ვონეგუტის სამყარო

კურტ ვონეგუტს პირველად დიდი ხნის წინ “შევხვდი” და მისი “ჟამთაძვრა” დღემდე არ მავიწყდება. მიუხედავად ასეთი “წარმატებული ურთიერთობისა”, მასთან ნაცნობობა ვეღარ გავაღრმავე და მხოლოდ ახლა “ამოვიღე” ქინდლის უკიდეგანო ბიბლიოთეკიდან მისი სამი წიგნი…

“ტიტანის სირენები”, “სასაკლაო №5” და “ჩემპიონების საუზმე” ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებული ისტოირებია, მაგრამ ერთ-ერთს თუ მაინც წაიკითხავთ, ვონეგუტის ხელწერას ყოველთვის ამოიცნობთ. მისტერ კურტის საოცარი იუმორი, რომელიც ტრაგიკულ ამბებს მუდამ თან სდევს, უცნაური “დროითი” გადასვლები და საერთო გმირები (მაგალითად, ტრაუტი, როზუოტერი, უცხოპლანეტელები) შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ. მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტის გზას დედამიწიდან ტიტანამდე, ტრაუტის წიგნებით გაგიჟებულ ჰუვერს და დრეზდენის დაბომბვაში მოყოლილ დროშჳ მოგზაურ ჯარისკაცს სხვადასხვაგვარი ამბები გადახდათ თავს (ზემოთხსენებულ საერთო დეტალებს თუ არ ჩავთვლით), მაგრამ აწ უკვე ოთხი წიგნის საფუძველზე მაინც მგონია, რომ კურტ ვონეგუტი სულ ერთ თემაზე წერს – იმაზე, რომ “ადამიანები არ იცვლებიან, არ აკეთებენ დასკვნებს შეცდომებისგან და არ ითხოვენ პატიებას.” ისტორია მუდმივად მეორდება და ნებისმიერ პლანეტაზე, ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანი ყოველთვის ფიქრობს, როგორ გააჩაღოს ახალი ომი, როგორ გამოიგონოს ახალი აბსურდული რელიგია, როგორ გამეფდეს სხვებზე და როგორ “გაუერთიანოს სიფათები” მონებს… ასე იყო, არის და სამყაროს აღსასრულამდე ასეც იქნება… უფრო სწორად, მარადიულად ასე იქნება – სამყაროს დასასრული ხომ არაფერს ნიშნავს…

P.S. სამწუხაროდ, ზემოთჩამოთვლილი წიგნების ქართული თარგმანი არ გვაქვს (“ჩემი რჩეული მსოფლიოს” ფარგლებში კურტ ვონეგუტის სხვა წიგნები გამოვიდა), მაგრამ “დიოგენე” სულ მალე შემოგვთავაზებს “სასაკლაო №5”-ს და “სარწეველას ფისოსათვის”. ამ უკანასკნელს მეც დიდი ინტერესით ველოდები 🙂

3 Comments (+add yours?)

  1. Trackback: სარწეველა ფისოსათვის | კეჟერაძის ბლოგი
  2. salomeaa
    დეკ 21, 2014 @ 14:23:44

    ახლა ვკითხულობ ,,ჟამთაძვრას” და სიმართლე გითხრა უფრო დიდი მოლოდინი მქონდა. ძალიან ჰგავს ბეგბედერს ან მე ვამსგავსებ. თითქოს მნიშნელოვან ამბებზე ჰყვება- ტერაქტები,მსოფლიო ომები, ჰიტლერის ოკუპაცია და ა,შ. მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ მოაქვს სათქმელი. ერთადერთი რაც მომეწონა ეს შავი იუმორია, პარადოქსები, რომლებსაც სახალისოდ აღწერს.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      დეკ 21, 2014 @ 15:28:47

      საინტერესო აზრია 🙂 ბეგბედერსა და ვონეგუტზე ერთ კონტექსტში რასდროს მიფიქრია. ალბათ განსხვავებული ჟანრის გამო…

      Like

      პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: