ისევ აკა…

nyj2fაკა მორჩილაძეზე ძალიან ხშირად გიყვებით. ეს იმიტომ, რომ მისი წიგნები 1992 წლიდან გამოდის, მე კი მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დავიწყე მათი კითხვა. მე თქვენ გეტყვით და ნელი ტემპით წერს და უცებ დავეწეოდი 🙂 თუმცა მაინც დავეწიე და ახლა ბოლო (ჯერჯერობით) წიგნებზე მინდა გიამბოთ (საფეხბურთო ამბებს თუ არ ჩავთვლით, რომლებსაც ცალკე მიმოვიხილავთ).

საფესტივალო ციებ-ცხელების შემდეგ პირველ რიგში “თეთრი სერიის” მოკრძალებული ტომი “სხვა” გადმოვიღე და “გზას გავუდექი”. მოგზაურობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან უცნაური დეტექტიური სიუჟეტი, რომელიც გაურკვეველ ადგილას ვითარდება, ძალიან სწრაფად ამოიწურა… თუმცა საინტერესო საკითხავი კი გამოვიდა – განსხვავებული.

კიდევ უფრო საინტერესო, დინამიური და ორიგინალური გახლავთ “ტავერნა ათი სექტემბერი. ქალაქის მელიები”. არა, არ მეშლება, ამ წიგნს ორი სათაური აქვს. უფრო სწორად, ორი წიგნია – წაღმა-უკუღმა დაბეჭდილი და ჩვენს ძველ და საყვარელ ნაცნობზე – პიტერ ჯეფერსზე – მოგვითხრობს. პატივცემული პიტერი ამჯერად არნახულ (მეტიც, ფანტასტიკურ) ხიფათში გახვეულა, “შენს თავგადასავალში” რომ ამოვიკითხეთ, იმაზე ბევრად უარესშიც კი. მეტს არაფერს გეტყვით. რა შეემთხვა მას ტავერნა ათ სექტემბერში თავად უნდა ნახოთ. ამაშია მთავარი “მუღამი” 🙂

“მესაიდუმლის ქამრის” საიდუმლოც თავად უნდა ამოხნათ. სანტა ესპერანსაზე თუ გიმოგზაურიათ, მაშინ თანამედროვე ესპერანსელებიცა და სარი ბეგიც კარგად გცნობიათ და ეს მოგზაურობა არ უნდა გამოტოვოთ …ოჰ, რა სასიამოვნო იყო კუნძულზე დაბრუნება, თუმცა, ჩემი მოკრძალებული აზრით, სანტა ესპერანსას “ჩანთაში ჩალაგებულ” ამბებს არაფერი სჯობს 🙂

აი “Maid in tiflis” კი ისეთი წიგნია, თვალს რომ ვერ მოსწყვეტთ (ისევ და ისევ ჩემი მოკრძალებული აზრით). პლეხანოველი მოგელასა და ბარნოველი ლევიკოს ამბებს თან მზესუმზირასავით ჩააკნატუნებთ, თან კი იმაზე იოცნებებთ, ნეტავ მალე არ დამთავრდესო. განა ბევრია ისეთი წიგნი (თავად აკას შემოქმედებაშიც კი), რომელშიც ერთად იქნება თავმოყრილი ძველი და ახალი თბილისი, საბჭოთა ქალაქები (მაგალითად, ლენინგრადი) და კურორტები, ამსტერდამი და სანტა სიტი, ბევრი “მოსაწევი” და კიდევ უფრო ბევრი წიგნი, ბევრი რეალობა და ბევრი მისტიკა, ბევრი სიყვარული (ვარსქენისა და შუშანიკის, ლაშა-გიორგისა და მისი მიჯნურის ისტორიიდან დაწყებული პლეხანოველი მოგელასა და შირაზის ვარდის, ბარნოველი ლევიკოსა და 5 საბჭოელი ქალის “ტრფობით” დამთავრებული), ბევრი სიკვდილი და ბევრი საიდუმლო… და ეს ყველაფერი ისეა ერთ წიგნად აკინძული, როგორც მხოლოდ აკას შეუძლია…

P.S. მალე ისევ შევხვდებით აკას – ამჯერად საფეხბურთო თემაზე. მანამდე კი მრავალფეროვნებისთვის სხვა ქვეყნებშიც “გავემგზავრები” 🙂

Advertisements

1 Comment (+add yours?)

  1. Kate
    Jun 23, 2015 @ 23:13:37

    ძალიან მიყვარს ❤

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: