ბესტსელერი

გამოგიტყდებით და ჩემთვის ახალ მწერლებს სიფრთხილით ვეკიდები. სათაური “ბესტსელერიც” ცოტა არ იყოს და ამბიციურად მეჩვენა, მაგრამ სანდო რეკომენდაციების შემდეგ ისეთ სამყაროში ამოვყავი თავი, რომ უკან გამოსვლა აღარც კი მინდოდა 🙂

ეს იყო ჯოჯოხეთი, სადაც თვითმკვლელობის შემდეგ პიერ სონაჟი მოხვდა და, რა თქმა უნდა, მეც თან გამიყოლა. მე, როგორც მკითხველს, სასჯელი არ მეკუთვნოდა. სამაგიეროდ, პიერი იმსახურებდა ნამდვილ ლიტერატურულ ჯოჯოხეთს (ჩემთვის – სამოთხეს) და დანტემ “შეითრია” კიდეც იქ, სადაც დიდი ძმა BBC-ს მართავს, შექსპირი – სასტუმროს (იორიკის მეშვეობით), პო მორგის ქუჩაზე ცხოვრობს შავ ყორანსა და კატასთან ერთად, ჰერბერტ უელსი ისევ უცხოპლანეტელებზე ფიქრობს, კონან დოილი – გამოძიებაზე… თითოეულ მწერალს მეფისტოფელის საბჭო თავის წილ სასჯელს უმზადებს და რაღა პიერი იქნებოდა გამონაკლისი – გრძელ წიგნებსაც წერდა, ჩახლართულებსაც. მოკლედ, კარგა გვარიანად აწამებდა მკითხველებს და თვითონაც შესაბამისად უნდა დატანჯულიყო (როგორ, ამას, რა თქმა უნდა, არ გეტყვით)… ჰოდა, ჯოჯოხეთში ისეთი ამბები დატრიალდა, რომ თავად ავტორმაც კი ვერ შეურჩია სახელი და, როგორც აღმოჩნდა, სამართლიანად უწოდა “ბესტსელერი”. ჟანრიც ვერ განსაზღვრა და სატირულ-პაროდიულ-დეტექტიურ-თავსატეხ-ფენტეზ-ფანტაზ-დაკიდევრაცგამოგვრჩა ჟანრის რომანიაო, გვითხრა. მეც დავუჯერე. სხვა რაღა დამრჩენოდა. ეს პაწაწინა წიგნი ისე შემომადნა ხელში, რომ დაფიქრებაც კი ვერ მოვასწარი. ერთი კია, რომ კითხვისას ასე გულიანად დიდი ხანია არ მიცინია 🙂

P.S. თუ შემთხვევით “მისალოცები” ხართ, არ გამოტოვოთ ბესტსელერი “ბესტსელერი”. იჩქარეთ – ბესტსელერების ტირაჟი თვალის დახამხამებაში იწურება 🙂

4 Comments (+add yours?)

  1. kevana
    ნოე 11, 2014 @ 21:19:45

    კიდევ გამოსცეს რა იქნება. განმეორებითი ტირაჟით

    Like

    პასუხი

  2. Author
    ნოე 12, 2014 @ 15:13:35

    ძალიან მიხარია, სახელწოდება რომ გაამართლა და ნამდვილ ბესტსელერად იქცა 🙂 მეც ერთობ ვისიამოვნე ამ თავსატეხ–ფენტეეზ–დეტექტივ–დაყველაფერიდანარჩენი წიგნის კითხვით

    Liked by 1 person

    პასუხი

  3. Trackback: ამ რომანში ყველა კვდება | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: