სიმართლე გითხრათ, მო იენის შესახებ 2012 წლამდე არაფერი მსმენოდა. ამ ჩინელი მწერლის სახელი მხოლოდ მაშინ გავიგე, როდესაც ნობელის კომიტეტმა პრემია მიანიჭა და უწოდა “ის, ვინც ჰალუცინაციურ რეალობას აერთებს ხალხურ გადმოცემებთან, ისტორიას – თანამედროვეობასთან”. მას შემდეგ ორ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ მისი წიგნის ხელში აღების სურვილი არ გამჩენია (ზოგადად პრემიები ჩემთვის არაფერს ნიშნავს). და აი ახლა “ღვინის ქვეყანა” გადავშალე…
…გადავშალე და ნამდვილ ჰალუცინაციაში ამოვყავი თავი. ბოლომდე ვერ გავრეკვიე, სად იყო სიმართლე და სად გამონაგონი… ღვინის ქვეყანა ხომ მხოლოდ ჩინეთი არ არის. მისი გმირების “კუჭის მონობამდე” დაყვანილი ცხოვრება ნებისმიერ ადგილს შესანიშნავად ერგება და ბოლომდე ნამდვილიც არ არის… მოკლედ, ისეთი “არეული” გროტესკია, რომ თვით რაბლესაც კი შეშურდებოდა (მე თქვენ გეტყვით და მო იენი გვიადვილებს საქმეს. პირიქით, ბავშვების “მჭამელების” საქმის გამოსაძიებლად მივლინებული დინ გოუერის ამბავს არ გვაკმარებს და საკუთარ მიმოწერასაც ურთავს თითქოს და ასევე ჩართული მოთხრობების ავტორთან)… დასასრულიც შესაშური აქვს (რა თქმა უნდა, არ გეტყვით როგორი) – ზუსტად ისეთი ამ წიგნს რომ უნდა ჰქონოდა…
P.S. თუ წაკითხვა (ან იქნებ დალევა?) მოგინდებათ, ქართულ თარგმანს მარტივად მოიძიებთ. სულ ცოტა ხნის წინ “ინტელექტმა” ნობელიანტების სერიაში გამოსცა.
თებ 24, 2015 @ 00:23:44
ჰმ, საინტერესოა, რამდენჯერ დავაიგნორე უკვე და შემდეგზე აღარ გადავდებ გვერდით აბა
LikeLiked by 1 person