შიშის ველზე შერლოკთან ერთად

Untitledწლებია შერლოკ ჰოლმსს, როგორც არტურ კონან დოილის გმირს, აღარ შევხვედრივარ (უფრო ზუსტად, 14 წელია). მეგონა, რომ მისი თავგადასავლები სრულად წავიკითხე, მაგრამ, როგორც გამოძიებამ მიჩვენა, ვცდებოდი. ჩემს რუსულენოვან კრებულში “შიშის ველი” და “შერლოკ ჰოლმსის არქივის” ექვსი მოთხრობა გამოუტოვებიათ. მე კი, როგორც შერლოკის თავგადაკლული გულშემატკივარი, მათ უყურადღებოდ დატოვებას ვერ დავუშვებდი… და სასწრაფოდ შიშის ველზე გავემგზავრე (არქივს მოგვიანებით მივხედავ).

სანამ შიშის ველზე ამოვყოფდი თავს, ბეიკერ სტრიტის 221 ბ-ში აღმოვჩნდი დაშერლოკსა და უოტსონთან ერთად 10167946_10202672971619562_1382008744_nმორიარტისთან დაკავშირებული წერილის გაშიფრვა დავიწყე… უკვე მოწყენას ვაპირებდი, რომ კარზე კაკუნი გაისმა და გვამიც გაჩნდა ჩვენს საქმეში. ნუ იტყვით და თურმე ვინმე მისტერ ჯონი მოუკლავთ საკუთარ მამულში. როგორ ამოხსნის ამ საქმეს შერლოკი, რა კავშირი აქვთ ამ ყველაფერთან პროფესორ მორიარტისა (რომელსაც, მოგეხსენებათ, რომ ლამის ყველა ბოროტებაში აქვს თავისი წილი) და “შიშის ველზე” გაბატონებულ მასონებს, თავად უნდა ნახოთ. ეს ხომ დეტექტვია, თან ყველაზე დახვეწილი დეტექტივი (ჰოლმსია ბოლო-ბოლო). ჰოდა, ზედმეტის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულის ტოლფასია. ასეთ შემთვევაში, რა თქმა უნდა, დროულად გაჩუმება სჯობს. ეს ხომ ელემენტარულია, უოტსონ 😉

P.S. თუ დაინტერესდით, ochobook-ს მიმართეთ. ვერ გეტყვით, რომ თარგმანით აღვფრთოვანდი – რამდენიმე ადგილას განგსტერული გარემოსთვის შესაფერისი, მაგრამ კონან დოილის ენისგან სრულიად განსხვავებული გამოთქვამებია ნახმარი. თუმცა თუ წარმოიდგენთ რომ ჰოლმსი ბენედიქტ კამბერბეტჩის ეპოქაში ცხოვრობს და რობერტ დაუნი ჯუნიორს ჰგავს, მაშინ უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს 🙂

Advertisements

9 Comments (+add yours?)

  1. kevana
    Jun 29, 2015 @ 21:20:48

    არ არის ეგ სწორი მერე.
    კონან დოილია ავტორი, გაი რიჩი ან მოფატი კიარა 🙂

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jun 29, 2015 @ 21:23:21

      სწორი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ რასაც ვერ შევცვლი, იმაში პოზიტივის დანახვას ვცდილობ 😀

      სერიოზულად, იმედია გაითვალისწინებენ შენიშვნებს სამომავლოდ 🙂

      Like

      Reply

      • kevana
        Jun 29, 2015 @ 22:17:02

        კარგი გოგო ხარ პოზიტივს რომ ეძებ. ეგ სწორია, პიროვნულად.
        ცოტა მეც მიწილადე ეგ უნარი :))))
        ძალიან მაკლია ამ ბოლო დროს 😦

        Like

        Reply

        • Kejeradze
          Jun 30, 2015 @ 15:10:34

          სხვანაირად ამ მსოფლიოში, ქვეყანაში და ა.შ. (ლიტ-სამყაროშიც) ცხოვრება აუტანელი იქნება 😀

          Like

          Reply

  2. kevana
    Jun 29, 2015 @ 21:22:10

    პ.ს. გამოვასწორებთო და რავიცი… იმედია შესწორებულ ვარიანტში გადაგიცვლიან :)))

    Liked by 1 person

    Reply

  3. ოჩოპინტრე
    Jul 02, 2015 @ 17:30:28

    ვაიჰ, სათაური რომ დავინახე, სიხარულისგან ყურები დამეხშო და თავმა გუგუნი დაიწყო 🙂
    მადლობა საინტერესოდ დაწერილი და დამაინტრიგებელი პოსტისთვის.

    პირველი თარგმანია და იდეალურობაზე არ აქვს პრეტენზია, რა თქმა უნდა. ოჩოპინტრეები გამუდმებით იმ აზრზე ვართ, რომ ყოველთვის დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ ყველაფერი, საქმეშიც და პიროვნულადაც 🙂 ამ წიგნის მთარგმნელიც ასევე ფიქრობს.
    წიგნების ფესტივალზე გვქონდა პრეზენტაცია და მთარგმნელმა, რედაქტორმა და ოჩოპინტრეს დირექტორმა ხმამაღლა, სულ მთლად მიკროფონში თქვეს სახალხოდ, პირველი თარგმანია, მზად ვართ შენიშვნების მისაღებად და დავხვეწთ ამ თარგმანსაც და მომავალ თარგმანებსაცო.
    თვითკმაყოფილება არ გვახასიათებს 🙂
    თუ დაგაინტერესებთ, ოჩოს ბლოგზე დევს “მთრაგმნელის დღიური”.

    სხვათაშორის, ჩემთვის რაღაც სხვანაირად საინტერესო იყო ეს დეტექტივი. შეიძლება იმის გამო, რომ აგებულებით მესხვანაირა.
    იმასაც ამბობენ, რომ რუსულ კრებულებში შესვლის მიზეზი, არაოფიციალური მიზეზი ისაა, შელოკის მოყვარულმა მკითხველმა არ მიიღო “შიშის ველი”, რადგან აქ “მისტერ ჰოლმსზე უფრო კაშკაშა ვარსკვლავი” სხვა პიროვნებააო 🙂

    “ჰოდა, ზედმეტის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულის ტოლფასია. ასეთ შემთვევაში, რა თქმა უნდა” – როგორ მესმის შენი 🙂 პოსტის წერისას მეც ეს მაბრკოლებს. თან მინდა, რაღაცების თქმა, მაგრამ თან არ მინდა, სხვებს გავუფუჭო ძიების, კვლევის და სიურპრიზების აღმოჩენის სიამოვნება.

    კიდევ ერთხელ დიდი დიდი მადლობა რევიუსთვის.
    საღამოს გავუზიარებ ოჩოს მეგობრებს ^_^

    Liked by 1 person

    Reply

    • Kejeradze
      Jul 02, 2015 @ 18:16:53

      არაფრის 🙂

      ვნახე “მთარგმნელის დღიური”. ასეთ შეცდომებს ალბათ უფრო რედაქტორი ასწორებს ხოლმე. იმედია, მომავალში უფრო ყურადღებით იქნება 🙂

      იქნებ ამერიკის “ცენტრალურობის ბრალიც” იყოს. თემატურადაც ვერ არის “საბჭოთა”.

      Like

      Reply

  4. ოჩოპინტრე
    Jul 02, 2015 @ 19:23:23

    ჩვენთან პასუხისმგებლობას არ ვანაწევრებთ. ყველანი ოჩოპინტრეები ვართ 🙂 რეალურად ტექსტი პატიოსნადაა ნათარგმნი და დარედაქტირებული. თვითონ ნაწარმოები ვითარდება ისე, სხვა რიტმი და დინამიკაა მეორე ნაწილში და ორიგინალს რომ გადავხედე, შეიძლება სუბიქტურად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დოილს სურდა საკუთარი თავისგან განსხვავებული, ცოტა უფრო მძაფრი ყოფილიყო “შიშის ველში”, მეორე ნაწილში ვგულისხმობ.
    “შეცდომა”-ს არ ვიტყოდი, ალბათ რამდენიმე შემთხვევაში საჭიროზე მეტად მძაფრი გამოთქმები გამოუვიდათ მთარგმნელ-რედაქტორს 🙂
    დღესდღეობით მკითხველთან ცოცხალი კონტაქტია შესაძლებელი, დაუყოვნებლივი და შეუფერხებელი. ეს კი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ გაიზარდო და დაიხვეწო. ოჩოპინტრე ამის გამოყენებას აპირებს 🙂

    გამიხარდა, რომ ასოციაცია მასონებზე გაგიჩნდა.
    რეალობასა და გამონაგონს შორის როგორც გვათამაშებს სერ არტურ კონან დოილი, ძალიან მხიბლავს ეს ამბავი.
    წოდებებიც და რიტუალებიც თან არის მასონების, თან არა.
    აშკარად ხედავ პროტოტიპს, მაგრამ მასონი რომ იყო და მოგინდეს შეედავო, ეს რა დაგიწერია ჩემზეო, გიპასუხებს, ვინ რა გაკადრათ, მისტერ, გამოგონილი ამბავია და თანაც ფრიმენებზე და არა ფრიმასონებზეო 🙂

    მივგუგლ-მოვგუგლე რაღაცები და ის, რაც იმ პერიოდის ინგლისში ხდებოდა, ამერიკაში აქვს გადატანილი. რაც ამერიკაში ხდებოდა, ოდნავ სახეცვლილი უწერია ისე, რომ არც ბოლომდე გამონაგონია და არც ბოლომდე რეალობა.
    სადღაც წავიკითხე, რომ პინკერტონთან დაკავშირებულმა რეალურმა ფაქტმა აღუძრაო ფანტაზია “შიშის ველის” დასაწერად.

    თუმცა, როგორც ადრეც ვთქვი, მე კიდევ უფრო მძაფრად წავიკითხე და აღვიქვი იმ პარალელების გამო, რაც ჩვენებურ 90-იან წლებს მაგონებს.

    Liked by 2 people

    Reply

  5. tami
    Jul 10, 2015 @ 23:58:03

    ეს წიგნი მაინც ვიყიდო სანამ კითხვა დამავიწყდა საერთოდ.

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: