ესპერანსული ქრონიკები

ექსპო ჯორჯიაში წიგნის დღეებზე წასვლამდე უკვე ვიცოდი, რომ მალე კუნძულ სანტა ესპერანსაზე მოვხვდებოდი. ისიც ვიცოდი, რომ აკას ეს წიგნი 21-ე საუკუნის საუკეთესო წიგნადაა აღიარებული (ჯერჯერობით), თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, თუ წინ ასეთი მრავალფეროვანი მოგზაურობა მელოდა.

გამოგონილ სამყაროში მოხვედრა ჩემთვის ახალი არ გახლავთ, მაგრამ კუნძული, რომელიც ერთდროულად ქართულიც არის, თურქულიც, იტალიურიცა და ინგლისურიც ნამდვილად არასდროს მინახავს. სანტა ესპერანსა საქართველოა (ალტერნატიული – ბრიტანეთის ქვეშევრდომი) და არც არის. უფრო კი არის… მხოლოდ ქართველი ავტორი თუ შექმნიდა ლეგენდას ჩიბუხზე, ბანქოს თამაშ ინტს, მოდარდე ქალებს, აგათა კრისტივით “მოხერხებულ” დედოფალს, თბილისიდან გამოქცეულ ნიკას… იქნებ იფიქროთ, ვენდეტა, ოჯახური მტრობა და შინაომები უფრო იტალიურს ჰგავსო, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ სიცილიურ მაფიასაც კი არ აქვს ისეთი გრძელი ხელები, როგორც “თბილისურ სისხლის აღებას”. ქართველის გარდა, ვერავინ ატეხდა შფოთს ბრიტანელთა გასვლისთანავე (თუ უფრო ადრე არა)… და სალომეა ვისრამიანივით ვერავინ ჩაიდენდა საბედისწერო სისულელეს (ბევრი ქართველიც კი). მას ხომ შეეძლო ალესანდრო და კოსტასთან ერთად იტალიაში, თურქეთში, ინგლისში ან სულაც საქართველოში გაქცეულიყო, მაგრამ ოჯახს ვერ უღალატა და ძირითად ამბებამდე ოცი წელიწადი ტანჯვაში გაატარა (ალბათ ძალიან ქალური მიდგომაა, მაგრამ უამრავ საინტერესო ხაზს შორის სწორედ ეს არის ჩემი ფავორიტი)…

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, სანტა ესპერანსა საოცარი ადგილია. ყველა წიგნი ინდივიდუალურია, თუმცა თუ წაგიკითხავთ, ერთ რამეში აუცილებლად დამეთანხმებით – უნდა ვიამაყოთ, რომ ჩვენ გვყავს აკა – კაცი, რომელმაც გაგონილ-ნანახი ამბები შეკრიბა და ჩვეულებრივი ადამიანებით დაასახლა არაჩვეულებრივი კუნძული! ამერიკელები ხომ ამაყობენ ფოლკნერის მიერ შექმნილი ადგილით?! ჰოდა, ჩვენც ვიამაყოთ, რომ სანტა ესპერანსაში ვიყავით – ევროპულ საქართველოში, რომელიც, თუ მოვინდომებთ, ალბათ ევროპულ ლიტერატურაშიც დაგვიმკვიდრებს ადგილს!

P.S. “სანტა ესპერანსას” ძველი გამოცემა ჩანთაში ჩალაგებული წიგნაკები ყოფილა. ალბათ ასეთი “ესპერანსული” წიგნის წაკითხვა განსაკუთრებული სიაომოვნება იქნებოდა. თან აკას არეული თხრობა, ამბის გაგრძელების მოლოდნი და “კორტასარისებული” “წაღმა-უკუღმა” წესი სწორედ ასეთ უცნაურ წიგნს მოითხოვს… თუმცა მაინც მიხარია, რომ ასეთ ვერსიას მაინც მივაგენი. “მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთსა” და “კაგდატა ინ ჯორჯიას” ხომ დიდი ხანია უშედეგოდ დავეძებ…

3 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Dec 12, 2014 @ 22:15:46

    ძველი ესპერანსა მეც არ მაქვს. სამაგიეროდ, დიქსლის ყუთი მიდევს თაროზე ყუთად )) ნუ, კაგდატა ინ ჯორჯია თხელზე თხელი პოკეტბუქია, ლამის ბლოკნოტი, მაგრამ უკარგესია.

    Liked by 1 person

    Reply

  2. Evellini
    Dec 31, 2014 @ 02:04:13

    გიჟურად გენიალური წიგნია ❤

    Liked by 1 person

    Reply

  3. Trackback: ისევ აკა… | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: