ილუზიების წიგნი ოსტერისგან

506181929 წელი – მუნჯი კინოს ვარსკვლავი ჰექტორ მანი უკვალოდ ქრება… 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ პროფესორი დევიდ ზიმერი ავიაკატასტროფაში დაღუპულ ოჯახს დასტირის და დარდს სასმელში ახრჩობს. პარალელურად უაზროდ მისჩერებია ტელევიზორის ეკრანს და უცებ ხდება სასწაული… დევიდი ხედავს ჰექტორს და მათი გზები სამუდამოდ იკვეთება. დიდი ხნის გარდაცვლილად მიჩნეული და უკვე დავიწყებული მსახიობი ჯერ “მკვდრეთით აღმდგარი” ზიმერის წიგნში ცოცხლდება, შემდეგ კი – რეალურ ცხოვრებაში (წიგნებსა და ფილმებში ხომ სულ ასე ხდება – გვამი არ ჩანს? მაშინ ის არც არსებობს) და იცვლება არა მხოლოდ მწერლის, არამედ ჩვენი ცხოვრებაც…

დიახ, არ ვაჭარბებ. ჩემი ცხოვრება ნამდვილად შეიცვალა. გარდა იმისა, რომ პოლ ოსტერმა ჩემი თავისუფალი დრო თითქმის სრულად “მიითვისა”, მან მეტიც შეძლო – ჩამითრია ილუზიაში, რომელიც ორი ადამიანის (ჰექტორისა და დევიდის) შინაგანი ტრაგედიისა და შატობრიანის (ისიც ხომ მანისა და ზიმერის მსგავსად ტრაგიკული შემოქმედი გახლდათ) ციტატების “გემოვნებიან ნაზავს” წარმოადგენს… ეს ილუზია იმდენად რეალურია, რომ კითხვისას მუნჯი კინოს სცენები თვალწინ მედგა (მერედა როგორ აღწერს პოლი თითოეულ ეპიზოდს) და გარკვეულ ეტაპზე სინამდვილესა და გამონაგონს შორის არსებული ზღვარიც კი დავკარგე (უკვე მზად ვიყავი, რომ ჰექტორ მანის ფილმები მომეძებნა)… ალბათ მწერლის ოსტატობაც ეს არის…

P.S. შეხვდნენ თუ არა ერთმანეთს დევიდ ზიმერი და ჰექტორ მანი და როგორ დასრულდა მათი “სულიერი ერთობა”, ეს თავად ნახეთ. ქეთი ქანთარიას თარგმანს მარტივად მოიძიებთ. ის სულ ცოტა ხნის წინ “დიოგენემ” გამოსცა სერია “ამერიკელების” ფარგლებში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: