ტანმოხატული კაცი

“მოთხრობა სიბნელეში უცნობის ნაჩქარევ კოცნას ჰგავს” – სტივენ კინგი

1489005_383511891829458_6787625649927231822_nრეი ბრედბერის მოთხრობები რომ ბევრ რომანს სჯობს, “მარსის ქრონიკების” გულშემატკივრებს ალბათ კარგად მოგეხსენებათ. არც “ტანმოხატული კაცია” გამონაკლისი და თუ რატომ მგონია ასე, ახლავე გიამბობთ.

ტანმოხატული კაცი ერთადერთი პერსონაჟია, რომელიც მოთხრობებს აკავშირებს (თუ არ ჩავთვლით კაცს, რომელიც მას ხვდება და ნახატებს “კითხულობს”). სწორედ მის სხეულზე დატანილი სვირინგები ცოცხლდებიან ჩვენს თვალწინ… თითოეული მოთხრობა განსხვავებულია, მაგრამ ამავე დროს მსგავსიც – მათ “ბრედბერისეული” მელანქოლია აერთიანებთ. ეს არის ის მთავარი ემოცია, რომელიც აუცილებლად შეგიპყრობთ, თუ შეხვდებით ოჯახს, რომლის წევრებიც შორეულ მომავალში ცხოვრობენ და მიზანი არ დარჩენიათ – მათ მაგივრად ხომ ყველაფერს კომპიუტერები აკეთებენ (ამ “საწყისი” მოთხრობის დასასრული ალბათ არასდროს დამავიწყდება, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მოთხრობებიც არანაკლებ შთამბეჭდავია); კოსმოსში “გაჭრილ” ადამიანებს, რომლებიც დედამიწაზე ვეღარ ძლებენ და არც კოსმოსში დაედგომებათ, რადგან საკუთარი თავი, ცხოვრება და რწმენა დაკარგეს… ალბათ ამიტომაც ხვდებიან სამყაროს დასასრულს ასე მშვიდად – მერე რა, თუ ამის შესახებ წინასწარ გაიგეს (მაგიტრალზე მომავალი მანქანის მგზავრებისგან, ან სულაც საკუთარი სიზმრებიდან)… სამყარო, სადაც ტექნიკა ადამიანებივით გაბოროტდა, ალბათ არც არის გადასარჩენი… ყოველ შემთხვევაში, ტანმოხატული კაცის სხეული ასეთ განცდას ტოვებს – უიმედობის განცდას… სევდას, რომელიც დიდხანს გამყვება…

P.S. თუ ტანმოხატულ კაცს ჯერ არ იცნობთ, სასწრაფოდ გაიცანით. მასთან გასაუბრება და მის სხეულზე ამოტვიფრული ნახატების დათვალიერება უკვე ქართულადაც შეგიძლიათ. ამისთვის (და კიდევ ბევრი კარგი თარგმანისთვის, რომლებზეც ან ვისაუბრეთ, ან მომავალში ვისაუბრებთ) კი განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის გამომცემლობას “წიგნები ბათუმში” 🙂

1 Comment (+add yours?)

  1. Trackback: ბედნიერების მექანიზმები | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: