დიდი ხნის წინათ, ორი ცოლის გაშვებამდე, 250 000 ღერი სიგარეტის მოწევამდე, 3000 კვარტი სასმლის მიღებამდე – მოკლედ, ძალიან ადრე, ღმერთმა თიხისგან შექმნა ადამიანი და მას სამყაროს აზრის პოვნა დაავალა. ადამიანმა კი მხოლოდ ერთი სიტყვა იპოვა – არა! სხვა რა შეიძლებოდა ეფიქრა, როდესაც წარსულ საუკუნეებს გადახედავდა? შეიძლებოდა, რომ ნათელი მომავლის იმედი ჰქონოდა? რა თქმა უნდა, არა.
სწორედ, ამიტომ ერთმა მწერალმა სამყაროს დასასრულზე წიგნის დაწერა გადაწყვიტა. უფრო სწორად კი – ერთგავრი პირდაპირი რეპორტაჟის ატომური ომიდან. ოღონდ ერთი რამ ვერ გაითვალისწინა – სულაც არ არის აუცილებელი, რომ სამყარო ასე განადგურდეს. ხომ შეიძლება ატომური ბომბის “მამას” გამანადგურებელი ყინული შეექმნა და შემდეგ თავისი ანგარებიანი შვილებისთვის მემკვიდრეობით დაეტოვებინა… და სამყარო გაყინულიყო…
თუმცა რატომ ვუწოდებთ ჰონიკერებს ანგარებიანებს? განა ჩვენც არ გამოვიყენებდით ასეთ ძალაუფლებას? თუ სან-ლორენცოში გამეფებული “სახელმწიფოებრივ-რელიგიური” დიქტატურაა განსაკუთრებული? სამყარო ხომ ისეთივე უაზრო და ჩახლართული რამაა, როგორც სარწეველა ფისოსათვის… ყოველთვის ყველაფერი მეორდება – სამყაროს შექმნიდან მის დასასრულამდე… ან იქნებ დასასრულის შემდეგაც… ჩვენ კი მხოლოდ ერთი რამ დაგვრჩენია – ვონეგუტივით უნდა ვიცინოთ. იმედგაცრუებას სხვგვარად ვერ ვუწამლებთ…
P.S. ამ წიგნის ქართული თარგმანი სულ ოცოტა ხნის წინ გამომცემლობა “დიოგენემ” შემოგვთავაზა სერია “ამერიკელების” ფარგლებში. თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, წაიკითხეთ. მერწმუნეთ, არ ინანებთ. შემდეგ კი ამავე გამომცემლობის “სასაკლაო №5”-საც დაელოდეთ. ისიც შესანიშნავი წიგნია (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა).
დეკ 16, 2014 @ 10:32:08
პოსტი მომეწონა, მომინდა წიგნის წაკითხვა
LikeLike
დეკ 16, 2014 @ 19:01:33
მიხარია 🙂
LikeLiked by 1 person
იან 19, 2015 @ 15:27:50
სასაკლაო #5 არ არის ჯერ თარგმნილი ხომ?
LikeLike
იან 19, 2015 @ 21:18:27
ჯერ არა. “დიოგენე” გამოსცემს უახლოეს თვეებში.
LikeLike