წერილი მარგარეტს

11149321_419238204923493_3872115390643165710_nაქ ხარ მარგარეტ? მე ღმერთი არ ვარ, მაგრამ მაინც მინდა გიპასუხო. მინდა გითხრა, რომ ჩემს ასაკშიც კი მოახერხე და თავი დამამახსოვრე – არანაკლებად, ვიდრე ჩარლიმ და ედრიანმა. შენი გულწრფელი მონათხრობით წარსული თითქმის ვერ გამახსენე (ახლა რომ ვფიქრობ, გარდატეხის ასაკი ფიზიკურადაც და სულიერადაც ძალიან მარტივად გადავლახე), მაგრამ სულ სხვა რამ დამანახე, უფრო სწორად კი – მასწავლე…

მარგარეტ, შენ მე მასწავლე, რომ შენი ასაკის ყველა გოგონა ერთნაირი არ არის (არადა მშობლების ყველაზე გავრცელებული შეცდომა სწორედ ესაა – შვილებს საკუთარ თავთან აიგივებენ) და შესაძლებელია, რომ ჩემი მომავალი ქალიშვილი ზუსტად შენნაირი იყოს და მე სულაც არ მგავდეს. შეიძლება მასაც მოუწიოს სხვა ქალაქში გადასვლა და ახალ თანატოლებთან შეგუება. არც ისაა გამორიცხული, რომ ის ძალიან ბევრს ინერვიულებს, სანამ დაქალდება, ან პირიქით – ნაადრევი ზრდა დატანჯავს. კიდევ ძალიან ბევრი სადარდელი შეხვდება – ახალი მასწავლებელი, პირველი “მოწონებები” კლასში თუ მის გარეთ, პირველი დამოუკიდებელი წვეულება… ისიც კი შეიძლება, რომ მან ჩემი რელიგია (ვინ იცის, იქნებ მისი მამის რწმენა სხვა იყოს) ჩემსავით ვერ გაითავისოს (თუმცა ბევრისთვის იქნებ არც ჩემი მოსაზრებებია მისაღები)… მე კი შენი დახმარებით ერთ რამეს მივხვდი – მე არ მაქვს უფლება, მის ცხოვრებაში ჩავერიო. მე მხოლოდ იმის უზრუნველყოფა მევალება, რომ ჩემი შვილი მომზადებული შეხვდეს ზრდის ყველა ეტაპს (“ნაადრევსა” თუ “დაგვიანებულს”), თანატოლებთან თუ მასწავლებლებთან ისე იურთიერთოს, როგორც მას სურს და, რაც მთავარია, იქ ესაუბროს ღმერთს, სადაც ამის მოთხოვნილება გაუჩნდება – მართლმადიდებლურ ტაძარში, კათოლიკურ ეკლესიაში, მეჩეთში, სინაგოგაში თუ სულაც საკუთარ ოთახში. მაშინ ის იმეგობრებს ყველასთან და არა “რჩეულებთან”, შემდეგ შენს ამბავსაც წაიკითხავს… და იმედი მაქვს, რომ ჩემსავით შეგიყვარებს, ჩემსავით ბევრს ისწავლის შენგან… თუ ასე იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად ექნება… შენსავით კარგად… ჰო, მარგარეტ, შენ ძალიან მაგარი მომავალი გელის წინ, იმიტომ რომ მაგარი გოგო ხარ!

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის თარგმნა გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში”.

Advertisements

1 Comment (+add yours?)

  1. salomeaa
    Jun 17, 2015 @ 16:45:19

    ,,აქ ხარ ღმერთო?” ეს არის შეკითხვა, რომელსაც ბოლო 3 დღეა მარგარეტივით ვიმეორებ.

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: