აკა ფეხბურთზე

indexფეხბურთი რომ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ამაზე უკვე ვისაუბრეთ (ჯერ იყო და დათო ტურაშვილის წიგნზე მოგიყევით, შემდეგ კი ფრანკლინ ფოერის ნაშრომი გავარჩიეთ). ჰოდა, ახლა ამ მართლაც რომ დიდებულ სპორტს (თუმცა ფეხბურთს ალბათ ეს სიტყვა არც ეკადრება) აკას თვალით შევხედოთ 🙂

აკა მორჩილაძე, რომელიც ჩვენთვის ასე ნაცნობია თავისი “ტიფლისური”, “ვაკური”, “ლონდონური”, “ესპერანსული” და უკვე “ლიტერატურული” წიგნებით, თურმე ფეხბურთზეც ისევე გადასარევად წერს, როგორც სხვა ყველაფერზე. სწორედ ამიტომ 1995 წელს იმ დროისთვის ძალიან ცნობილი გაზეთის – “სარბიელის” – წარმომადგენლებმა ის არავის დაუთმეს და სპორტის სვეტი ჩააბარეს. იმ დღიდან მოყოლებული 2009 წლამდე (გაზეთის დახურვამდე) სრულიად საქართველოს ფანები სწორედ მისგან იგებდნენ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. რა გასაკვირია, რომ მისი სტატიები ყველას ძალიან მოეწონა და “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” წიგნადაც დაიწყო მათი გამოცემა…

პირველი ტომი 1995-1997 წლებს ეხება, მეორე კი 1998 წლის პირველ ნახევარს. აქ რას არ შეხვდებით – პრემიერ ლიგის თამაშებს (აკას საყვარელი ჩემპიონატი რომ ესაა, მალევე მიხვდებით), უეფას ჩემპიონთა ლიგას, ევროპისა და მსოფლიოს  პირველობებს. ეს წლები ჩემთვის ნაკლებად ცნობილია (2002 წლამდე ფეხბურთს თვალს არ ვადევნებდი), თუმცა ბევრ ნაცნობ სახელს მაინც შევხვდი. დიახ, მე არ მინახავს გიორგი ქინქლაძის, ერიკ კანტონას და სხვათა გამოსვლები ინგლისის ჩემპიონატში, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან კარგად მახსოვს თუნდაც ალან შირერის ბრწყინვალე გოლები… ასევე მახსოვს უშუქობით დადუმებული ტელევიზორი. ასეთ დროს აკას მონათხრობი განსაკუთრებით დასაფასებელი უნდა ყოფილიყო – ის ხომ ლამის მთელ თბილისს უვლიდა “დვიჟოკიანი” ძმაკაცის ან რედაქციის ძებნაში (“საფეხბურთო” უშუქობა თავადაც მაქვს გამოცდილი – 2010 წელს ბაიერნი-ინტერის ფინალის პირველი ტაიმი და შესაბამისად დიეგო მილიტოს პირველი გოლიც გამოვტოვე. მერწმუნეთ, არ იყო სასიამოვნო გრძნობა)…

სამწუხაროდ, ჯერჯერობით “სარბიელის” კრებულების გამოცემა ორ ტომზე გაიყინა. იმედია, დანარჩენ რვასაც ვიხილავთ 10982145_849374798459368_6894412601086527187_nახლო მომავალში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წლები წინაა. მანამდე კი “არტანუჯმა” “ლიბერალის” 2010-2014 წლების სტატიები მოაგროვა და “ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს” გაგვაფრინა – პირდაპირ ინგლისში. მაგრამ არ გეგონოთ, რომ აქ მხოლოდ ინგლისელებზეა საუბარი. დიახ, აკა ბევრს გვიყვება კაპელოს ინგლისზე, რუნიზე, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და სხვა გუნდებზე, მაგრამ მის სტატიებში ლეო მესისაც ნახავთ, “გამწვრთნელებულ” მარადონასაც, გაჩემპიონებულ ესპანეთსაც, სოკრატესსა და გარინჩასაც, ამინდსაც, მწვრთნელებსა და კლუბების მფლობელებსაც… მოკლედ, ყველაფერ იმას, რაც საფეხბურთო ამინდს ქმნის ჩვენთან, ინგლისში და მთელს საფეხბურთო მსოფლიოში…

P.S. ჩემი პირადი გემოვნებიდან გამომდინარე, ყურადღება ფეხბურთს მივაქციე, თუმცა აკა არანაკლებ საინტერესოდ წერს კრივზე (რომელსაც სპორტის სახეობათაგან ყველაზე მეტად ვერ ვიტან, მას კი, როგორც ჩანს, ძალიან უყვარს), კალათბურთზე, რაგბისა და ჰოკეიზე… იმდენად საინტერესოდ, რომ მეც კი დამაინტერესა სპორტის ამ სახეობებით 🙂

Advertisements

3 Comments (+add yours?)

  1. Sgt. Pepper
    Jul 13, 2015 @ 21:53:43

    ზუსტად ახლა ვკითხულობ პირველ ნაწილს. მიუხედავად იმისა, რომ სპორტი საერთოდ არ მაინტერესებს, მაინც დიდად სასიამოვნო საკითხავია აკას ენით გარჩეული მოვლენები.

    Like

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: