ტოლკინის სამყარო

ლიტერატურულ სამყაროებში ბევრი დრო მაქვს გატარებული. ჯოან როულინგის ჯადოქართა სამყოფელი, კლაივ ლუისის ნარნია და სხვა გამოგონილი ადგილები არასდროს დამავიწყდება, თუმცა არის სამყარო, რომელიც გამორჩეულად მიყვარს – ეს არის შუამიწეთი, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის “შვილობილი” კონტინენტი.

შუამიწეთში მოგზაურობა დიდი ხნის წინ დავიწყე, თუმცა არა პირველი ეპოქიდან. “ჰობიტი” და “ბეჭდების მბრძანებელი” ბოროტი ძალის – საურონის – აღზევების ბოლო ეტაპსა და მის დაცემაზე მოგვითხრობს, შუამიწეთის ისტორია კი ბევრად უფრო გრძელია. ამიტომ მის საწყისებში უკეთ გასარკვევად “სილმარილიონი” გადმოვიღე. თუ ტოლკინის სამყარო ჩემსავით გიყვართ, ეს წიგნი კი ჯერ არ წაგიკითხავთ, თქვენც იგივეს გირჩევთ. სხვა შემთხვევაში არ მოგეწონებათ, რადგან ტრადიციული რომანი არ არის – ისტორიის სახელმძღვანელოს უფრო ჰგავს (ჰობიტონში რომ ვცხოვრობდეთ, ალბათ სკოლაშიც გვასწავლიდნენ). პირადად მე ისტორია ყოველთვის მიყვარდა და ახლაც ძალიან ვისიამოვნე – გარდა იმისა, რომ ძველ ნაცნობებს სულ ცოტა ხნით, მაგრამ მაინც შევხვდი (მაგალითად, გალადრიელს, გენდალფს, ჰობიტებს), შუამიწეთის I-II ეპოქების აქამდე უცნობი ამბებიც შევიტყვე და მორგოთთან (საურონამდელი ბნელი ძალა) ხანგრძლივ ბრძოლაშიც მივიღე მონაწილეობა. სილმარილიების საიდუმლოც გავიგე… მოკლედ, ძალიან ნაყოფიერად ვიმოგზაურე შუამიწეთში…

თუმცა ტოლკინის სამყაროს თავს ვერაფრით ვაღწევ. ამიტომ ჰურინის შვილების ცხოვრების მოკლე მიმოხილვით ვერ დავკმაყოფილდი და კონკრეტულად მათდამი მიძღვნილი წიგნის წაკითხვაც გადავწყვიტე. მიუხედავად იმისა, რომ დასასრული უკვე ვიცოდი (“სილმარილიონი” ხომ შუამიწეთის სრული ისტორიაა), მაინც ძალიან საინტერესო მოგზაურობა გამოვიდა. სხვაგვარად ვერც იქნებოდა. ტოლკინმა ხომ ჰურინი, მისი ცოლი მორვენი და მათი შვილები – ტურინი და ნიენორი ისეთივე საინტერესო ცხოვრებით “აღჭურვა”, როგორც ჩვენი ნაცნობი ელფები, გნომები, ადამიანები, ორკები და ა.შ…

სულ ბოლოს გასახალისებლად ტოლკინის ზღაპარი “როვერანდომი” შევარჩიე. თავდაპირველად სერ ჯონმა ეს ზღაპარი თავის ვაჟს უამბო (საშობაო წერილებისა არ იყოს), შემდეგ კი უზრდელობის გამო დასჯილი ლეკვის უცნაური თავგადასავლები ჩვენამდეც მოვიდა და ახლა მარტივად შეგიძლიათ ბავშვებს წაუკითხოთ, ან უბრალოდ განტვირთვის მიზნით გადაშალოთ – მერწმუნეთ, არ ინანებთ. როვერანდომად წოდებული როვერის მოგზაურობა მთვარესა და ზღვაში საოცრად კეთილი და სახალისო ამბავია, რომელიც ოდნავადაც არ დაგამძიმებთ. ტოლკინმა ხომ  ბოროტი ჯადოქარიც კი გააკეთილშობილა 🙂

P.S. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ წიგნების თარგმანი არ გვაქვს. თუმცა დაახლოებით ერთი თვის შემდეგ “პალიტრა L” შემოგვთავაზებს “სილმარილიონს”. პირადად მე პიტერ ჯექსონის ფილმებსაც სიამოვნებით ვნახავდი. მით უფრო, რომ “ჰობიტი” და “ბეჭდების მბრძანებელი” სრულად ამოწურა 🙂

 

1 Comment (+add yours?)

  1. mecmikvarkhar
    Dec 23, 2014 @ 11:02:10

    ველოდები ქართულ თარგმანს 🙂

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: