მოგონებანი მონასტერზე

29566პორტუგალია, მე-18 საუკუნე… ქვეყანაში ინკვიზიცია მეფობს. ომიდან დაბრუნებულ ცალხელა ბალთაზარს ბლიმუნდა უყვარდება, რომლის დედა ინკვიზიტორთა მოთხოვნით გადაასახლეს, თავად კი ადამიანების შინაგან სამყაროს ხედავს (პირდაპირი მნიშვნელობით). ბალთაზარი და ბლიმუნდა ერთმანეთს ისე ავსებენ, როგორც მზე და მთვარე (მათი ზედმეტსახელებიც ამაზე მეტყველებს), მაგრამ ჟუან V-ის პორტუგალიაში ასეთი ადამიანების ადგილი არ არის. მეფეს ხალხი მხოლოდ საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, კერძოდ კი მაფრის მონასტრის ასაშენებლად სჭირდება და არა იმისთვის, რომ მათ საკუთარი ცხოვრებით იცხოვრონ – უყვარდეთ, იოცნებონ ბედნიერებაზე, გაფრენაზეც კი… პორტუგალიელებს ორი გზა აქვთ – მშენებლობა ან კოცონი…

P.S. გამოგიტყდებით და ეს ამბავი მძიმედ დავიწყე და ბევრჯერ გადავწყვიტე წიგნის გვერდზე გადადება, მაგრამ თითქოს განგებ სწორედ მაშინ ახერხებდა სარამაგუ ჩემს დაინტერესებას. დასასრულმა ყველა “მინუსი” გამოისყიდა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მაგიური რეალიზმი (ჟოზე იუმორითა და რომანტიკული ეპიზოდებით რომ “აზავებს”) დიდ მოთმინებას მოითხოვს, თუმცა ბოლოს მკითხველს “ჯილდო” ელის 🙂

P.P.S. თუ დაინტერესდით, “ინტელექტს” მიმართეთ. ნობელიანტების სერიას სწორედ ეს გამომცემლობა გვთავაზობს.

7 Comments (+add yours?)

  1. Kate
    მარ 19, 2015 @ 14:15:15

    სულ მინდა, რომ ეს ბლოგი ძალიან ხშირად ვიკითხო. მაგრამ მერე მახსენდება, რომ ეს წიგნები არ მაქვს წაკითხული და შესაბამისად, აღარც შემოვდივარ 😦

    Like

    პასუხი

  2. რუსა
    აგვისტო 16, 2016 @ 15:55:34

    მაქვს წაკითხული და მეც მასე დიდი მოთმინება დამჭირდა ბოლომდე რომ მივსულიყავი. კარგი წიგნია და სარამაგუს ეხერხება მკითხველის დაკავება შიგადაშიგ გაბნეული რომანული ეპიზოდებით. ამ წიგნზე პოსტი მეც დავწერე ადრე 🙂

    Liked by 1 person

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: