მე სტარკი ვარ!

 

game-of-thrones-season-4

მე სტარკი ვარ! დიახ, სწორად მიხვდით – დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დადგა შესაფერისი დრო და მეც გავემგზავრე ჯორჯ რ.რ. მარტინის სამყაროში… გავემგზავრე და “ჩავრჩი”. სერიალის წყალობით შინაარსი თითქმის ყველასთვის ცნობილია. ალბათ ისიც იცით, რომ ბატონი მარტინი ფრიად მრავალფეროვანი იდეების პატრონი გახლავთ და ერთდროულად ფენტეზის, ისტორიულ დრამას, დეტექტივს და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენ ჟანრს გვთავაზობს (მოკლედ, მე რომ მიყვარს, იმ ჟანრებს). ამიტომ თავს აღარ შეგაწყენთ და მხოლოდ პირადი შთაბეჭდილებებით შემოვიფარგლები.

ახალი წლის ნაბახუსევის შემდეგ პირველი რაც გავაკეთე, ქინდლში დიდი ხნის წინ გადანახული კოლექცია “A Song of Ice and Fire” მოვიძიე და იმ განცდით დავიწყე კითხვა, რომ ცეცხლი ყინულს ყოველთვის უნდა ამარცხებდეს. მაგრამ თურმე ყველაფერი ასე მარტივადაც არ ყოფილა… პირველივე ფურცლებზე მივხვდი, რომ მე სტარკი ვარ და არა ლანისტერი – ყინული და არა ცეცხლი. შეიძლება ნედ სტარკს სხვა სტრატეგია უნდა შეერჩია სამეფო კარის თამაშებში (პოლიტიკაში ზედმეტი პატიოსნება ხომ დიდი სისულელეა), მის მეუღლეს სხვაგვარი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა ჯონ სნოუს მიმართ, სანსა არ უნდა ყოფილიყო ასეთი “წესიერი” (მე ვიტყოდი, ასეთი სულელი), რობს კი მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა, მაგრამ მე მაინც სტარკი ვარ! შეიძლება სტარკები არ არიან იდეალურები, მაგრამ ისინიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან (როგორც თითქმის ყველა გმირი). განა ლანისტერებს ჰყავთ არიასნაირი მაგარი გოგო, ან ჯონ სნოუს მსგავსი მაგარი ბიჭი (ამ უკანასკნელზე დარდით აღარ ვარ)? დიახ, შეიძლება იფიქროთ, რომ ჯეიმე და ტირიონი მთლად “ხელჩასაქნევები” არ არიან, მაგრამ სერსეი, ტაივინი და ჯოფრი საკმარისად საზიზღრები არიან იმისთვის, რომ ლანისტერების წინააღმდეგ ბრძოლა მომინდეს (მეტიც – მათი საკუთარი ხელით მიხრჩობა). მე ვერც გრეიჯოი ვიქნები და ვერც არენი… მარტელებში ვხედავ მონათესავე სულებს, მაგრამ მაინც სტარკი ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ ჯორჯ რ.რ. მარტინი ჩვენს მხარეს იბრძოლებს (თუმცა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი). უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, რომ სულ ბოლოს შეიძლება სისხლიანმა ლომებმა გაიმარჯვონ. მე მგელი ვარ – მგელი, რომელიც დრაკონისთვის კუთვნილი ტახტის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს (მგლებისა და დრაკონების ერთობაც გასაშლელი აქვს მარტინს)!

P.S.სანამ ბატონი მარტინი (სრულიად დამსახურებულად “საზიზღარ ბებრად” წოდებული) მომდევნო ნაწილებს (სავარაუდოდ, ორს) შემოგვთავაზებდეს, მე ძალიან კარგი ეკრანიზაციის ყურებას გავაგრძელებ. თქვენ კი, თუ მისალოცთა კატეგორიას მიეკუთვნებდით, გირჩევთ, რომ პირველი ხუთი ნაწილი წაიკითხოთ. ან ქართულად ნათარგმნი 1,5 მაინც 🙂 მართალია, “არეტეს” ხარისხს ხოტბას არ ასხამენ, თუმცა თუ სხვა გზა არ არის, რას იზამთ. მე კი მგონია, რომ ეს სერია ბათუმელების “ფანტასტიკურ ბიბლიოთეკას” დაამშვენებდა, მაგრამ გაყიდულ საავტორო უფლებებს აღარაფერი ეშველება. თან საბჭოთა გამოცემებზე გაზრდილებს დიზაინი რას დაგვაკლებს 🙂

Advertisements

19 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Feb 09, 2015 @ 21:34:49

    მე მარტელი ვარ, მაგრამ ყველაფერში გეთანხმები.

    მგლებს და დრაკონებს ისეთი შეხების წერტილი აქვთ, იმჰო, უკეთესს ვერ ინატრებს ვერც მკითხველი, ვერც რკინის ტახტი ) ნუ, ეს ვერსიაა, სიმართლე მხოლოდ იმ ბებერმა აფერისტმა იცის, მაგრამ ლამაზი ვერსია 🙂

    Liked by 1 person

    Reply

    • Kejeradze
      Feb 09, 2015 @ 21:54:40

      ამდენი ტანჯვის შემდეგ (წინ კიდევ რა გველის, ვინ იცის) ლამაზ დასასრულს კი ვიმსახურებთ… მაგრამ მგლებზე აღარ ვდარდობ. სულ “უდასასრულოდ” არ დაგვტოვოს საზიზღარმა ბებერმა 😀

      Liked by 1 person

      Reply

  2. Emily Smith
    Feb 09, 2015 @ 22:49:33

    xD starkebi mgoni tviton martins ar evaseba rac magan magat damarta…. ara ushavt ra, erti sansa apuchebt magas tavisi sidebilit, lanisterebidan mart tirionia ara xelchasaqnevi xD targarienebs ras erchi?

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Feb 10, 2015 @ 18:53:35

      მარტინს ჩვენ არ ვევასებით. აღარ იცის, როგორ მოგვიშალოს ნერვები 😀 დრაკონებს არაფერს ვერჩი. პირიქით, რკინის ტახტი სხვებს რომ დარჩეთ, გავბრაზდები. იმედია, სტარკებიც წაუკრავენ ხელს :))

      Liked by 1 person

      Reply

  3. RockerMeloman
    Feb 10, 2015 @ 00:19:21

    მე ხოლოდ დრაკონების მხარეს ვიყავი მარა ეჰ :დ

    სანსა სულაც არ მგონია სულელი, იმჰო :3

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Feb 10, 2015 @ 19:01:53

      ჯერ წინ აქვთ ყველაფერი :))

      სანსას თავისი გაჭირვებაც ეყოფა 😀 ბოლოსკენ ისწავლა ჭკუა, მაგრამ ჯოფრის ცოლობა რომ უნდოდა, ვერ ვპატიობ 😀

      Like

      Reply

  4. როდე
    Feb 11, 2015 @ 01:31:09

    როდისმე მეც ჩავუჯები მარტინს.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Feb 11, 2015 @ 18:13:52

      ნუ იჩქარებ 🙂 მარტინმა უკვე იმდენჯერ “გადაგვაგდო”, ალბათ დიდხანს მოგვიწევს გაგრძელების ლოდინი.

      Like

      Reply

  5. Chester
    Apr 06, 2015 @ 15:51:27

    ყველაზე დაუფასებელი გვარი ისევ გრეიჯოი გამოჩნდა -_- თქვენ არ იცით როგორი ხალხია, უუუუხ ერთი დროზე გამოაჩინონ ვიკი და ეურონი :3 არც ტაირელების დაუფასებლობა ივარგებს ბოლო-ბოლო, ლედი ოლენა და მარჯერი ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ. ისე სანსას რომ წამოაძახებენ ხოლმე ჯოფრის ცოლობა როგორ უნდოდაო, თერთმეტი წლის გოგო იყო, ლამაზი პრინცი დაინახა და თქვენ რას იზამდით მომავალი მეფის დედოფალი, რომ გამხდარიყავით? 😉 ჯეიმე და ტირიონი საინტერესო პერსონაჟები არიან, თან ძალიან, მაგრამ კივან ლანისტერი იმსახურებს უუუდიდეს ყურადღებას! ნურც სტანისს დაჩაგრავთ მიუხედავად ყველაფრისა ერთადერთია ჯერჯერობით, რომელიც ტახტის გარდა სამეფოზეც ფიქრობს, ჩრდილოეთში ტყუილად არაა. ტარგების ბატონობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავარდეს, დენის მაინც -_- ტფუ… (დარჩეს იმ თავის ესოსზე, არაა ვესტეროსი მაგის სამშობლო!). და კიდევ ზამთარს უნდა უფრთხილდნენ ზამთარს, ჩრდილოეთიდან რო მოდის!

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Apr 06, 2015 @ 19:56:17

      ყველა პერსონაჟი (და გვარი) ისეთი ინდივიდუალურია, რომ რომელ ერთზე შევჩერდეთ.

      მარტინი ისე “დიდურად” წარმოაჩენს ბავშვებს, რომ სანსას ასაკს ვერ აღვიქვამ 🙂 განსაკუთრებით არიას ფონზე.

      დენიმ დაამტკიცა, რომ დრაკონია 🙂 ჯონ სნოუსთან ერთად მშვენივრად მართავს ვესტეროსს 🙂 მარტინი ალბათ სულ სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ მაინც :))

      Like

      Reply

      • Chester
        Apr 06, 2015 @ 20:02:59

        “დრაკონი” რომელმაც თავისი დრაკონები ვერ შეინარჩუნა წესიერად :))) და კიდევ მხოლოდ ტარგებს არ შეუძლიათ დრაკონების მართვა 😉 თუ ბოლო წიგნი წაიკითხე და ჯონის ბოლო თავი, რასაც ამბობ ცოტათი გაზვიადებული ხომ არ გეჩვენება? :დ სპოილერი არ მინდა გამოვიდეს, მაგრამ ჯონი საერთოდ თუ გადარჩა მადლობა ვთქვათ… და კიდევ დენი ნამეტანი ჩაეხვია ესოსს, იმედია უკანასკნელი ტარგი არ არის თუ მაინცდამაინც ტარგების სამეფო ტახტზე ასვლის საკითხი დადგა, იმედია ახალგაზრდა გრიფი ნამდვილად “ის” არის და მარტინი არ გვაბოლებს

        Like

        Reply

        • Kejeradze
          Apr 06, 2015 @ 20:08:42

          ჯონთან მიმართებაში ერთი აზრი გვიტრიალებს თავში (შეიძლება არც გამართლდეს, მაგრამ მაინც არ დავწერ) და ამიტომ დავაკავშირე დრაკონებთან 🙂 რეალურად არ გამიკვირდება მარტინი ყველას თუ ამოხოცავს და ვესტეროსსაც ზედ მიაყოლებს :))) ან ისეთ გვარს აიყვანს ტახტზე, სულ რომ არ ველით :)))

          Like

          Reply

          • Chester
            Apr 06, 2015 @ 20:22:24

            დრაკონები ისე განაწილდნენ მგონი დენის აღარც შეხვდება :დდდდდ ეეჰ… ბებერი მელა სანამ არ დაწერს ამ ორ წიგნს ნეტა მანამდე გვაცოცხლა :დ თორე მაგაზე არ ვნერვიულობ ეგ ისეთი რა მოკლავს მაგას :დ

            Like

            Reply

            • Kejeradze
              Apr 06, 2015 @ 20:37:41

              არ გამიკვირდება, ეიერისიც რომ გაცოცხლდეს და ტახტი მოითხოვოს. არ ეკუთვნის, თუ რა 😀 მეც მაგას ვფიქრობ. თან ტერი პრატჩეტის ამბის მერე მარტინზეც ვნერვიულობ.

              Like

              Reply

              • Chester
                Apr 06, 2015 @ 20:54:10

                :დდდ ეირისზე რა გითხრა მარა ზოგ–ზოგ ფორუმზე ნედის გაცოცხლებაზე საუბრობენ და :დდ საიდან იგონებეეენ… ახლა ვკითხულობ ტერის და ნილის Good Omens და ვუდჰაუზის მერე ასე არ მიცინია :დდ

                Like

                Reply

  6. სოსო
    Apr 08, 2015 @ 17:47:05

    ვინმემ მითხარით სად შეიძლება ვიშოვო მე _5 წიგნი ‘ხმლების ქარიშხალი” ქართულად ოღონდ … გინდ online გინდ ისე … მთავარია ქართულად

    Like

    Reply

  7. Trackback: ამბერის ქრონიკები | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: