შინდლერის კიდობანი

„ის ვინც ერთ სულს გადაარჩენს, გადაარჩენს მსოფლიოს“.

shindleris sia-500x500

ჩემი თავისუფალი დროის ძირითად ნაწილს რომ ლიტერატურას ვუთმობ, უკვე ყველამ იცის. ცოტა ხნის წინ იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ჩემს პრიორიტეტებში მეორე ადგილზე ფეხბურთია. მესამე საპატიო ადგილს კი კინო იკავებს. ძალიან ბევრი ფილმი მაქვს ნანახი და შესაბამისად ფავორიტიც ბევრი მყავს (ფილმების, მსახიობების თუ რეჟისორების სახით), მაგრამ მაინც არის ერთი ფილმი, რომელიც წლების წინ ვნახე (ბოლოს ალბათ დაახლოებით 4-5 წლის წინ) და დღესაც ზუსტად ისევე მახსოვს, როგორც ბოლო კადრიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. ამის მიზეზი სტივენ სპილბერგის შესანიშნავი რეჟისურა არ არის, არც ლაიამ ნისონისა და რეიფ ფაინსის გენიალური ნამუშევარი, არც “ოსკარი”… “შინდლერის სიის” განუმეორებლობას თავად ოსკარ შინდლერის პიროვნება განაპირობებს… და როგორც ახლა აღმოვაჩინე თომას კენილის პირველწყარო…

რომ არა მისტერ თომასი (და შემდეგ მისტერ სტივენი, რომელმაც უფრო ფართო აუდიტორიას გააცნო ჰერ ოსკარი დაoskar-schindler-liam-neeson-in-schindlers-list ჩვენც დაგვეხმარა წიგნის “ხელში ჩაგდებაში”), მსოფლიოს დიდი ნაწილი ვერასდროს გაიგებდა, რომ მაშინ, როდესაც შუაგულ ევროპაში ერთმანეთს (უფრო კი სრულიად უდანაშაულო ადამიანებს)  დაუნდობლად ანადგურებდნენ ბოროტების იმპერიათა დამქაშები, მათ გვერდით ცხოვრობდა ჩვეულებრივი ადამიანი, ბიზნესმენი ოსკარ შინდლერი, რომელმაც თავისი წილი სამყარო გადაარჩინა. მან თავის პატარა “კიდობანში” შეიფარა ათასზე მეტი ებრაელი და ამ თითქოს და ჩვეულებრივი საქციელით (რაც რეალურად სულაც არ გახლდათ ჩვეულებრივი ამბავი. ჰიტლერის მომხრის ნიღაბს ამოფარებული შინდლერისთვის ასეთი “ლმობიერება” შესაძლოა საკონცენტრაციო ბანაკში დასრულებულიყო) ისინი წამებით სიკვდილისგან იხსნა. შეიძლება ბევრმა იკითხოს – განა შინდლერის სიაში მოხვედრილ ებრაელთა რიცხვი შეედრება აუშვიცში და სხვაგან მოკლულთა რაოდენობას? პასუხს თორაში ამოიკითხავთ (იხ. ეპიგრაფი), კიდევ ამ წიგნში… დღეს შინდლერის სია უფრო გრძელია და დროსთან ერთად ჰერ ოსკარის “შვილები” მრავლდებიან… და თუ ოდესმე მსოფლიო “ფერს იცვლის” და ნაცრისფერიდან წითლად გარდაიქმნება, ეს სწორედ ოსკარ შინდლერის მსგავსი კეთილშობილი (ამავე დროს ჩვეულებრივ ადამიანებადაც რომ რჩებიან) ადამიანების დამსახურება იქნება!

P.S. ოსკარ შინდლერის დამფასებლებს ან მათ, ვინც ჯერაც არ იცით მისი ღვაწლის ამბავი, გირჩევთ მოიძიოთ ეს წიგნი. რთული საშოვნელი ნამდვილად არ არის – სულ ცოტა ხნის წინ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” “კინობიბლიოთეკის” სერიით შემოგვთავაზა.

P.P.S. სულ ბოლოს ფილმის მუსიკალური გაფორმება და კადრები:

 

Advertisements

4 Comments (+add yours?)

  1. tami
    Mar 06, 2015 @ 21:25:58

    ფილმს ვერ ვუყურებ ვერასოდეს ჩემთვის ძალიან მძიმეა. წიგნი არაჩვეულებრივი,შინდლერი კი საოცარი პიროვნება.

    Liked by 1 person

    Reply

  2. კუშის ბლოგი / kushi's blog
    Mar 17, 2015 @ 11:45:06

    ფილმს დაახლოებით 5 წლის წინ ვუყურე და დღეები კი არა კვირეები მიჭირდა ფიქრი სხვა რამეზე 😦 ღმერთო რამდენი რამე აქვს გადატანილი ადამიანებს, და რამდენი ადამიანია ადამიანთა შორის ჩვენ რომ არ უნდა დავივიწყოთ… პირიქით ყოველდღე უნდა გვახსოვდეს, ჩვენს შვილებს უნდა მოვუყვეთ და უნდა გვტკიოდნენ… მატირე ამ დილით სამართლიანად მატირე 😦

    Liked by 1 person

    Reply

  3. RockerMeloman
    May 20, 2015 @ 23:29:25

    გამომრჩენია ეს პოსტი თავის დროზე 😦

    როცა ფილმი ვნახე, მაშინ დავიწყე კითხვა, ადრე, მაგრამ მაშინ ენის ცოდნა არ მეყო და ახლა სპეციალურად კონკურსისთვის წავიკითხე. ძალიან კარგი წიგნი გამოდგა.

    თან ფილმში შინდლერისა და შტერნის ურთიერთობა ცოტა სხვანაირია, გამძაფრებული და შტერნზე გადატანილი აქცენტით შინდლერის გარდაქმნაა გამძაფრებული, წიგნში პირიქით, ნელნელა, თავისით მიდის ამ ყველაფრამდე.

    მოკლედ. ისე ნუ ვიზამ რაც პოსტში დავიკელი აქ ვილაპარაკო 😀 ❤

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: