კერი უაიტის შურისძიება

10592კერი უაიტი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამერიკელი გოგოა. ვინ იცის შეერთებულ შტატებში (და ზოგადად მსოფლიოში) რამდენი მოზარდი იტანჯება თანაკლასელთა დაუნდობლობის გამო… თუმცა კერის ერთი არაჩვეულებრივი თვისება აქვს, რაც თავიდანვე გამორიცხავს ასეთი შემთხვევებისთვის ტრადიციად ქცეულ დასასრულს – თვითმკვლელობას ან ფსიქიატრიულ კლინიკას…

კერის თუ გაიცნობთ და მის ცხოვრებას ჩაუღრმავდებით, აუცილებლად მიხვდებით მისი საქციელის მიზეზს. არა, რა თქმა უნდა, ვერ გაამართლებთ, მაგრამ გაუგებთ… როდემდე შეიძლება ახალგაზრდა გოგონამ ითმინოს მუდმივი დაცინვა ან უკეთეს შემთხვევაში გულგრილობა? ის ხომ ყველასთვის ცარიელი ადგილია და მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა “გართობა” მოუნდებათ… ხომ შეიძლება ერთ ადამიანს მაინც ესმოდეს მისი? თუნდაც დედას… თუმცა რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილ ქალს, რომელიც საკუთარ შვილს ცოდვის ნაყოფს უწოდებს, თითოეული “არასწორი” ნაბიჯის შემდეგ საათობით კეტავს “სალოცავ ოთახში”, მუდმივად ამცირებს, ფიზიკურად ეხება, ნორმალურად ჩაცმის, ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ აძლევს, საკუთარ სხეულს, საკუთარ სქესს აძულებს, შეიძლება დედა ვუწოდოთ? და ამ ყველაფრის შემდეგ შეიძლება გაგვიკვირდეს ის, რაც კერიმ გამოსაშვებ საღამოზე ჩაიდინა? ჩემთვის ეს საოცარი ნამდვილად არ არის. ვინ იცის, მეც რომ გადამეტანა ამდენი ტანჯვა და შემდეგ მეგრძნო, რომ ჩემი უნიკალური ძალის წყალობით შურისძიება შემეძლო, შევიკავებდი კი თავს? ალბათ არა. მეც ზუსტად კერი უაიტივით ვიძიებდი შურს და გასისხლიანებული გამოვიდოდი ცეცხლის ალიდან…

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. სტივენ კინგის დებიუტის (ღირსეული დებიუტის, თუმცა შემდეგი წიგნები უფრო მომწონს) ქართული თარგმანი სულ ცოტა ხნის წინ გამოსცა “დიოგენემ” (სერია “ამერიკელების” ფარგლებში).

1 Comment (+add yours?)

  1. Trackback: მე, ქრისტინი, არნი და სტივენი | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: