პასუხი ჩარლის

21b23314db8b2801275168813bc49113ძვირფასო ჩარლი!

მისტერ ჩბოსკიმ გადმომცა შენი წერილები და ახლა მე გწერ. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო გულწრფელობისთვის. შენმა მონათხრობმა ნათლად დამანახა ამერიკელი თინეიჯერების ყოფა… ნაწილობრივ, ალბათ ჩემი წარსულიც. ორი დღით შენი ცხოვრება ჩემი ცხოვრება გახდა და ამ ორ დღეში უამრავ კითხვას გაეცა პასუხი… შენთან ერთად ძალიან ბევრ რამეს მივხვდი და ძალიან მიხარია, რომ კარგად ხარ. მიხარია, რომ დაძლიე ფსიქიკური პრობლემები და მარტოსული აღარ ხარ. სემისა და პატრიკის მსგავსი მეგობრების ყოლა ხომ ათას ადამიანთან მეგობრობას სჯობს…

მარტოსული აღარ ხარ-მეთქი, გითხარი, მაგრამ არც მარტოსულობის უპირატესობები დაგიკარგავს. ცოტას ლაპარაკობ, ბევრს ფიქრობ, კითხულობ, წერ და ყველაფერს ამჩნევ. ამიტომ სემი და პატრიკი შენზე უკეთეს მეგობარს ვერც გაიჩენენ. შენ ყოველთვის მათ გვერდით იქნები და რაც უნდა მოხდეს, მათ ვერაფერი დაგაშორებს. შენ “წყნარი” ხარ, სემი “ზედმეტად” თავისუფალია, პატრიკი – არატრადიციული ორიენტაციის. თქვენ იმ ტიპის ადამიანებს მიეკუთვნებით, რომლებსაც გაურბიან, მაგრამ სწორედ ამიტომ თქვენ მუდამ განუყრელები იქნებით. თქვენ სამნი ერთმანეთს ისეთებად იღებთ, როგორებიც ხართ. ერთმანეთის შეცვლას არ ცდილობთ და უბრალოდ დღევანდელი დღით ცხოვრობთ – დღეს, ახლა თქვენ გიყვართ ერთმანეთი ყველა ნაკლით და ყველა ღირსებით. ნამდვილი მეგობრობაც ხომ სწორედ ეს არის…

კარგი, ჩარლი, ახლა დაგემშვიდობები. ვერც კი წარმოიდგენ, როგორი სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ. დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. შენ აუცილებლად წარმატებით დაამთავრებ სკოლას და გამოსაშვებ საღამოზე სიტყვითაც გამოხვალ. მწერალიც გახდები… სხვანაირად ვერ იქნება, იმიტომ რომ შენ ყველაზე მაგარი ოჯახი, მეგობრები და მასწავლებელი გყავს!

სიყვარულით, შენი მეგობარი.

P.S. თუ ეს წიგნი ჯერ არ წაგიკითხავთ, აუცილებლად წაიკითხეთ. მერწმუნეთ, არ ინანებთ (თან ქართული თარგმანიც გვაქვს – “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის”). შემდეგ ფილმსაც უყურეთ. იშივიათად კარგი ეკრანიზაციაა.

P.P.S. სულ ბოლოს ჩარლის საყვარელ სიმღერასაც მოვუსმინოთ:

6 Comments (+add yours?)

  1. tuccymn
    ნოე 17, 2014 @ 22:01:52

    მართლაც რომ შესანიშნავი ეკრენიზაციაა!
    აუცილებალდ წავიკითხავ .. დარწმუნებული ვარ დიდი სიამოვნება მელის წინ

    Liked by 1 person

    პასუხი

  2. Gvantsa
    ნოე 22, 2014 @ 19:11:22

    გემრიელზე გემრიელი წიგნია . უცებ ჩასაკითხი , მაგრამ რომ გამძიმებს ისეთი .

    Liked by 1 person

    პასუხი

  3. სანდრო
    დეკ 11, 2014 @ 13:19:26

    ძალიან მომანდომე ამ წიგნის წაკითხვა :))

    Like

    პასუხი

  4. Trackback: წერილი მარგარეტს | კეჟერაძის ბლოგი
  5. Trackback: ალასკას ძიება | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: