უკან ბავშვობაში როალდთან ერთად

905635_408783292635651_951278169851779473_oგახსოვთ ვილი ვონკა და მისი შოკოლადის ქარხანა? დარწმუნებული ვარ, რომ გახსოვთ (წიგნი ხომ დაუვიწყარია, მაგრამ არც ჯონი დეპის მიერ შესრულებული ვილია მარტივად “წამსვლელი”). ჰოდა, ახლა როალდ დალის კიდევ ორ ნაწარმოებზე მინდა გიამბოთ, რომლებიც პირადად მე მხოლოდ ახლა წავიკითხე და იმწამსვე დავბრუნდი ბავშობაში 🙂

ჩვენი პირველი “სტუმარი” ფრიად სიმპათიური და გონიერი მელია მისტერ ფოქსი გახლავთ. იქნებ იფიქროთ, გარეულ ცხოველს ასეთი პატივისცემით ვინ მიმართავსო, მაგრამ მისტერ ფოქსს როგორც კი გაიცნობთ, მაშინვე მიხვდებით, რომ ეს ვაჟბატონი ბევრ ადამიანზე უფრო საზრიანი გახლავთ. აკი სამი უსაქმური ფერმერი ისე მოხერხებულად გააცურა, როგორც ვერავინ მოახერხებდა და, სიმართლე გითხრათ, ძალიან დამამშვიდა. აბა, საზიზღარი ფერმერები ხომ არ გაიმარჯვებდნენ 🙂

…მაგრამ მეორე ნაწარმოებს რომ მივადექი, იარაღასხმული ფერმერები ჩემს თვალში ანგელოზებს დაემსგავსნენ. ბოლო-ბოლო ისინი ხომ ჩემსავით ახლოს არ იცნობდნენ მისტერ ფოქსს, მის მეუღლეს, უსაყვარლეს პატარებსა და მათ მეგობრებს… აი, მატილდას მშობლებსა და სკოლის დირექტორზე კი სერიოზულად გავბრაზდი. როგორ შეიძლება, რომ სკოლას ასეთი ადამიანი მართავდეს და, რაც კიდევ უფრო უარესია, რატომ ჰყავთ მატილდას მშობლების მსგავს ამაზრზენ ადამიანებს (არ ვაჭარბებ) შვილები, თან – ასეთი შვილები. მატილდა ხომ ფენომენალური ბავშია – პირველ კლასში უკვე არა მხოლოდ კითხვა და ანგარიში იცის, არამედ ფოლკნერიც კი აქვს წაკითხული 🙂 კიდევ კარგი, როალდ დალმა აქაც არ გამიცრუა იმედი და თავად მატილდას ხელით ჯერ იყო და უვარგისი მშობლები აწამა გემრიელად, შემდეგ კი არც ქალბატონ დირექტორს დააკლო ხელი… მოკლედ, გულიანად ვიცინე. ჰო, ვიცი, რომ ხანდახან ბოროტი ბავშივით ვიქცევი და სხვების ცუდი მიხარია, მაგრამ ამ ადამიანებს თუ გაიცნობთ, თქვენც აუცილებლად დამეთანხმებით 🙂

P.S. აუცილებლად წაუკითხეთ ეს წიგნი (უფრო სწორად, ორი წიგნი) ბავშვებს და თავადაც წაიკითხეთ. მერწმუნეთ, ძალიან ისიამოვნებთ. თან არ დაგავიწყდეთ, რომ გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში” ქართული თარგმანიც შემოგვთავაზა.

8 Comments (+add yours?)

  1. Ercke Mydass
    ივლ 04, 2015 @ 22:00:22

    ეს წიგნი საერთოდ ნუ, ძალიან მებავშვურებასავით და ამის გამო ვიკავებ თავს ყიდვისგან, მაგრამ მომწონს ის ფაქტი, რომ ასე მცირე ხანში ამდენი წიგნი გამოსცეს უკვე ❤
    მე კი მათ "მეტროს" წაკითხვას ვაპირებ მალე ❤ ძალიან მალე გავიცნობთ მე და გლუხოვსკი ერთმანეთს გული მიგრძნობს…

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ივლ 05, 2015 @ 15:05:11

      საბავშვოა :)) ოღონდ მე მიყვარს საბავშვო წიგნები. ჩემს დროს თუ არ იყო გამოცემული, ეს არ ნიშნავს რომ უნდა “დავიჩაგრო” 😀

      გლუხოვსკი ❤

      Liked by 1 person

      პასუხი

      • Ercke Mydass
        ივლ 07, 2015 @ 15:48:50

        მე კიდე მგონი ბავშვობაშიც არ ვკითხულობდი საბავშვო წიგნებს 😀 😀

        ადრევე გალაკტიონის ლექსებს, დუმბაძეს, ჭავჭავაძეს და სხვებს… ერთი ვინი პუჰი მაქ მგონი საბავშვო წაკითხული და რასაც დედა მიკითხავდა ალბათ ბავშვობაში. თავიდანვე ისეთ წიგნებს შევეჭიდე საჩემო რომ არ იყო ;დ შემდეგ პაუზა მქონდა სკოლის პერიოდი რომ იყო რამდენიმე წელი და ახლა ისევ დავუბრუნდი კითხვას და ვცდილობ ყველანაირი წიგნი წავიკითხო, ბესტსელერებიც და კლასიკაც ^_^
        ახლა “ძაღლის გულს” ვკითხულობ ბულგაკოვის ❤

        Like

        პასუხი

  2. პატ ჰოლმანი
    ივლ 09, 2015 @ 23:17:49

    აი , “მატილდა” რო წავიკითხე , ვინატრე , ნეტა ბავშვობაში მქონოდა ასეთი წიგნები მეთქი . 22 – ის ვარ და დღემდე სიამოვნებით ვკითხულობ საბავშვო საკითხავს . რატომაც არა ?! 🙂 “No one is too old for fairy tales”

    Like

    პასუხი

  3. kristina
    იან 18, 2018 @ 13:26:21

    გამარჯობა, ერთი კითხვა მაქვს: sixteen hundred and forty-nine fifty რატომ არის ქართულად ნათარგმნი როგორც 1699 გირვანქა და 50 პენი (საუბარია მისტერ ვორმუდის მიერ მე-5 მანქანის გაყიდვის ფასზე) როცა 1649 გირვანქა და 50 პენია!!!

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      იან 18, 2018 @ 21:50:17

      გამარჯობა. სიმართლე რომ ვთქვა, ამ კითხვაზე პასუხი ალბათ უფრო მთარგმნელის კომპეტენციაში შედის… მე მხოლოდ ქართულად წავიკითხე და შესაბამისად მსგავსი ხარვეზები ვერ დავაფიქსირე.

      Like

      პასუხი

დატოვე კომენტარი