გიფიქრიათ ოდესმე ჭიანჭველებზე? მე არა. ამ მწერებისთვის ყურადღება არასდროს მიმიქცევია, მაგრამ ბერნარ ვერბერმა ჩემი შეხედულება ძირფესვიანად შეცვალა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჯონათანსა და მის ოჯახთან ერთად ბიძია ედმონის დატოვებულ სახლში “გადავბარგდი”. მათი ახალი ცხოვრების პარალელურად ზემოთხსენებული ბიძის წიგნსა და თავად წიგნის გმირებს – ჭიანჭველებს – გადავეყარე. ნელ-ნელა ჭიანჭველებმა მთლიანად დაიპყრეს ჩემი გონება (წიგნის “ადამიანი” გმირებისაც) და მათი ქალაქის, საეჭვო ვითარებაში მოკლული მზვერავების, გამოძიებისა და დაპირისპირებების ისტორიამ ისე ჩამითრია, რომ სარდაფში დაკარგული ადამიანების ამბავი არც გამხსენებია… ჭიანჭველა უფრო სწრაფად იქცა ჩემს თვალში ადამიანად, თუ ადამიანი ჭიანჭველად, ვეღარც კი მივხვდი… და ასე დაბნეულმა ჩავამთავრე კითხვა. ვერ გეტყვით, რომ მარტივი საკითხავი გახლავთ, თუმცა თხრობა სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა, დასასრულისკენ კი ისეთი რაღაცები მოხდა ,რომ… რომ დავფიქრდი – იქნებ ჭიანჭველები ჩვენზე უფრო მეტად იმსახურებენ “უმაღლესი არსების” წოდებას? იქნებ სულ ტყუილად ვეძებთ გონიერ არსებებს სხვა პლანეტებზე და ისინი ახლაც ჩვენს გვერდით არიან ნებისმიერი ცოცხალი არსების სახით? მგონი, არ იქნება ურიგო თუ ამაზე ვიფიქრებთ… და ბნელ სარდაფებს მოვერიდებით 🙂
P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. თარგმანი შემოგვთავაზა გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში”. სულ მალე კი გაგრძელებებსაც შემოგვთავაზებს 🙂
ივლ 06, 2015 @ 21:47:21
გადასარევი წიგნია. ნუ მე გადავირიე :დ
მეორე წაიკითხე?
LikeLike
ივლ 06, 2015 @ 21:50:32
არა. სულზე მომისწრო ინფორმაციამ და ვიცდი 🙂
LikeLike
ივლ 06, 2015 @ 22:50:30
მეც მითხრა ირაკლიმ მაგრამ ვერ მოვითმინე 😦
LikeLiked by 1 person
ივლ 09, 2015 @ 23:12:34
ამ წიგნმა გამაოგნა და გამომაშტერა .
რო ჩავიკითხე ბოლომდე , პირდაღებული ვიჯექი :დ
მეორე ნაწილს ველოდები მოუთმენლად .
LikeLike
ივლ 10, 2015 @ 19:04:54
მეც 🙂
LikeLike