გახსოვთ ლიზბეთ სალანდერი? თუმცა რას გეკითხებით. რა თქმა უნდა, გახსოვთ. ამ ფრიად ორიგინალურ (ჩემთვის ძალიან საყვარელ და მონატრებულ) “დეტექტივს” რა დაგავიწყებდათ. ჰოდა, ახლა ლუმიკი ანდერსონი მინდა გაგაცნოთ, რომელიც ძალიან ჰგავს ლიზბეთს (აკი თავადვე ამბობს მისი შვილი ვარო… აი, პუაროს “მამობას” კი მომკალით და ვერ ვიჯერებ).
ფინელი ლუმიკი (მისი სახელი რომ ვთარგმნოთ, ფიფქიას მივიღებთ) ლიზბეთივით ჩვეულებრივი გოგოა არაჩვეულებრივად მძიმე წარსულით (თუმცა სალა სიმუკამ სტიგ ლარსონზე მეტად დაინდო თავისი გმირი). თუმცა იმ 29 თებერვლისთვის, როდესაც თხრობა იწყება, მისი ცხოვრება ასე თუ ისე სტაბილურია… სანამ შემთხვევით სკოლის ფოტოლაბორატორიაში არ შეაბიჯებს და სისხლიან ევროებს არ აღმოაჩენს (ბედი არ გინდა)… თითქოს ეს არ ეყოფოდა და ცხოვრებაში პირველად (უფრო სწორად კი მეორედ) “გამოვა” საკუთარი მარტოობიდან, მისთვის საძულველი თვისებების “თაიგულით შემკული” ელისას, ტუუკასა და კასპერის დაცვას მოინდომებს და მერე იწყება რაც იწყება – გიჟური სირბილი სიცოცხლის გადასარჩენად, ტყვიების ზუზუნი ზურგს უკან, გამოძიება და დამაგვირგვინებელი აკორდი – სისხლიანი წვეულება “თეთრი დათვის” ბუნაგში… გაექცევა ლუმიკი ამ ყველაფერს? მაფიას ხომ გრძელი ხელები აქვს… იქნებ მიწვდნენ კიდეც ან ვერ შეღებონ მისი სისხლით თოვლი… პასუხი თავად უნდა იპოვოთ!
P.S. თუ დეტექტივები გიყვართ და ჩემსავით მსუბუქ საკითხავს ეძებთ, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას” მიმართეთ. მე კი ტრილოგიის დანარჩენ ორ ნაწილს დაველოდები (სხვა რა გზაა – ქინდლ-ვერსიასც კი არ მოიპოვება)… ჰო, და ლუმიკის მაღვიძარის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა უნდა ვცადო. იქნებ დილის რვა საათზე საკუთარმა ყვირილმა მაინც გამაღვიძოს 😀
თებ 27, 2015 @ 21:12:30
ნუ, დედა ნამდვილად ლისბეთია ))
LikeLike
თებ 27, 2015 @ 21:21:12
მსგავსება აშკარაა :))
LikeLike
თებ 28, 2015 @ 22:59:36
ძალიან მაგარი წიგნია და სამწუხაროდ არ ძალიან ცუდად იყიდებაო გავიგე
იმედი მაქვს მეორე და მესამე ნაწილებსაც თარგმნიან ^_^
LikeLike
მარ 01, 2015 @ 12:56:29
თუ ცუდად იყიდება, მაშინ გაგრძელების შანსი ცოტაა
ნაკლებად ცნობილ მწერლებს ჩვენთან არ ეტანებიან. სახელებს და სკანდალურ იმიჯს ზედმეტად დიდ ყურადღებას ვაქცევთ (ეკრანიზაციებსაც)… მეც უფრო ლისბეთთან მსგავსების გამო მოვკიდე ხელი და გამიმართლა 🙂
LikeLike
მარ 01, 2015 @ 16:13:01
arada sul tyuilad dzalian kargi wignia bevr bestselers jobia
LikeLike