ფანტასტიკური ამბები

shop_product_image_145465_topგახსოვთ ცოტა ხნის წინ არტურ კლარკის “კოსმოსური ოდისეა 2001” რომ ვახსენეთ? მაშინ გითხარით, რომ ჟანრის მოყვარულებისთვის ეს წიგნი ჭეშმარიტად კლასიკაა. ალბათ სწორედ ამან (და კიდევ გამომცემლობისადმი ნდობამ) გადამაწყვეტინა მოთხრობების კრებულის ხელში აღება (ზოგადად მოთხრობები არ მიყვარს და იმიტომ)… აბა ჰაინლაინს აქამდე არ ვიცნობდი (მისი ბევრი რომანი მაქვს ქინდლში, მაგრამ ჯერ მაინც “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” იმედზე ვარ)… არადა კრებულის საუკეთესო მოთხრობები (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა) სწორედ მისტერ რობერტის კალამს ეკუთვნის.

ალბათ გაინტერესებთ რომელმა მოთხრობებმა მიიქცია ჩემი ყურადღება? პირველ რიგში ეს გახლდათ “ჯონათან ჰოგის უსიამოვნო პროფესია”, რომელმაც მთლიანად დამიპყრო და კერძო დეტექტივებთან ერთად მარბენინა ჯონათან ჰოგის საიდუმლო პროფესიის გამოსავლენად… ასევე ძალიან საინტერესოდ მეჩვენა “სახლი, რომელიც ტილმა ააგო”. უფრო მეტიც – ცოტა არ იყოს და შემეშინდა ამ სახლში არ ჩავრჩენილიყავი… აი მოთხრობამ “კაცი, რომელიც სპილოებით ვაჭრობდა” კი ცოტა არ იყოს და დამასევდიანა…

რობერტ ჰაინლაინის მოთხრობებზე ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ არ გეგონოთ, რომ არტურ კლარკის ნაწილი ნაკლებად მიმზიდველია. სხვა თუ არაფერი, აქ შეხვდებით სახალისო მოგზაურობას მარსზე (“როგორ წავედით მარსზე”) და სამყაროს უცნაურ დასასრულს (“ღმერთის ცხრა მილიარდი სახელი”).

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და შემთხვევით ზედმეტი არაფერი წამომცდეს, დასასრულს მხოლოდ ერთს გეტყვით – თუ გიყვართ სამეცნიერო ფანტსტიკა და არც მოთხრობებისადმი ხართ გულგრილი, ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ. თან მისი ქართული თრაგმანიც გვაქვს. ის ხომ ბათუმელების “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” ნაწილია 🙂

5 Comments (+add yours?)

  1. dianik0
    აგვისტო 04, 2015 @ 17:42:50

    არც მე მიყვარს მოთხრობები. აზარტში შესვლა მიჭირს და თუ შევალ, მალე სრულდება.

    Like

    პასუხი

  2. პატ ჰოლმანი
    აგვისტო 13, 2015 @ 19:12:45

    დამტანჯა ამ წიგნმა . “ჰოგის უსიამოვნო პროფესიაღა ” დამრჩა წასაკითხი და ნებისყოფა აღარ მყოფნის . რამდენიმე საუკეთესო იყო , ვაღიარებ , მაგრამ მთლიანობაში ძალიან გამიჭირდა წაკითხვა .

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      აგვისტო 13, 2015 @ 22:04:34

      მე ზოგადად მოთხრობების კითხვა მიჭირს… მაგრამ ჰოგი ერთ-ერთი საუკეთესო მგონია ამ კრებულში. სადაც ამხელა გზა უკვე გავლილია, მგონი, ამის გამოტოვება აღარ ღირს 🙂

      Like

      პასუხი

  3. Trackback: გაყიდული მთვარე | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: