Ancillary Justice ანუ მორიგი მოგზაურობა ფანტასტიკურ სამყაროში

წარმოიდგინეთ, რომ კოსმოსური ხომალდი ხართ… მესმის, რომ ამის გაკეთება ადვილი სულაც არ არის, მაგრამ არ შეშინდეთ – ფსიქიატრიული კლინიკის პალატაში კი არა, ენი ლეკის წიგნში გეპატიჟებით 🙂 თან რა წიგნში – თავის ჟანრში პრემიების მთელი “შეკვრა” (მათ შორის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოები – “ჰიუგო” და “ნებულა”) რომ აქვს მიღებული…

ჰო მართლა, კოსმოსური ხომალდი ვახსენეთ და მთავარი გმირიც სწორედ ის გახლავთ, ოღონდ “გაადამიანურებული”. საწყალ ბრეკს სხვა გზა არც ჰქონდა – საშინელი ღალატის შემდეგ ყველაფერი დაკარგა და ადამიანის სხეულში გამომწყვდეულმა შურისძიება გადაწყვიტა… დამეთანხმებით ალბათ, რომ საინტერესოდ ჟღერს, თუმცა მთავარი მაინც ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ხომალდის შინაგანი სამყაროა. ის ხომ მშვიდად ცხოვრობდა – იღებდა მონაწილეობას იმპერიისთვის ახალი ტერიტორიების შემოერთებაში, მაღალჩინოსანთა დაცვაში, ყველა წვრილმანი პრობლემის მოგვარებაში და ამ ყველაფრის პარალელურად სიმღერა და ორბიტაზე მოძრაობაც შეეძლო… თუ როგორ განვითარდა მისი ცხოვრება ტრაგედიიდან 19 წლის შემდეგ და ვის შეხვდა ის შურისძიების გზაზე, თავად ნახეთ. მგონია, რომ ეს “მოგზაურობა” თქვენც ჩემსავით მიგაჯაჭვებთ წიგნს (ჩემს შემთხვევაში, კომპიუტერის მონიტორს)… ოღონდ სანამ რადჩის იმპერიაში (თავის მხრივ ძალიან საინტერესო ცივილიზაცია რომ გახლავთ) ამოყოფდეთ თავს, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ხელთათმანების გარეშე გამოჩენა სიშიშვლეზე უფრო დიდი სირცხვილია… და არც ჩაი დაგრჩეთ. ეს ხომ იმპერიის მოქალაქეთა საყვარელი სასმელია 🙂

P.S. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ქალბატონი ენის ქართული თარგმანი არ გვაქვს (რუსულიც კი ვერ მოვიპოვე ინტერნეტ-სივრცეში), თუმცა საავტორო უფლებები უკვე შეიძინა გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში”… ასე რომ, მალე ჩვენს მშობლიურ ენაზეც წავიკითხავთ ამ ფრიად უცნაურ და, ჩემი მოკრძალებული აზრით, ძალიან რთულად გადმოსაქართულებელ წიგნს (ჯერ მხოლოდ “მუდმივი” მდედრობთი სქესი რად ღირს) 🙂

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: