ვილოცოთ ჩერნობილისთვის

„26 აპრილის ღამე… ერთ ღამეში ისტორიის სულ სხვა მხარეს გადავინაცვლეთ. ახალ რეალობაში გადავხტით და ის, ახალი რეალობა, არა მხოლოდ ჩვენი ცოდნის, არამედ ჩვენი წარმოსახვის მიღმაც კი აღმოჩნდა. დროთა კავშირი დაირღვა…“

1116094ტელევიზორის წინ ვზივარ და უკვე მერამდენედ ვუყურებ დატბორილ თბილისს, დაღუპულ ადამიანებსა და ცხოველებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ დღეს ჩვენს გვერდით აღარ არიან. ისინი სტიქიამ იმსხვერპლა… უმართავ მოვლენას შეეწირა (და მომავალშიც შეეწირება) უამრავი ჩერნობილელიც, მაგრამ თბილისის, ნეპალის, იაპონიის ან სხვა ადგილებისგან განსხვავებით, მსხვერპლის თავიდან აცილება შეიძლებოდა. თუმცა ეს არ მოხდა და დღეს ჩერნობილი (პირობითად, რადგან რადიაციული ღრუბელი დიდ მანძილზე გავრცელდა) ცალკე სამყაროა, ჩერნობილელები კი – ცალკე ერი…

ჩერნობილში 1986 წლის 26 აპრილის ღამეს ახალგაზრდა მეხანძრე ვასილი იგნატენკო საწოლიდან ააყენეს და აფეთქებული ატომური რეაქტორის მიმართულებით გადაისროლეს. მას შემდეგ ის მისმა მეუღლემ უკვე საავადმყოფოში ნახა და, მიუხედავად მკაცრი აკრძალვებისა, ბოლო წუთამდე გვერდიდან არ მოსცილებია. უსაზღვრო სიყვარულმა სასწაული ვერ მოახდინა (ისევე როგორც ვალენტინასა და მისი ლიკვიდატორი მეუღლის შემთხვევაში) და ვასილი ნელა და წამებით გარდაიცვალა. 23 წლის ლიუდმილამ დაბადებიდან მალევე დაკარგა ქალიშვილიც (რა თქმა უნდა, რადიაციამ მასზეც იმოქმედა) და დღეს მძიმე ავადმყოფი პატარა ანდრეისთან ერთად ცხოვრობს, რომელიც იმიტომ გააჩინა, რომ ცხოვრების გაგრძელება შეძლებოდა…

უკვე ვახსენეთ, რომ იგნატენკოების შვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ასე სჯობდა კიდეც… ჩერნობილში ხომ უთვალავი ბავშვი დაიღუპა სხვადასხვა დადგენილი თუ დაუდგენელი ავადმყოფობის შედეგად (ან ბავშვობიდან სიკვდილის მოლოდინში ცხოვრობს)… ისინი, ისევე როგორც ზრდასრული ბელორუსები, უკრაინელები და რუსები (ასეთ დროს ეროვნებას რა მნიშვნელოვა აქვს) დაავადნენ იმიტომ, რომ დროულად არ გაერიდნენ ზონას, არ მოერიდნენ რადიაციულ საკვებსა და სამოსს (მხოლოდ იმ პატარა ბიჭის ისტორია რად ღირს, ზონიდან დაბრუნებული მამის სამხედრო ქუდი რომ დაიხურა და ორ წელიწადში ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა, ან პატარა გოგონას ამბავი, რომელსაც მეცნიერებისთვის სრულიად დაუჯერებელი რაოდენობისა და სახის პათოლოგია აქვს)… ჩერნობილელებმა არც კი იცოდნენ, რომ თითოეული ამოსუნთქვა, თითოეული ლუკმა, თითოეული ყლუპი სიკვდილს უდრიდა. მათ უმეტესობას ეგონა, რომ აფეთქება დასავლეთიდან გამოგზავნილმა დივერსანტებმა მოაწყვეს და პრობლემა მარტივად გადაიჭრებოდა, ზოგს (განსაკუთრებით, მოხუცებსა და კრიმინალებს) კი უბრალოდ არ ადარდებდა საკუთარი მომავალი. საბჭოთა ხელისუფლებამ ტრადიციას არ უღალატა და საკუთარი ხალხი გაწირა – ვითომ “გმირებად”, რეალურად კი გვამებად აქცია. თუ ავღანეთში გადარჩენის შანსი არსებობდა, სიკვდილი წამიერად დგებოდა, უკან დაბრუნება კი ოჯახთან ერთად მშვიდ ცხოვრებას ნიშნავდა (რამდენადაც ომის შემდეგ ეს შესაძლებელია), ჩერნობილი უტყუარი სიკვდილი გახლდათ – არა აქ და ახლა, არამედ ნებისმიერ დროს, საშინელი წამებით და სავარაუდოდ ოჯახის წევრებთან ერთად…

ჩერნობილი დღემდე აკრძალული ზონაა, თუმცა ხალხი იქ მაინც ცხოვრობს და ცხოვრებას იმედით, იუმორით უყურებს. ევაკუირებულთა სახლებიდან მოპარული ნივთები და აფეთქებიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ მოწეული მოსავალი კი მთელს მაშინდელ საბჭოთა კავშირს მოედო… სიკვდილი ახლაც ყველგანაა, მათ შორის ნაჩქარევად აგებულ სარკოფაგშიც… ჩვენ კი მხოლოდ ერთი რამ დაგვრჩენია – ვილოცოთ ჩერნობილისთვის – იმ ადამიანებისა და ცხოველებისთვის, რომლებიც უკვე შეეწირნენ ამ ტრაგედიას, რომლებიც დღესაც ებრძვიან მძიმე სენს და საკუთარ ისტორიებს გვიამბობენ, რათა არასდროს დაგვავიწყდეს ჩერნობილი!

P.S. მესმის, რომ ამ წიგნის წაკითხვა ძალიან რთულია, მით უფრო  ჩვენთვის ასეთ მძიმე დროს. მაგრამ მაინც მინდა გთხოვოთ – მოიძიეთ “არტანუჯის” გამოცემა და ნახეთ რეალურად რა ხდება ჩერნობილში. დიახ, შეიძლება ჩემსავით (ჩემზე მეტადაც) ბევრი რამ იცით ამ ამბავზე, მაგრამ მერწმუნეთ, სინამდვილეს მხოლოდ აქ ნახავთ. სვეტლანა ალექსიევიჩი ხომ თვითმხილველების ნაამბობს გადმოგვცემს, ისევე როგორც ანა პოლიტკოვსკაია ან ოსნე საიეშტადი.

P.P.S. სულ ბოლოს ძალიან საინტერესო გადაცემა მინდა გირჩიოთ:

5 Comments (+add yours?)

  1. Emily Smith
    ივნ 19, 2015 @ 21:50:53

    sad sheidzleba yidva?

    Like

    პასუხი

  2. Trackback: დაბადებულები საბჭოთა კავშირში | კეჟერაძის ბლოგი
  3. Trackback: ქალური და ბავშვური ომი | კეჟერაძის ბლოგი
  4. Trackback: ახალი წელი 2015 | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: