სკოლის სევდა

10990014_789366174481318_2476804818432685362_nსიტყვა “ოროსანი” ჩვენს ენაში (სხვაგანაც) ცალსახად უარყოფითი მნიშვნელობისაა. “სკოლის სევდა” სწორედ “ოროსანმა” დანიელ პენაკმა დაწერა, რომელიც, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპის თანახმად, დღეს როგორც მინიმუმ შეუმდგარი ასაკოვანი ფრანგი უნდა იყოს. რეალობა სულ სხვანაირია – ის მსოფლიოში ცნობილი მწერალი და წარმატებული მასწავლებელია – ნამდვილი მასწავლებელი.

ნამდვილი მასწავლებელის ხსენებისას ალბათ პირველ რიგში “მკვდარი პოეტების საზოგადოება” გაგახსენდებათ (და არავითარ შემთხვევაში საკუთარი მასწავლებლები), მაგრამ რობინ უილიამსის მიერ დიდებულად განსახიერებული პედაგოგი უფრო ოცნებას ჰგავს, ვიდრე რეალურ ადამიანს. პროფესორი კიტინგი არასდროს შემოაბიჯებს თქვენი შვილების ან თქვენს კლასში. დანიელ პენაკი კი არსებობს. მან უამრავი ოროსანი მოსწავლის ცხოვრება შეცვალა და მრავალი შეშფოთებულ-განერვიულებული მშობელი “დააწყნარა”. მისი გაკვეთილები სამხედრო პოლკს კი არა, სიმფონიურ ორკესტრს ჰგავს, რომელშიც ყველა ვიოლინოს თავისი განუმეორებელი ადგილი აქვს. სკოლის მოსწავლეები დამნაშავეები არ არიან და არც მასწავლებელია ზედამხედველი. ის მათში ხედავს ადამიანებს მომავლით (მიუხედავად იმისა, თუ როგორ სწავლობენ) და პირდაპირ ეუბნება მათ, რომ ეს მომავალი მხოლოდ მათ არჩევანზეა დამოკიდებული.

სამწუხაროდ, ჩვენ პენაკის მსგავსი მასწავლებლები არ გვყავს (თითქმის) და ეჭვი მაქვს, რომ მათმა დიდმა ნაწილმა არათუ არ იცის, ვინ არის ის, არამედ არც ინტერესდება ლიტერატურული (თუ პროფესიული) სიახლეებით. არადა, “რომანივით საკითხავის” ავტორი სწორედ მათთვის წერს – სკოლის სევდის “შემქმნელებისთვის”, რომლებიც მაღალი კათედრიდან უყურებენ მოსწავლეებს (ალბათ ინდივიდების ნაცვლად ცხვრის ფარას ხედავენ), ჩანასახშივე კლავენ მათ თავისუფალ აზროვნებას და წინასწარ უსვამენ ხაზს მათ მომავალს.

P.S. ეს წიგნი სულ ცოტა ხნის წინ გამოსცა “დიოგენემ”. თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, მოიძიეთ. პენაკის ეს ნაშრომი ძალიან მნიშვნელოვანია მოქმედი ან მომავალი მასწავლებლებისა და მშობლებისთვის, ან მოზარდებისთვის, რომელთა განცდებიც თითოეული ჩვენგანისთვის ნაცნობია.

6 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    მარ 23, 2015 @ 23:38:27

    თაროზე მიდევს და ჯერ ვერ მივაღწიე (

    Liked by 1 person

    პასუხი

  2. ცისიქითელი
    მარ 25, 2015 @ 10:44:08

    ისე პენაკი სწორედ მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის წერს მგონი, რადგან რომანივით საკითხავით სულაც ვერ მოვიხიბლე. (მეტს ველოდი ალბათ და… )
    ისე, ჰო, ვოცნებობდი რობინ უილიამსის მსგავს მასწავლებელზე, საინტერესოა თვითონ პენაკი როგორი მასწავლებელია 🙂

    Like

    პასუხი

  3. ToT-Art
    მაისი 22, 2015 @ 12:56:27

    ის არსებობს 🙂

    Like

    პასუხი

  4. tamitumi
    თებ 10, 2016 @ 23:26:21

    საინტერესოა 🙂
    აუცილებლად მოვნიშნავ ამ წიგნს

    Liked by 1 person

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: