სამყაროს აღსასრული დადგა! დიახ, დიახ, მართლა დადგა. ისე კი არა, როგორც 2012-ში. კაცობრიობა განადგურდა, ოღონდ არა მთლიანად. დედამიწის ორი წარმომადგენელი მაინც გადარჩა – არტური, რომელიც “ჩვენებურად” გადაცმულმა ფორდმა ლამის პირდაპირ ერთკაციანი საპროტესტო აქციიდან გააცუნცულა გალაქტიკისკენ და ტრილიანი, რომელიც მანამდე აღმოჩნდა ზაფოდის – თავად გალაქტიკის ექს-პრეზიდენტის – ხომალდზე. ალბათ გაინტერესებთ როგორ შეხვდნენ ერთმანეთს გადარჩენილები. როგორ და ძალიან “დედამიწურად” – ფორდმა და არტურმა (ამ უკანასკნელმა “პასიურად”) ავტოსტოპით გადაწყვიტეს საფრთხიდან თავის დაღწევა და ზაფოდმა “გაუჩერა”. ჰოდა, დაიწყო დიდი მოგზაურობა ავტოსტოპით გალაქტიკაში…
პირველი ნაწილი ისე დამთავრდა, რომ გაგრძელებასაც აუცილებლად ითხოვდა. აბა, ჩვენს გმირებს შიმშილის კლანჭებში ხომ არ დავტოვებდით. ადამსმაც ასე იფიქრა და მეორე ნაწილის მთავარ ადგილად რესტორანი აქცია, რომელიც სამყაროს ბოლოს მდებარეობს და თუ მისი მონახულება გადაწყვიტეთ, აუცილებლად დროში უნდა იმოგზაუროთ. “გალაქტიკელებსაც” სხვა რაღა დარჩენოდათ – დეპრესიული რობოტი მარვინის იმედად ხომ არ იქნებოდნენ. თან არ დაგავიწყდეთ, რომ ზაფოდს “ორმაგი” სხეული ჰქონდა გამოსაკვები 🙂 დედამიწის შექმნის საიდუმლოც ამოსახსნელი დარჩა და სამყაროს უმნიშვნელოვანესი კითხვაც დასადგენი. მხოლოდ პასუხი – “42” – რას გვაძლევს? არც არაფერს… რესტორნის გარეშე კი ამ ყველაფერს ვერ გავიგებთ…
P.S. რამდენადაც ვიცი, ამ წიგნის ქართული თარგმანი არ არსებობს. თუ უცხო ენებზე კითხულობთ, ხომ კარგი და თუ არა, მაშინ ჯერჯერობით ფილმით უნდა დაკმაყოფილდეთ. მის ხარისხზე ვერაფერს გეტყვით – ჯერ არ მინახავს, მაგრამ დაგლას ადამსის იუმორს თუ გავითვალისწინებთ, ცუდი არ უნდა იყოს.
P.P.S. პოსტის გამოქვეყნებიდან ორ წელზე მეტი გავიდა და პირველი წიგნი უკვე გვაქვს ქართულად. ის “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” შემოგვთავაზა.
ნოე 24, 2014 @ 21:04:09
რუსული თარგმანი არსებობს სამაგიეროდ ^_^ თუმცა, მცოდნე ხალხი ამტკიცებს, ორიგინალს ვერ შეედრებაო. ენივეი, რუსულადაც კლასიკაა.
LikeLiked by 1 person
ნოე 24, 2014 @ 21:17:24
ზოგადად იუმორის თარგმანში გადმოცემა რთულია, მაგრამ, პრატჩეტისა არ იყოს, არც რუსულად იყო ურიგო 🙂
LikeLike
დეკ 03, 2014 @ 11:24:59
პრატჩეტი ქართულ თარგმანშიც მეგემრიელა 🙂 იმედია, ამასაც მოკიდებს რომელიმე გამომცემელი ხელს
LikeLike
დეკ 03, 2014 @ 13:18:52
აი, სულ მალე ბათუმში გაიხსნება გამომცემლობა და ალბათ თარგმნიან 🙂
LikeLiked by 1 person
დეკ 04, 2014 @ 11:00:58
მეც მარის და ირაკლის იმედი მაქვს 🙂
LikeLiked by 1 person