Back to the USSR

3d-graphics_ussr_020131_საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე ბევრი ოცნებობს. ზოგი 37-მანეთიან ბილეთს მისტირის, ზოგი – ხელფასსა და სამსახურს (ძირითადად, ფორმალურს)… მონატრების ობიექტი ბევრია, მაგრამ საბჭოთა კავშირის რეალურ სახეს ვინც იცნობს, შეუძლებელია დაბრუნებაზე ოცნებობდეს…

შეიძლება იმ ქვეყანაში დაბრუნება, რომელიც სასმელში ჩაძირული მუშა-მოსამსახურეებითაა სავსე (ვენედიქტ ეროფეევის “მოსკოვის სადგურები”)?

შეიძლება იმ ქვეყანაში დაბრუნება, რომელიც კოსმოსში გაფრენას დასავლეთის გულის გასახეთქად გეგმავს და ამისთვის წარმოუდგენელ რაღაცებს სჩადის (ვიქტორ პელევინის “ომონ რა”)?

 შეიძლება იმ ქვეყანაში დაბრუნება, რომელშიც აპოკალიფსს გადარჩენილებიც კი დიქტატორის მმართველობის ქვეშ ცხოვრობენ? მასზე ბრძენი არავინ ეგულებათ, არც წიგნებს კითხულობენ, არც ფიქრით იწუხებენ თავს. ყველაფერს ბელადი მიხედავს. მათი მთავარი ფუნქცია განსაზღვრული სამუშაოს შესრულება და ნაკლებად “უცნაური” გარეგნობის მეორე ნახევრის პოვნაა (ტატიანა ტოლსტაიას “კისი”).

შეიძლება იმ ქვეყანაში დაბრუნება, რომელშიც შუა აზიაში არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილე მეცნიერებსაც კი “ნკვდ” აკავებს? ეს რას ნიშნავს, ძალიან კარგად ვიცით – დაპატიმრებები, დასმენები, მუდმივი შიში, “სახიფათო” დიალოგები რელიგიაზე, წამება ციხეში და ციხის გარეთ, დახვრეტები, სტალინი, გამომძიებლები, ჯაშუშები და პატიმრები, უსარგებლო ნივთების ფაკულტეტად ქცეული სამართალი… მოკლედ, ჭეშმარიტი სსრკ (იური დომბროვსკის “უსარგებლო ნივთების ფაკულტეტი”)…

შეიძლება ასეთ ქვეყანაში დაბრუნება? დარწმუნებული ვარ, რომ არა! ასეთი ქვეყანა ნოსტალგიას კი არა, სიძულვილს უნდა აღძრავდეს – სიძულვილს სოვიეტიზმის მიმართ!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: