გახსოვთ დენი ტორანსი (ფილმი თუ არ გაქვთ ნანახი, წიგნის ქართული თარგმანი სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა)? დიახ, ის “მანათობელი” ბიჭუნა, რომელიც ლამის საკუთარმა მამამ იმსხვერპლა, უფრო სწორად კი, სასტუმრო “ოვერლუკმა”… თურმე ნუ იტყვით და ზრდასრულობის ასაკში შესულ დენს მამამისივით სმა დაუწყია და ლოთობის მორევში ჩაძირულა. ვინ იცის, რა დაემართებოდა, რომ არა ერთი ძალიან საინტერესო ამბავი, რომელიც მის და ჩვენს ცხოვრებაში მოულოდნელად შემოიჭრა…
ჩვენი დენი “ექიმ ძილად” მუშაობდა (ალბათ გაინტერესებთ, ეს რას ნიშნავს, მაგრამ მოდით ინტრიგა შევინარჩუნოთ 😉 ), როდესაც კიდევ ერთი “მანათობელი” აღმოაჩინა – პატარა გოგონა, რომელიც თითქმის დაბადებიდან ახდენდა “უცნაურობებს”… და ტელეპატიურადაც დაუკავშირდა. თუმცა ეს ისტორია დიდად საინტერესო არ იქნებოდა, რომ არა სექტის მაგვარი უცნაური დაჯგუფება, რომელიც სწორედ “ნათების” მქონე ბავშვების სულებით იკვებებოდა… რა თქმა უნდა, მათაც მოისურვეს აბრას ახლოს გაცნობა (მსუბუქად რომ ვთქვათ) და სწორედ აქ დაიწყო ყველაზე საინტერესო – “დიდი რბოლა”… და წიგნიც უცებ შემომეკითხა. აბა, მიდი და დახურე, როდესაც შეიძლება ბოროტმა არსებებმა აბრა, მისი ოჯახი, დენი ან მათი მეგობრები იმსხვერპლონ… და უცებ წიგნის ფურცლებიდან წითელი ორთქლი რომ გადმოვიდეს, ან სარკეში რომ ჩაიხედოთ და ბუზები დაინახოთ??? 😉 არა, სჯობს ბოლომდე ჩახვიდეთ და გაიგოთ, რითი დასრულდება ყველაფერი. უფრო მშვიდად დაიძინებთ 😉
P.S. თუ კინგს აფასებთ და ეს წიგნი ჯერ არ წაგიკითავთ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. თან ხელმისაწვდომიცაა – სულ ახლახანს “პალიტრა L”-მა გამოსცა სერია “ჩემი რჩეული მსოფლიოს” ფარგლებში… მე კი წავალ და სანამ ნანატრი “გუმბათის ქვეშ” გამოვიდოდეს, “ჩონჩხების გუნდს” მივხედავ 🙂
ოქტ 24, 2014 @ 21:28:18
ეგ ჩონჩხების გუნდიც მაგ სერიაშია?
LikeLike
ოქტ 24, 2014 @ 21:31:19
“ნათება” და “ექიმი ძილი” იყო 1-ლი და მე-2. “ჩონჩხების გუნდი” – მე-3 და მე-4 და ბოლოს “გუმბათის ქვეშ” იქნება სამ ტომად.
LikeLike
ოქტ 24, 2014 @ 21:39:33
ნათება კი ვიყიდე მეც 🙂 უბრალოდ ნისლი მეგონა შემდეგი, ეგრე წერდნენ ფეიჯზე და ვეღარ გავიგე. ახლა გუმბათს ველოდები ^_^
რამხელა ბიბლიოგრაფია აქვს მაგ ოჯახაშენებულს, რა არის
LikeLike
ოქტ 24, 2014 @ 21:44:19
“ჩონჩხების გუნდის” სარჩევს გადავხედე და “ნისლით” იწყება… ჯერ სად ვართ. წერს და წერს 😀
LikeLike
ოქტ 24, 2014 @ 21:47:08
რაღა ეგ და რაღა აკა მორჩილაძე :დ
LikeLike
ოქტ 24, 2014 @ 21:48:54
შემოსავალს თუ არ ჩავთვლით 😀
LikeLike
ოქტ 24, 2014 @ 21:50:25
ნუ “დავწვრილმანდებით” :დდ
LikeLike
ოქტ 24, 2014 @ 21:51:52
აბა აკას ვკითხოთ თუა წვრილმანი 😀
LikeLike
იან 27, 2016 @ 17:43:23
Natebas exa vkitxulob da dzaan momwons nu exa stiven kingi ro magaria eg vicit filmsac vuyure
Jack – rogorc personaji armomwons magram rogorc msaxiobi dzaan magaria 😍😍😍✌️
LikeLiked by 1 person