ათეისტის გამქრალი ოცნებანი

702443ონორე დე ბალზაკი წლების წინ გავიცანი. ჩვენი ურთიერთობა არაერთგვაროვნად წარიმართა, თუმცა საბოლოოდ ერთმანეთს “მშვიდობიანად” დავშორდით – ვფიქრობდი, რომ სამუდამოდ (ყველა მნიშვნელოვნად მიჩნეული ნაწარმოები წავიკითხე)… მაგრამ მრავალმხრივი რჩევების საფუძველზე ისევ დავუბრუნდი🙂 ახლა სწორედ ამ ახალ შეხვედრაზე გიამბობთ.

“გამქრალი ოცნებანი” ნაცნობ გმირთან – ლუსიენ დე რუბამპრესთან (თარგმანი ჩემია, ამიტომ შეიძლება ზუსტი არ იყოს) – შეხვედრით დაიწყო. “კურტიზანი ქალების ბრწყინვალება და სიღატაკე” თუ წაგიკითხავთ, ეს “საეჭვო” ვაჟბატონი ალბათ არ მოგხიბლავდათ. არც ეს წიგნია გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ აქ ლუსიენი ახალგაზრდა გახლდათ და პირველ ფურცლებზე ჯერ არაფერი ჰქონდა “დაშავებული”, ძველი გავლენით მაინც ეჭვის თვალით შევხედე (მისი ამბის დასასრული ხომ უკვე ვიცოდი… არადა თანმიმდევრობით წაკითხვა აჯობებდა) და არც შევმცდარვარ… თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ პროვინციელი პოეტი ლუსიენ შარდონი (დიახ, არ მეშლება. მან “მდაბიოთა” გვარი მოგვიანებით შეიცვალა), რომელმაც პარიზს მიაშურა, იქ კი ოცნებები “გაუქრა”, ბევრად უფრო საინტერესო გმირი მგონია, ვიდრე მისივე პროვინციის გამომცემელი და მისი ახლო მეგობარი დავიდ სეშარი. “ადამიანური კომედია” სწორედ “ცუდ” პერსონაჟებზე “დგას” და არა დავიდის მსგავს არარეალურად დადებით ადამიანებზე. დიახ, მისი ოცნებებიც გაქრა, მაგრამ ჩემთვის ეს სულაც არ არის მთავარი. ამ წიგნში თუ რამეა საინტერესო, ეს პირველ რიგში (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა) პროვინციელთა ცხოვრება, პარიზი (ჟურნალისტიკა და თეატრი) და უარყოფითი გმირებია – თუნდაც უფროსი სეშარი, ან გამომცემელთა “მაფია”… სწორედ მათი “ხათრით” შევეჭიდე ამ საკმაოდ მოცულობით წიგნს და მალევე (შედარებით) დავასრულე…

ამ ვრცელი “მოგზაურობის” შემდეგ განტვირთვისათვის ისევ ბალზაკს მივმართე. ოღონდ, ამჯერად სულ პატარა 1589011მოთხრობას. “ათეისტის წირვა” მოთხრობების კითხვისას გამომრჩა და როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად. ათეისტი ქირურგის ამბავი, რომელიც წელიწადში ოთხჯერ ამოუხსნელი მიზეზით (რა თქმა უნდა, ბოლოს საიდუმლოს ფარდა აეხდება, მაგრამ ეს უკვე თავად უნდა ნახოთ) ესწრება წირვას, ინტერესს მოკლებული ნამდვილად არ არის. მეტიც, ბალზაკის მოთხრობათა შორის ერთ-ერთი საუკეთესო მგონია…

P.S. გამოგიტყდებით და კლასიკური ნაწარმოებების წაკითხვა ცოტა გამიჭირდა (ბოლო დროს ფანტასტიკასა და თანამედროვე ლიტერატურას მივეძალე), თუმცა ჩემი და ბალზაკის შეხვედრა მაინც წარმატებით დასრულდა. თუ თქვენც დაინტერესდით, მოიძიეთ. “გამქრალი ოცნებანი” სულ ცოტა ხნის წინ “პალიტრა L”-მა გამოსცა (სერია “ჩემი რჩეული მსოფლიო”).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: