ახალი წელი ტერი პრატჩეტთან ერთად

კიდევ ერთი წელიც მიიწურა. ყოველწლიურად უამრავი კარგი და ცუდი რამ ხდება, თუმცა აქ მხოლოდ ლიტერატურაზე ვსაუბრობთ და შესაბამისად ეს წელიც დადებითად შემიძლია შევაფასო. სხვანაირად არც შეიძლება – წელს ხომ ბევრი კარგი “მოგზაურობა” გამომივიდა 🙂

წლის ბოლო მოგზაურობა უკვე ერთგვარ ტრადიციად მექცა – ერთ-ერთი უკანასკნელი ავტორი უკვე რამდენიმე წელია სერ ტერი პრატჩეტი გახლავთ. გასაკვირი არც არის – თანამედროვეობაში მასზე მხიარული მწერალი არც მეგულება 🙂 ჰოდა, ამჯერადაც არ დავაყოვნე და დისკოს სამყაროსკენ გავემართე.

გახსოვთ ალბათ კუდიანებზე რომ ვისაუბრეთ. ჰოდა, ამჯერად ამ “ქვე-სერიის” დასაწყისი – “თანაბარი უფლებები” (თარგმანი ჩემია და შესაბამისად, ნაკლებად გამართული 🙂 ) – გამოვაძვრინე ქინდლის უკიდეგანო ბიბლიოთეკიდან და არც შევმცდარვარ. ძველი ნაცნობის – დიდებული კუდიანის ესმე Weatherwax-Ветровоски-ს (ამიერიდან ესმე დავუძახოთ, თორემ უნიჭო თარგმანი სერ ტერის შეურაცხყოფა იქნება 🙂 ) გარდა ჯადოქარ ესკარინა სმიტსაც შევხვდი. დიახ, დიახ, არ გეშლებათ – ესკარინა მდედრობითი სქესისა გახლავთ. ნუ იტყვით და თურმე დისკოს სამყაროშიც შეუღწევია გენდერულ თანასწორობას 🙂 წინასაახალწლოდ თავს აღარ შეგაწყენთ და აჯობებს, თჲ დანარჩენს თავად ნახავთ (თუ რუსულ თარგმანზე ან ორიგინალზე მიგიწვდებათ ხელი). მერწმუნეთ, კარგად გაერთობით 🙂

P.S. ახალ წელს გილოცავთ! ბევრ საინტერესო “მოგზაურობას” გისურვებთ. ხომ გახსოვთ – საუკეთესო საახალწლო საჩუქარი წიგნია და სადღესასწაულო დღეებში მათ დაგემოვნებაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ… მე კი წლის უკანასკნელ წუთებს ისევ დელასა და ჯეიმსს მივუძღვნი – ტრადიცია ტრადიციაა 🙂

P.P.S. სულ ბოლოს წლის გამორჩეულ “მოგზაურობებს” გადავხედოთ:

 

 

10 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    დეკ 30, 2014 @ 21:19:41

    მრავალ ბედნიერ ახალ წელს დაესწარი ^_^

    Like

    პასუხი

  2. Author
    დეკ 31, 2014 @ 15:43:58

    მეც გილოცავ ახალ წელს! ბევრ საინტერესო ლიტერატურულ მოგზაურობას გისურვებ 🙂

    Like

    პასუხი

  3. RockerMeloman
    დეკ 31, 2014 @ 21:02:59

    გილოცავ ნათ :* გემრიელ მოგზაურობებს გისურვებ, შენ რომ გჩვევია ისეთს და იმაზე უკეთესს ❤

    Like

    პასუხი

  4. Rode
    იან 01, 2015 @ 02:22:10

    ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებ! და ულევ წიგნს ასევე :))

    Like

    პასუხი

  5. glamtaia
    იან 18, 2015 @ 09:16:15

    გილოცავ (რაღა დროსია, იანვრის ორი მესამედი გავიდა უკვე :დ) 🙂
    პრატჩეტის დისკოს ციკლის წიგნებს ვკითხულობ და ამ კაცის იუმორმა გადამრია 🙂 განსაკუთრებით ის მომენტი მიყვარს, რინსვინდი და ორყვავილა მსხვერპლად შესაწირ ქალიშვილს რომ გადაარჩენენ დიდის ამბით და ის გოგო თავზე რომ დაახურავს ყველაფერს, იმისთვის ვინახავდი ამდენი ხანი უბიწოებას, თქვენ რომ გადაგერჩინეთო 🙂 🙂 🙂 🙂

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი