ვერთერისა და მალტეს ვნებანი

16640ვერთერი ახალგაზრდა გერმანელია, რომელიც წესით ძალიან ჩვეულებრივი ბიურგერული ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს… მაგრამ ეს ასე არ არის. ვერთერის ფსიქიკა თვითმკვლელის ფსიქიკაა (ეს სპოილერი არ არის -ანა კარენინასი არ იყოს, ყველამ იცის, როგორ დასრულდება გოეთეს გმირის ტანჯვა) და ეს მისი წერილების პირველივე ფურცლიდან ჩანს. დიახ, მისი სუიციდის მიზეზად შეგვიძლია შარლოტასადმი ცალმხრივი სიყვარული მივიჩნიოთ (გოეთესა და ნამდვილი ლოტას ამბავზე ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად ვისაუბრებთ. თომას მანის რომანი ყურადღებას იმსახურებს), ან საზოგადოებისგან გარიყვა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ “ვერთერის ეფექტი” შეუქცევადია. ვერთერის მსგავსი ადამიანები ვერასდროს იქნებიან ბედნიერნი (თუნდაც საყვარელი ქალი არ მისთხოვდეს სხვას, ან გარშემო ყველას უზომოდ უყვარდეს ისინი). მათ ახალგაზრდულ ვნებებს ყოველთვის ერთი (ჩემთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელი) დასასრული აქვს…

ბევრად უფრო საინტერესოა (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა) მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერები.323620 ვერთერის მსგავსად მალტეც ვერ ეგუება სამყაროს, მაგრამ საკუთარი ოჯახის, ბავშვობის, ახალგაზრდობის, შიშებისა და სულში ჩაბუდებული აჩრდილების გავლით ძალიან საინტერესო ნახატს ქმნის… დიახ, მისი ჩანაწერები რაღაცით ეგონ შილეს ნამუშევრებს მაგონებს (გარეკანი შემთხვევით არ შემირჩევია), რომლებიც ერთდროულად ასხივებს სიყვარულს, სილამაზეს, სიკვდილს და სიცოცხლეს… და იმედს – მერე რა, თუ სამყარო უსაშველოდ გაცივდა და ადამინები ერთმანეთს დაშორდნენ… ცვლილებები არ არის გვიან… ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ არსებობენ მალტე ლაურიდს ბრიგე, რაინერ მარია რილკე, ეგონ შილე…

P.S. თუ დაინტერესდით, გოეთეს თარგმანს მარტივად მოიძიებთ. ის სულ ცოტა ხნის წინ გამოსცა “პალიტრა L”-მა სერია “50 წიგნის” ფარგლებში. რაც შეეხება რილკეს, მისი ქართული ვერსია წიგნის მაღაზიების თაროებზე ვერ აღმოვაჩინე. თუმცა წლების წინ ნაირა გელაშვილს უთარგმნია და სავარაუდოდ ბუკინისტებთან შემორჩენილი უნდა იყოს.

Advertisements

5 Comments (+add yours?)

  1. RockerMeloman
    May 29, 2015 @ 22:22:04

    არ მიყვარს ვერტერი 🙂 ეს და არჩევითი ნათესაობა ერთად წავიკითხე ადრე და მახსოვს, ის უფრო მომეწონა.

    ამან ძალიან დამტანჯა :დ საერთოდ ეგ ეპოქა ჩემი ნაკლებადაა :/

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: