თუთიის ბიჭები ავღანეთიდან

1979 წელი – საბჭოთა კავშირმა მორიგი სამხედრო ოპერაცია დაიწყო (რა თქმა უნდა, “მშვიდობიანი” მიზნებით)… დღეს, ამ ამბიდან თითქმის 40 წლის შემდეგ, უკვე ყველამ იცის სიმართლე, მაგრამ სვეტლანა ალექსიევიჩმა კიდევ ერთხელ მოახერხა თითქოს ძალიან ნაცნობი ისტორიის ახალი კუთხით ჩვენება და საოცარი ემოციის გამოწვევა…

პირველივე გვერდებიდან სვეტლანამ, უფრო სწორად კი, მისმა გმირებმა (რომლებიც ტრადიციულად რეალური პიროვნებები არიან) უკვე მერამდენედ დამანახეს, რომ ომი არავის ინდობს. ავღანეთის მიწაზე ერთნაირად იღუპებოდნენ ავღანელები და სხვადასხვა ეროვნების საბჭოელები… არადა, მათი უმეტესობა ჩემზე ახალგაზრდაც კი იყო… მათაც ჩემსავით უნდოდათ სიცოცხლის გაგრძელება და ძალიან გრძელი გზის გავლა, ოღონდ “სამშობლოს” წინაშე ვალის მოხდის (ან გამდიდრების, ან თავს მოხვეული ვალდებულების) შემდეგ. სანაცვლოდ კი მათმა დედებმა თუთიის სასახლეებში ჩასვენებული ბიჭები და მარადიული ცრემლი და ტკივილი მიიღეს. ზოგიერთს “გაუმართლა” და შინ ერთი შეხედვით ჯანმრთელი ან დასახიჩრებული შვილი დაუბრუნდა, მაგრამ რეალურად არც ისინი დაბრუნებულან. ასეთი ომიდან უკან არავინ ბრუნდება…

ამ საშინლად მტკივნეული ამბების შემდეგ კიდევ ერთხელ გამიჩდა კითხვა – რატომ? რისთვის გაწირა თავი ამდენმა1978585_10202734815925631_1104023463200720539_o ახალგაზრდამ? მხოლოდ მმართველთა ავადმყოფ გონებაში დაბადებული იდეის გამო? მხოლოდ იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირი ვერ დაეტია საკუთარ ისედაც უკანონო საზღვრებში? და მერამდენედ – ნუთუ ჰიტლერისა და სტალინის პირად ამბიციებს შეწირული ახალგაზრდები არ ეყო ომის სისხლიან მანქანას? როგორც ჩანს, არა, რადგან მას შემდეგ საბჭოთა კავშირმა და მისმა სამართალმემკვიდრე რუსეთმა “მოასწრეს” “მეგობრული” ჯარების შეყვანა საქართველოს, ჩეჩნეთის, უკრაინის ტერიტორიებზე… ისინი ისევ გზავნიან უდანაშაულო ახალგაზრდებს საკუთარი და სხვათა სისხლის დასაღვრელად… სვეტლანა ალექსიევიჩის მსგავს სამართლიან ადამიანებს კი ასამართლებენ… ეს არის სსრკ – უკვდავი მკვლელი!

P.S. ვერ გეტყვით, რომ ამ წიგნის კითხვის პროცესი სიამოვნებას მოგანიჭებთ, მაგრამ თუ რუსულად კითხულობთ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა)… ზოგჯერ ცრემლებიც საჭიროა…

Advertisements

1 Comment (+add yours?)

  1. Trackback: ახალი წელი 2015 | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: