“თეთრი სერია” – გაგრძელება

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალები რას ნიშნავს ჭეშმარიტი მკითხველებისთვის, ალბათ კარგად მოგეხსენებათ. ეს არის დღეები, როდესაც “ლიტერატურული შიმშილით” შეწუხებული კლიმები ექსპო-ჯორჯიას პავილიონის აუტანელ სიცხეში დავეხეტებით და უკან რამდენიმე კილოგრამით დამძიმებულნი მოვდივართ. აი, წიგნის დღეებზე კი ამას ვერ ვიტყვით – სიახლეების არარსებობის გამო მხოლოდ “გამოტოვებები” შევავსეთ… თუმცა არც ესაა ურიგო ამბავი, მით უფრო, როცა აკა მორჩილაძის მსგავს პროდუქტიულ მწერალთან გვაქვს საქმე 🙂 მეც არ დავახანე და მისი ოთხი წიგნი გამოვაყოლე ხელს, მათ შორის, “თეთრი სერიის” სამი “წარმომადგენელიც”.

“მამლუქი” სულ პატარა წიგნია და მისგან საოცარ შთაბეჭდილებას არ ველოდი (მერე რა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია მიიღო. ასეთ დეტალებს ყურადღებას არასდროს ვაქცევ). როგორც აღმოჩნდა, შევცდი. 90-იანების საქართველო კარგად მახსოვს და აკასთანაც ბევრი წამიკითხავს ამ დროზე, მაგრამ აქ ჩემთვის გადამწყვეტი სხვა რამ გახლავთ – ქირბალის უკანასკნელი გამგებლის ვაჟისა და ჩვეულებრივი ქართველი ბიჭის მეგობრობა. მათმა ამბავმა მოულოდნელად “ჩამითრია” და თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ, რომ წაიკითხოთ – ალბათ თქვენც მოგეწონებათ 🙂

“ძირს სიმინდის რესპუბლიკა” სულ სხვანაირი წიგნია. პიტერ ჯეფერსის ლონდონური თავგადასავალი თუ გახსოვთ,მაშინ არც ის გაგიკვირდებათ, რომ ამ უკანასკნელს თურმე ექვსი რომანი დაუწერია და მათი ნაგლეჯებისგან ინგლისელები ერთს ქმნიან. ამბები ჩვეულებრივია, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო. ეს ხომ “ლონდონელი” ქართველების ისტორიებია, რომლებიც ინგლისის დედაქალაქშიც კი “ქართულად” ცხოვრობენ – “აფერისტობენ”, ვალებს იღებენ, ტოტალიზატორში თამაშობენ, ძარცვის გეგმებს აწყობენ, ათასგვარ ხიფათში ეხვევიან, პლეხანოვურად არჩევენ საქმეებს. ერთი ეგაა, რომ ამ “საგმირო” საქმეებს უმეტესად ერთმანეთში “აკვარახჭინებენ”. ქართველები ხომ ერთმანეთს ყველგან პოულობენ…

ქართველების “საერთაშორისო ერთობას” ეხება “შობა ღამის ალქაჯების” საუკეთესო მოთხრობა (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა) “ტერცო მონდოც”. ამავე კრებულში კიდევ რამდენიმე მოთხრობაა – “სულები და ხბორები” უცნაურ სექტაზე, “ვაკური” “შობა ღამის ალქაჯები”, “ქემერაში” განვითარებული “ტოტო მუკამბას ბიჭები”, სახალისო “ჩემი ცოლის რომანი”, ვრცელი და საოცრად საინტერესო “უდაბნოს გლახები”. თუ ამ მოკრძალებული ზომის წიგნს წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ აკას რომანებსა და დოკუმენტურ პროზასთან ერთად მოთხრობებიც შესანიშნავად გამოსდის 🙂

P.S. რატომღაც “მამლუქის” კითხვისას ერთი ფილმი და მისი საუნდტრეკი გამახსენდა. კავშირი თითქმის არ არის, მაგრამ კარგი მუსიკა ზედმეტი არასდროსაა. ასე რომ, სანამ “სანტა ესპერანსაზე” ვისაუბრებდეთ, მოვუსმინოთ 🙂

 

Advertisements

3 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Dec 09, 2014 @ 09:07:15

    ტერცო მონდოზე აკას ეწერა ერთაგ, ჩემი საუკეთესო მოთხრობააო ^_^

    Like

    Reply

  2. მოლი ბლუმი
    Dec 09, 2014 @ 09:07:28

    ერთგან )

    Like

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: