ორპირი თბილისი სტოკჰოლმი

“ფარისევლობა – ეს არის ნიღაბი, რომლის უკან იმალება ტოტალიტარული საზოგადოება!”-დავით (ჯორდანო) ვაშაკიძე

Untitledიმპერია ისევ ორსულადაა, მეთოჯინეებიც ისევ “ათამაშებენ” მარიონეტებს, თუმცა ნიუ-ბაბილონში მაინც არის ერთი სიახლე – დავით (ჯორდანო) ვაშაკიძემ ნობელის პრემია მიიღო და სტოკჰოლმში ისეთი სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა, რომ ზემოთხსენებულ იმპერიას ლამის ნაადრევი მშობიარობა დაეწყო… თუმცა მანამდე აწ უკვე ნობელიანტმა ჯორდანომ გრძელი გზა განვლო…

ჯერ იყო და, როგორც იმპერიის შვილს ეკადრება, დათოც ჩაიძირა წამლისა და ალკოჰოლის მორევში და ლამის ამდენი “შრომით” დაღლილმა ღვიძლმა იმსხვერპლა. მშობლიურ ორპირში სასწაულებრივად მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს გზას შეუდგა, მაგრამ ისინი, ვინც ამ გზაზე უნდა გაძღოლოდნენ წინ, თავად სულ სხვა “რელსებზე” აღმოჩდნენ გადაბრძანებულნი (დეტალები თავად ნახეთ და უფრო საფუძვლიანად “ნიუ-ბაბილონელ მეთოჯინეებში” ჩაუღრმავდით). აწ უკვე ჯორდანოდ ქცეულმა ბატონმა ვაშაკიძემაც გააცნობიერა, რომ “ზეციურ მეუფეს ჩვენი თავისუფლების არ ეშინია, პირიქით, მასში ხედავს ჩვენს განვითარებას. მიწიერი ბელადისთვის კი ქვეშევრდომების თავისუფლება მომაკვდინებელია. ბრძანებელი ერთ არჩევანს უტოვებს მონას – უპირობო მორჩილებას. ამიტომ მონას მხოლოდ ერთი გამოსავალი, ერთი მიზანი და ნება აქვს – როგორმე თვით გახდეს მონათმფლობელი, ჩაგროს სხვა და, იმავდროულად, მას ფარისევლურად “მოყვასი” ეძახოს.”

ფარისევლობის მარწუხებიდან გათავისუფლების შემდეგ დათოს ცხოვრებაში იყო აგვისტოს ომი დიდი ტკივილით, ბევრი წინააღმდეგობით, არშემდგარი გმირობით და ბრაზით… მერე – “სექსუალური რევოლუცია” თბილისში – “ტოტალიტარული დეიდებისთვის” ნებაყოფლობითი “ნამუსის ახდით”… და სულ ბოლოს იყო ჯორდანოს ცხოვრების მწვერვალი და მისი “ორპირული ქრონიკების” ტრიუმფი – სტოკჰოლმი და ცნობილი სიტყვა. ის კომუნისტური იდეოლოგიით გადააგვარეს, თავში ცრუ ფასეულობები ჩაუბეჭდეს, წამალი, ალკოჰოლი და ტყვიები დააყარეს, რუსეთზე შეყვარებულმა იერარქებმა, “სასულიერო პირებმა”, “შავებმა”, ფეოდალებმა, გაუნათლებელმა, ჩარჩოებში მოქცეულმა “მართლებმა” რკინის ფარდის მიღმა ჩაამწყვდიეს, მაგრამ მან მაინც მიაღწია ევროპამდე! დავით (ჯორდანო) ვაშაკიძე და საქართველო მაინც მივიდნენ იქ, სადაც სინათლეა და “ქართველობას” კი არა, სიბნელეს გვართმევენ!

P.S. დანარჩენი თავად ნახეთ. მერწმუნეთ, ძალიან იხალისებთ, მაგრამ არც ის დაგავიწყდეთ, რომ ერთი შეხედვით სასაცილო ეპიზოდებიც კი სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს. მარტო ჯორდანო რას გვიშველის. ჩვენც ხომ უნდა გავჭრათ გვირაბი თბილისიდან სტოკჰოლმამდე და პირველ რიგში საკუთარ თავთან ვაღიაროთ, რომ რუსული ტანკები და მავთულხლართები არსად გამქრალა. ორ საუკუნეზე მეტია, რუსეთი სულს, რწმენას, გონებას, გვიმახინჯებს და ახალ-ახალი კოლაბორაციონისტების გამოჩენით ხარობს! გავაგრძელებთ მონობით ტკბობას და ერთმანეთის ჩაგვრას, თუ გავთავისუფლდებით და შესაბამისად განვვითარდებით? არჩევანი ჩვენზეა!

 

Advertisements

4 Comments (+add yours?)

  1. katerina
    Nov 03, 2014 @ 23:49:17

    მარტო პოსტკრიპტუმი ღირს ერთ პოსტად! ზუსტად

    Liked by 2 people

    Reply

  2. odilavadze
    Nov 13, 2014 @ 16:27:33

    ნათია, ყველაფრისთვის უღრმესი მადლობა!

    Like

    Reply

  3. Gaiane
    Nov 13, 2014 @ 16:39:51

    ზურა, ვამაყობ შენით“

    Liked by 2 people

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: