გურული დღიურები

“მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა – გურულები და დანარჩენი.”

გურული სისხლი გაქვთ ან გურიაში ერთხელ მაინც ყოფილხართ? მაშინ გიორგი კეკელიძის დღიურში ამოკითხული ისტორიები თქვენთვის საოცრად ნაცნობი იქნება… მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა წაიკითხოთ. პირიქით – გურულები უფრო გულიანად იცინებთ…

მიდი და ნუ გაგეცინება, როცა გურული მასპინძელი ლამის ძალით გაჭმევს, შენი წასვლის შემდეგ (როცა დადგება ის სანუკვარი “როის მიხვალ”) კი ამბობს – აი რამდენი უჭამიაო… გურული ცოლ-ქმარი შეუღლების ისეთ ისტორიებს ყობიან, რომ მთლად გამოპენტერდებით და აბდლებივით იცინებთ. არც გიორგის ბებიებისა და ბაბუების, ფირალების, მკითხავის, რეპრესირებულთა ოჯახიდან გამოსული სოფლის გიჟის, ჩას, დათიკოს ბადიშის, სიკვდილისა და ომის,  გურული სკოლის, “90-იანური” თამაშებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ამბების მოსმენისას მოიწყენთ…თუმცა რას გიხსნით – ეს ხომ გურიაა. გურიაში რა მოგაწყენთ!

P.S. გურია სიმღერის გარეშე წარმოგიდგენიათ? მე არა. ამიტომ სანამ ამ ერთი ციცქნა წიგნის კითხვას შეუდგებოდეთ, ერთ სიმღერას მოვუსმინოთ 🙂

Advertisements

2 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Nov 14, 2014 @ 21:11:57

    ძალიან კარგი წიგნი ^_^

    Liked by 2 people

    Reply

  2. tuccymn
    Nov 14, 2014 @ 21:15:36

    ჩემი საყვარელი ლექტორი ❤

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: