ბედნიერების მექანიზმები

1610919_419950054852308_6588917907360455999_nხშირად ვამბობ, რომ მოთხრობები არ მიყვარს, მაგრამ კიდევ უფრო ხშირად ვკითხულობ რეი ბრედბერის მოთხრობებს და ყოველთვის აღფრთოვანებული ვრჩები. დიახ, მე მიყვარს დიდი ზომის ნაწარმოებები, მაგრამ მისტერ რეის თითოეული მოთხრობა ერთ დიდ წიგნს სჯობს – ბევრი ემოციით და არავითარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობით. ასეთი გახლდათ “ტანმოხატული კაცი”, ასეთია “ბედნიერების მექანიზმებიც”…

რომელი მოთხრობა მომეწონა ყველაზე მეტად? არც კი ვიცი, რომელი გამოვყო. ცხრამეტივე მოთხრობა ძალიან საინტერესოა და სხვათაგან სრულიად განსხვავებულ ემოციას ტოვებს… ამოტომაც გირჩევთ, რომ არ იფიქროთ ჟანრზე ან მოცულობაზე. უბრალოდ აიღეთ “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” ეს წიგნი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემსავით ჩაერთვებით სასულიერო პირთა ცხარე კამათში კოსმოსის შესახებ, უგულშემატკივრებთ ახალგაზრდა ხელოვანს, იკანკალებთ ბრძოლის დაწყების წინ, გაგაკვირვებთ ქალაქის სისუფთავე, დაბრუნდებით შინ მეზღვაურთან ერთად, “წახვალთ”, “იზეიმებთ” El Día de Muerte-ს, ტამოხატულ ქალს გაესაუბრებით, “ლაზარესავით” იცხოვრებთ, იხილავთ საოცარ მირაჟს, გაიგებთ რიაბუჩინსკას საიდუმლოს, ვერაფრით გადაწყვეტთ, რომელ მათხოვარს დაეხმაროთ, დაესწრებით სიკვდილისა და ქალწულის პაემანს, ხუან დიასის “გაცოცხლებას”, ჩიკაგოს “გაუფსკრულებასა” და უცნაურ “რბოლას”…ოღონდ ჭაში ჩახედვისას ფრთხილად იყავით – არაფერი “ჩაგისახლდეთ”, სოკოებსაც მოერიდეთ – რა იცით, როგორია… და სურვილებსაც უფრთხილდით – შემთხვევით რომ ახდეს… 😉

P.S. რა ამის პასუხია და, არ შეიძლება, რომ თბილისშიც დადგეს თითქმის განკითხვის დღე? იქნებ მაშინ მაინც შევინარჩუნოთ ქალაქში სისუფთავე? 🙂

2 Comments (+add yours?)

  1. პატ ჰოლმანი
    Aug 07, 2015 @ 22:35:06

    “ტანმოხატული კაცი ” შედევრია . “ბედნიერების მექანიზმებში” კოსმოსური ამბები დამაკლდა , თორე მთლიანობაში მას არაფრით ჩამოუვარდება . ერთი დიდი სიამოვნებაა ორივე კრებულის კითხვა ^^
    სასწაული ხედვა ჰქონდა ამ კაცს . მგონი სინამდვილეში დედამიწელი არც იყო 🙂

    Like

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: