სოფი ოკსანენის წიგნზე “როცა მტრედები გაუჩინარდნენ” რამდენიმე თვის წინ ვისაუბრეთ. მაშინვე აღვნიშნე, რომ უახლოეს მომავალში “წმენდასაც” შევიძენდი (ქინდლ-ვერსიას ვერსად მივაგენი), თუმცა საწყის ეტაპზე ძებნა უშედეგო აღმოჩნდა. შემდეგ, სიმართლე გითხრათ, წიგნი უბრალოდ გადამავიწყდა… და აი ახლა, სრულიად მოულოდნელად ონლაინ-ბიბლიოთეკაში ხეტიალისას რუსულ თარგმანს გადავაწყდი, ყველა “სამოგზაურო” გეგმა გვერდით გადავდე და “გზას გავუდექი” (მოდით და ნუ დაიჯერებთ, რომ ყველა წიგნს თავისი დრო აქვს)…
შთაბეჭდილება, რომელიც “წმენდამ” დამიტოვა, ზუსტად ისეთივე ძლიერი აღმოჩნდა, როგორც სოფი ოკსანენთან პირველი შეხვედრის შემდგომი განცდა… მაგრამ მაინც სხვაგვარი… თუ ესტონეთში “მტრედების გაუჩინარებაში” დამნაშავე საბჭოთა ოკუპაციაც გახლდათ და ნაცისტების შემოჭრაც, ალიდეს ოჯახის (და რა თქმა უნდა, მათ მაგალითზე მთელი ესტონეთის) ტრაგედიაში დამნაშავე ცალსახად სტალინის სისხლიანი რეჟიმია. სწორედ მაშინდელი რეპრესიების შედეგი ამოვიკითხე წიგნის ფურცლებზე – გადასახლება, ფიზიკური ლიკვიდაცია, განადგურებული ფსიქიკა, გამეფებული უნდობლობა (უმეტესად სამართლიანი) და დამახინჯებული მომავალი (შვილებისა და შვილისშვილების მომავალიც კი)…
P.S. წიგნი რამდენიმე დღის წინ დავხურე, მაგრამ ჯერაც ვერ გადავწყვიტე – მძულს ალიდე (სიგიჟეში გადასული სიყვარულისა და ამის გამო გადადგმული საშინელი ნაბიჯებისთვის) და უპირობოდ განვსჯი მას, თუ მეცოდება (ისიც ხომ მსხვერპლია, რომელიც სხვებივით ძლიერი არ აღმოჩნდა და გატყდა)? ალბათ ვერც ვერასდროს ჩამოვყალიბდები…
P.P. S. “წმენდის” ქართული თარგმანი ეკუთვნის გამომცემლობას “MEREBASHVILITYKESSON PUBLISHING”. თუ დაინტერესდით, მოიძიეთ. იქნებ ჩემზე მეტად გაგიმართლოთ 🙂
მაისი 25, 2015 @ 23:53:34
ამ წიგნმა შემაყვარა სოფია…. ❤
LikeLiked by 2 people
მაისი 26, 2015 @ 03:53:52
ნუთუ? სტალინზე ვკითხულობ მეც ახლა ერთ წიგნს, ქართველის დაწერილია და თან მოვლენები ისე მაგრად ვითარდება და ერთმანეთს კვეთს, რომ გაოცების ზღვარზეც ხარ. თან შენს თვალწინ ცოცხლდება ნამდვილი ბელადი, და სიმართლეს ეზიარები. თითქოს იქ ხარ, სადაც ის მოღვაწეობდა.
წიგნი სტალინის უკანონო შვილზეა, სტალინზეც ყველაფერი დალაგებულად და დამაჯერებლად არის დაწერილი და კიდევ თითქმის მთელ მის ისტორიას გადმოგილაგებს წინ, მაგრამ უფრო რომანის სახითაა ვიდრე დოკუმენტური სტილი.
ამ წიგნის მიხედვით კი სტალინი ისეთი საშინელი ვინმეც არ ყოფილა, როგორც ასე ყველა აღიქვამს. სტალინი სამართლიანი კაცი უფრო იყო, სასტიკიც, ძალიან მკაცრი გამოხედვის, მაგრამ ასევე თბილი და მოსიყვარაულეც, შიგადაშიგ. იმ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, როცა იაკობი მისი შვილი არ გადაარჩინა და მტრებს დაახვრეტინა.
სტალინი მხოლოდ მოღალატეებს ხვრეტდა, მხოლოდ მათ ვინც უღალატა ან საბჭოთა კავშირის წინააღმდეგი იყო. გეფიცები ამ წიგნის წაკითხვის მერე საბჭოთა კავშირზე აზრი შემეცვალა და ისეთი საშინელიც აღარ წარმომიდგენია სტალინი (თუმცა არ ვიცი ჯერ სანდოა თუ არა ეს ცნობები, თუმცა მაინც მგონია რომ სანდოა).
სტალინი არ ანგრევდა, ძალიან უყვარდა თავისი ცოლი, პირველი ცოლი, რომელსაც საფლავშიც ჩაყვა და მზად იყო მასთან ერთად დაემარხათ იგი, მაგრამ ამოათრიეს, და კიდევ ბევრგან ჩანს მისი თბილი დამოკიდებულებაც, როცა მის გადარჩენილ ტაძარს შეჰყურებს სიყვარულით სავსე მზერით.
მგონი ღირს, რომ ესეც წაიკითხო.
თუ დაინტერესდები გაეცანი მერე ამასაც “მერაბ რატიშვილის – ჯუღა” :დდ ❤ მართლა კარგი წიგნია… იმის კვალობაზე, რომ ეს წიგნი ციხეში დაიწერა ^_^
LikeLike
მაისი 26, 2015 @ 14:46:08
მადლობა რჩევისთვის 🙂 მაგრამ არ დავინტერესდები. საკმაოდ ბევრი სანდო ავტორის აზრი წამიკითხავს სტალინის შესახებ და ერთი დასკვნა გამოვიტანე – ქართველის დაწერილს არასდროდ წავიკითხავ. “უნდა ვიამაყოთ, რომ სტალინი ქართველი იყო” სტილის წიგნებზე დროს ვერ დავკარგავ. ჩემს აზრს ამ ბოროტი გენიის შესახებ მაინც არ შევიცვლი და რა აზრი აქვს…
LikeLiked by 1 person
მაისი 26, 2015 @ 16:30:28
:))) მარტო სტალინზეც არააა, მაგრამ მგონი ეს წიგნიც ისევე ფანტასტიკაა, როგორც მაგალითად ბრედბერი ან სხვა რომელიმე ავტორი. უკვე იმდენად გადავიდა ფანტასტიკაში რომ…… 😀
LikeLike
მაისი 26, 2015 @ 16:36:05
მაგრამ იმას მართლა ვეთანხმები, რომ ყველა წიგნს თავისი დრო აქვს 🙂 მართლაც ასეა, ნამდვილად. ახლა რომ ვკითხულობ სხვა იმდენ რამეზეც დამაფიქრა, არა მარტო სტალინზე ყველაფერზეა ეს წიგნი ჩემი აზრით. წარსულზე, მომავალზე, ფანტასტიკად იმიტომ ვთვლი, რომ ჯერ იმდენი ინფორმაცია დაზუსტებით არ ვიცი, რაც აქ წერია… მაგრამ ამ წიგნმა გადამაწყვეტინა სწორედ, რომ უფრო კარგად ჩავიხედო წარსულში, მილიონი წლის წინანდელშიც და აქვე ორიოდე ნაბიჯშიც 🙂
LikeLike
მაისი 26, 2015 @ 16:44:07
ფანტასტიკა ეს არის, თუ არის :)) მარსიდან სტუმრების ჩამოსვლა უფრო რეალურია, ვიდრე სტალინის კეთილშობილება :))
LikeLike
მაისი 26, 2015 @ 16:46:17
მთლად კეთილშობილად არ გამოსულა, მაგრამ მაინც 😀 კითხვისას პატივისცემით ეკიდები მის საქციელებს უფრო :დდ ანუ კარგი მხრიდან გაჩვენებს სტალინს ეს ავტორი მაინც 😀 იმ რევოლუციების ფონზე.. სტალინის უკანონო შვილი მსოფლიოში პირველი მასონი ყოფილა აი ამაზე ნამდვილად ვერაფფერს იტყვი ფანტასტიკაა :დდ
LikeLike
მაისი 26, 2015 @ 16:58:53
უფრო ალტერნატიული ისტორია – ისტორიული პიროვნების გამოგონილი ცხოვრება :))
LikeLiked by 1 person
მაისი 26, 2015 @ 17:01:43
სტალინს გულისხმობ თუ მის უკანონო შვილს ?
LikeLike
მაისი 26, 2015 @ 17:05:01
სტალინს.
LikeLike
მაისი 26, 2015 @ 17:02:50
ქართულად უნდა ვიშოვო ეს წიგნი ^_^
LikeLike
მაისი 26, 2015 @ 17:06:15
“წმენდა”? ფილარმონიის ფესტივალზე შევამჩნიე ეს გამომცემლობა 🙂
LikeLike
მაისი 26, 2015 @ 17:30:12
მე მხოლოდ ბაკურს ვამჩნევდი 😀
LikeLike
მაისი 26, 2015 @ 17:34:42
შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, მეც 😀
LikeLike
მაისი 26, 2015 @ 18:43:42
😀 შემდეგზე მარტო დიოგენეს შევამჩნევ. მანდ მაქვს გათვალისწინებული ფულის დახარჯვა ^_^ ❤ მაგრად მიყვარს.
LikeLiked by 1 person