ცემენტის ბაღი

ალბათ ბავშვობაში ყველანი ვოცნებობდით მარტო დარჩენაზე და როგორც კი ასეთი შესაძლებლობა მოგვეცემოდა, მაშინვე “ყირაზე გადავდიოდით”… მაგრამ “ბუზთა ბატონის” შემდეგ უმეთვალყურეო ბავშვების თემა მნიშვნელოვნად გადავაფასე… იენ მაკიუენმა კი კიდევ ერთხელ დამანახა, რა შეიძლება მოხდეს “ბავშვების ოჯახში”…

ჯეკი, ჯული, სიუ და ტომი მარტო დარჩნენ. მათ ჯერ მამა მოუკვდათ, შემდეგ – დედა და “ნანატრი” თავისუფლებაც ეღირსათ. შეეძლოთ არ ებანავათ, არ ეჭამათ, არ დაელაგებინათ სახლი, არ ესწავლათ, არ დაეზოგათ ფული… შედეგად კი ისეთი საზიზღარი ამბები დატრიალდა, რომ ვერც კი წარმოიდგენთ, ბავშვებს თუ ასე ცხოვრება შეუძლიათ… გოლდინგის შემდეგ რაღა გამაკვირვებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ბავშვები არც ისე პატარები იყვნენ, რომ ვერ გაეცნობიერებინათ მშობლების სიკვდილი და საკუთარი ქმედებები. არც კუნძულზე ცხოვრობდნენ, რომ ვერავის ენახა მათი გადაგვარება… ყველაზე საშინელი ამ წიგნში სწორედ ესაა – შეიძლება ბავშვებმა ვერ აიტანეს სტრესი (მით უფრო, რომ მათ ძველ ცხოვრებასაც ვერ დავარქმევ  ნორმალურს), ტრაგედიის უბრალოდ “სარდაფში ჩაკეტვა” არ გამოუვიდათ და შინაგანად გატყდნენ, მაგრამ სად იყვნენ მეზობლები, ნათესავები, სკოლა? როგორ შეიძლება გვერდით ამდენი საშინელება ხდებოდეს და ყველა თვალს ხუჭავდეს???

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ქართული თარგმანი სულ ცოტა ხნის წინ შემოგვთავაზა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ”. მე კი ეკრანიზაციას მოვიძიებ 🙂

5 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    ნოე 21, 2014 @ 21:11:28

    ფილმი ვნახე დიდი ხნის წინ “ფსიქოში” და ძალიან მომეწონა. წიგნიც კარგია.

    Like

    პასუხი

  2. Gvantsa
    ნოე 22, 2014 @ 17:28:25

    რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ”ცემენტის ბაღი ” და მეც ”ბუზთა ბატონთან ” მქონდა პარალელი გავლებული . ე.ი სწორი მიმართულებით წავსულვარ . გოლდინგთან როგორი დაზაფრული და შოკირებული ვიყავი , ზუსტად ასეთი განცდები მქონდა მაკიუენთან . დაუვარცხნელი , არაადეკვატური და ჩამოუყალიბებელი პერსონაჟები , მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო .

    Liked by 1 person

    პასუხი

  3. Trackback: ბრაიონის დაგვიანებული მონანიება | კეჟერაძის ბლოგი
  4. Trackback: შაბათი მაკიუენთან ერთად | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: