ქალი, რომელიც გაუჩინარდა

ააადევიდ ფინჩერი ჩემთვის გამორჩეული რეჟისორია და მისი ახალი ფილმის გამოსვლას ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები. არც “Gone Girl” გახლდათ გამონაკლისი, თუმცა პირველწყაროს წაკითხვაზე არც მიფიქრია – მისი ავტორი ხომ ბევრისთვის უცნობი გილიან ფლინია და არა სტიგ ლარსონი, ჩაკ პალანიკი ან ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი… მაგრამ ბოლო დროს ამ ქალბატონის გვარი ლამის ყოველ ნაბიჯზე მესმოდა – რაღა შორს წავიდეთ და სულ აქვე, მეზობელ ბლოგზე პოსტიც კი მიეძღვნა, რომელსაც “სინემანიაკის” აღფრთოვანებული კომენტარებიც თან დაერთო და ასეთი სანდო რეცენზიების მერე მიდი და ნუ დაინტერესდები 🙂

…ჰოდა, წიგნი მოვიძიე, ქინდლში მოვათავსე და გზას გავუდექი. თავიდან ყველაფერი636134859259837337592203709_gone-girl-aprilshowers-poster ძალიან მარტივად დაიწყო და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დეტექტივი შემრჩა ხელში – ქორწინების ხუთი წლის თავზე ნიკის ცოლი ემი გაუჩინარდა და მის კვალს პოლიცია, ოჯახის წევრები, ჟურნალისტები და სრულიად უცნობი ადამიანებიც კი დაადგნენ. გამოგიტყდებით და თავიდან დეტექტივთა ვერსიას დავეთანხმე და ცოტა მოვიწყინე, მაგრამ შემდეგ ნიკის მოგონებებსა და ემის დღიურს შორის შეუსაბამობები აღმოვაჩინე და მეორე ნაწილის დასაწყისში უკვე ქალის გაუჩინარების ჩემი ვარიანტი მქონდა და ბოლო ნაწილში დასასრულიც კი ამოვიცანი, თუმცა გილიან ფლინს მაინც დიდი შექება ეკუთვნის – ჩახლართული ფსიქოლოგიური წიაღსვლებისთვის (ცოლ-ქმრული, მშობლებისა და შვილების ურთიერთობები, ფსიქიკური პრობლემები – მოკლედ, უბრალოდ ადამიანური გრძნობები – სიყვარული, ღალატი, ბევრი ტყუილი და ძალიან დიდი გულისტკენები) და საოცარი ფინალისთვის, რომელიც რამდენიმე თავით ადრე კი გახდა ჩემთვის ცხადი, მაგრამ მაინც ბოლომდე მეგონა, რომ ნიკისა და ემის ამბავი სხვანაირად დამთავრდებოდა… მომხდარი მას შემდეგაც კი ვერ დავიჯერე, როცა ქინდლის ეკრანზე ერთი წინადადებაღა დარჩა: You’ve finished the book… ალბათ ფილმშიც ასე იქნება – ეკრანზე The End ამოანათებს, მაყურებლები კი რამდენიმე წუთის განმავლობაში ეკრანს მიშტერებულები დარჩებიან და გილიან ფლინსა და დევიდ ფინჩერს ერთხმად ჰკითახავენ: რატომ?

P.S. ჯერჯერობით ამ წიგნის ქართული თარგმანი არ გვაქვს, მაგრამ ამბობენ, პალიტრა აპირებს გამოცემასო. თუ შეასრულებენ დანაპირებს, ურიგო ამბავი არ იქნება. თქვენ კი თუ ჯერ არ წაგიკითხავთ და უცხო ენაზე კითხულობთ, მოიძიეთ და შემდეგ ფილმიც “დააყოლეთ”. წინ დიდ სიამოვნება გელით.

P.P.S. პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ “პალიტრა L”-მა დანაპირები შეასრულა 🙂

Advertisements

8 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Oct 27, 2014 @ 21:06:59

    მეც ეს კითხვა გამიჩნდა და პასუხი ჯერ ვერ მიპოვია.

    Liked by 1 person

    Reply

  2. dianik0
    Oct 27, 2014 @ 23:47:25

    რატომ რატომ, თუ რაატომ, რაააატომ?! 😀

    ანუ, წავიკითხო, ხო?

    Liked by 1 person

    Reply

  3. Lord Vader
    Jan 10, 2015 @ 13:11:26

    პირველად როცა კითხულობ კაია 🙂 სამწუხაროდ ჩემთვის ეს უკვე ფლინის მესამე წიგნი იყო და ინტრიგა როგორც ესეთი არ იყო. რაღაცით მაგის ყველა წიგნი ერთმანეთს გავს. არ დავწერ რითი, თორემ სფოილერი გამომივა 🙂

    თუმცა, ამ კონკრეტულ რომანში მოკლეს, დაიკარგა, ვინ მოკლა, სად დამარხეს, დამარხეს თუ არა და რამე ეგეთი არცაა მთავარი. 🙂

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jan 10, 2015 @ 22:08:33

      ეს ერთი კარგი იყო, მაგრამ ფლინთან ნაცნობობის გაგრძელებას აღარ ვაპირებ. მეტჯერ ვეღარ გამაოცებს 🙂 მოკლულ-დამარხულები ფილმებს უფრო უხდება. წიგნს მეტი მოეთხოვება და ამ შემთხვევაში ჰქონდა :)))

      Like

      Reply

  4. Trackback: მოღალატე ბიჭები და მაგარი გოგოები | Stylish Blog
  5. Emily Smith
    Feb 14, 2015 @ 16:29:03

    sheasruleben namdvilad 😀 ukve boloshia targmnashi rogorc vici

    Like

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: