სტუმრად მუმინებთან

Moomin_kuva

საკუთარ ლიტერატურულ წარსულზე ვერ დავიწუწუნებ – 90-იანების პირობაზე ძალიან ბევრი წიგნი მქონდა, თუმცა დღეს რომ ნებისმიერი სასურველი წიგნის ქონა შემიძლია (თარგმანში თუ არა, ქინდლში მაინც), მაშინ არც მთლად ასე იყო საქმე. საბედნიეროდ, კარგი საბავშვო წიგნის წაკითხვა არასდროსაა გვიან და დანაკლისებსაც ნელ-ნელა ვავსებ (ცოტა ხნის წინ ასტრიდის “გამოტოვებები” შევავსე და არც სხვა მწერლები დავივიწყე). ახლაც ვესტეროსში გატარებული თვეების შემდეგ მუმინების ხეობაში გადავწყვიტე გამგზავრება და არც მინანია.

თავიდან ცოტა არ იყოს და არაკომფორტულ გარემოში ამოვყავი თავი – ჩემი ვიზიტი წყალდიდობას დაემთხვა, მაგრამ მუმიტროლთან, მის დედასა და ფრიად საყვარელ სნიფთან ერთად მამა მუმინი რომ “დავიბრუნეთ”, შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მას შემდეგ კიდევ რვა ისტორია გადაგვხდა თავს, მაგრამ არაფრის შეგვშინებია. ზამთრის გამყინვარება, ცხელი ზაფხული, კომეტა და სხვა ათასგვარი უბედურება რას დაგვაკლებდა, როცა მამა მუმინის აშენებულ მყუდრო სახლში ვიყავით თავშეფარებულნი, დედა მუმინი მუდამ წინსაფარში იყო გამოწყობილი და ათასგვარი “გემრიელობით” გვაპურებდა… მე თქვენ გეტყვით და საყვარლად მსუქანი მუმიტროლი, მისი მიჯნური ფრეკენ სნორკი და მისი ძმა, ზემოთხსენებული სნიფი, სნუსმუმრიკი, მიუ, ჰემული და სხვა უცნაური არსებები მოგაწყენენ… ერთი ესაა, რომ ონდატრმა მომიშალა ნერვები (თავადაც მოშლილი ჰქონდა და რა ექნა), მაგრამ კეთილი და სტუმართმოყვარე მასპინძლების ხათრით მისი მეზობლობაც ავიტანე…

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მუმინების ხეობაში გატარებული რამდენიმე დღე ძალიან სასიამოვნოდ დამამახსოვრდა. ოდესმე ალბათ ისევ შევხვდებით…

P.S. მუმინების ისტორიების ნაწილი (ოთხი წიგნი) “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამაც” თარგმნა. ასე რომ, თუ ჩემსავით დაგიგვიანდათ ამ უსაყვარლესი არსებების გაცნობა, არ გადადოთ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: