… ჰოდა, ზუსტად ეს არანორმალურობაა საინტერესო… ტარანტინოს “მაკულატურაშიც” ხომ არაფერია ნორმალური, მაგრამ ასეთი მაგარი ფილმი ბევრი გინახავთ?

ფრედერიკ ბეგბედერის “Windows on the world” – ალბათ წიგნებში ყველაზე მიმზიდველი დასასრულია. გვაინტერესებს, როგორ დამთავრდება გმირების ისტორია… მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის – ყველამ ვიცით, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ტერორისტების სამიზნე გახდა. ბაბილონის გოდოლის მსგავსი ორი ცათამბრჯენისგან ფერფლისა და ნანგრევების გარდა არაფერი დარჩა. 107-ე სართულზე განთავსებულ “Windows on the world”-ში ორ ვაჟთან ერთად შესული ქართიუ იორსტონიც წიგნის პირველივე ფურცლიდან განწირული გახლდათ, მაგრამ ნიუ იორკში წიგნის დასაწერად ჩასულმა და ერთ-ერთ გმირად ქცეულმა ბეგბედერმა იმდენი მოახერხა, რომ ბოლომდე ერთი აზრი მიტრიალებდა თავში – არა, ქართიუ, მისი შვილები და სხვები, რომლებისთვისაც “Windows on the world” ოსვენციმად იქცა, გადარჩებიან. სხვანაირად ვერ იქნება. როგორ შეიძლება, რომ მშვიდად იჯდე რესტორანში, გემრიელად მიირთმევდე ან მუშაობდე, ფანჯრებიდან ნიუ იორკს გადაჰყურებდე, წარსულზე, მომავალზე, ან სულაც სექსზე ფიქრობდე და უცებ ეს სასიამოვნო ადგილი პირდაპირი მნიშვნელობით  ჯოჯოხეთად გექცეს… იქნებ ქართიუ მართლაც სუპერგმირია, როგორც მის ვაჟს ჰგონია… იქნებ პოლიციამ მოასწროს და თუ დანაშაულს ვერ აღკვეთს, ტრაგედია მაინც აიცილოს თავიდან – ხალხი დროულად გაიყვანოს და გაზით მოწამვლას, ცოცხლად დაწვას, თვითმკვლელობას გადაარჩინოს… იქნებ სამყარო ასეთი სასტიკიც არ არის… მაგრამ რეალობას ვერ შეცვლი. ბოლო ფურცელიც გადავშალე და მივხვდი, რომ ის, რაც წლების წინ პირდაპირ ეთერში ვნახე, მართლა მოხდა… და ეს ტრაგედია არც ისე შორეულია, როგორც მაშინ მეგონა…

გაბრიელ გარსია მარკესის “იცხოვრო, რომ მოჰყვე” – “ცხოვრება მხოლოდ ის კი არ არის, რაც ადამიანმა განვლო, არამედ ისიც, რაც მას ახსოვს და რასაც მასზე ჰყვება”… გაბრიელ გარსია მარკესი ჰყვება თავის ცხოვრებაზე, მოგონებებზე… თხრობას ბავშვობიდან იწყებს და ზრდასრულ ასაკამდე გვიამბობს ყველაფერს საკუთარ თავზე, ოჯახზე, წიგნებსა და კოლუმბიაზე… თუ დონ გაბიტო თქვენი საყვარელი მწერალიცაა, მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა და მეტს აღარაფერს გეტყვით – უბრალოდ წაიკითხეთ!

რეშად ნური გიუნთექინის “ფოთოლცვენა” – რეშად ნური გიუნთექინს ვინ არ იცნობს. მისი “ნარჩიტა” ალბათ ყველა მკითხველს აქვს წაკითხული, მათ კი, ვისაც ლიტერატურა ნაკლებად აინტერესებთ, სერიალები მაინც ექნებათ ნანახი… “დაღზე”  ცოტა ხნის წინ ჩვენც ვისაუბრეთ. ახლა კი ალი რიზა მინდა გაგაცნოთ – ძველი თურქეთის ჩინოვნიკი, რომელიც ოჯახს მოეკიდა და სტამბოლში დასახლდა. თითქოს ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო, მაგრამ ალი რიზა ბეი პატიოსნების გამო სამსახურიდან წამოვიდა და პენსიის ამარა დარჩა. პატივცემული და ტრადიციული კაცი მშვიდად აპირებდა სიბერის გატარებას ოჯახის წევრებთან ერთად, მაგრამ ცხოვრებამ სულ სხვა მომავალი მოუმზადა. პრინციპული, მაგრამ ჯიბეცარიელი მამა არც ლეილას უნდოდა, არც ნეჯლას და არც ფიქრეთს… ცოლმაც ზურგი აქცია… მხოლოდ ვაჟი შევქეთი ედგა გვერდით, თუმცა ეშმაკი ფერხუნდეს წყალობით ისიც დებივით ასცდა გზას და ალი რიზა ბეი საკუთარ შემოდგომას სულ მარტო შეხვდა – მისი ოჯახის წევრები ფოთლებივით დასცვივდნენ მისი ცხოვრების ხეს…

P.S. რეშად ნური გიუნთექინის წიგნის გარდა, ქართულად ყველას მოიძიებთ. ისინი “პალიტრა L”-ს (ბუკოვსკი და  ბეგბედერი) და “ინტელექტს” (მარკესი) ეკუთვნის. ჩემი მოკრძალებული აზრით, ოთხივე წიგნი იმსახურებს ყურადღებას.

P.P.S. სულ ბოლოს იმ სიმღერას მოვუსმინოთ, რომელსაც ფრედერიკ ბეგბედერი წიგნის ბოლოს მღერის:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: