ინგლისელი პაციენტი

11212171_832868533464415_6351277048783413731_oიტალია… მიტოვებული ვილა ფლორენციაში… ინგლისელი პაციენტი, რომელიც ძვლებამდე დამწვარი უკანასკნელ დღეებს ითვლის, მისი მომვლელი მედდა, სიკჰი გამნაღმველი და კანადელი ქურდი…სწორედ ეს გარემო და ადამიანები ქმნიან ომისა და სიყვარულის სურათს… მაგრამ რეალურად აქ არც ომია და არც გრძნობები – ყველაფერს დროის ქვიშა ფარავს და მოგონებების წიგნში წერს – ჰეროდოტეს “ისტორიაში”… წარსული ამ წიგნივით მარადიულია და ამ ადამიანებსაც სხვა არაფერი დარჩენიათ – ქვიშაში, ომის ქარცეცხლსა და დანაღმულ ველებში სულ მარტო უნდა გაიკვლიონ გზა…

ომი, ისევე როგორც სიყვარული, შინაგანად წვავს ადამიანებს და ბოლომდე ანადგურებს მათ… დიახ, ასეა – დამწვარი სულის ტკივილი ოდნავადაც ვერ შეედრება დამწვარი კანის ტკივილს… მას ვერც მორფი გაააყუჩებს და ვერც დავიწყების სურვილი… ინგლისელ პაციენტს თუ გაიცნობთ, ამაში აუცილებლად დარწმუნდებით (მაინც მგონია, რომ ცენტრალური ფიგურა სწორედ ისაა და არა წიგნის სახელწოდების გამო) და ჩემსავით თქვენც იგრძნობთ მის ტკივილს. უეჭველად იგრძნობთ პაციენტისა და ქეთრინის “ცეცხლოვან შეჯახებას”, რომელმაც ორივე ჩაფერფლა…

ინგლისელი პაციენტის გარდა, იგრძნობთ ჰანას ტკივილსაც, რომელიც სხვების ცხოვრებაში შესვლით ცდილობს საკუთარისგან გაქცევას… კიპის ტკივილსაც, რომელიც სიკვდილს ეთამაშება და ჩაკეტილი კულტურული წრიდან გამოსვლა “თეთრი” ქალის შეყვარებით უნდა… კარავაჯოს ტკივილსაც, რომელიც თავის ბუნებას ვერ ცვლის… სულ ბოლოს კი მიხვდებით, რომ ოთხი ადამიანის მოგონებები წაიკითხეთ, მათ დამწვარ სულებში ჩაიხედეთ და ისტორიის წიგნში ჩაწერილ ამბებს ვერასდროს დაივიწყებთ… ისინი არასდროს გახდებიან ისეთები, როგორებიც ომამდე ან სიყვარულამდე იყვნენ, თქვენ კი – მაიკლ ონდააჩის წიგნის წაკითხვამდე…

P.S. ინგლისელი პაციენტის გაცნობა უკვე ქართულადაც შეგიძლიათ. ის “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ნაწილია… და დასასრულს ფილმის ნახვაც არ დაგავიწყდეთ. მერე რა, თუ უკვე ნანახი გაქვთ 🙂

1 Comment (+add yours?)

  1. პატ ჰოლმანი
    Sep 21, 2015 @ 22:14:26

    რამდენჯერაც ამ წიგნს მოვკრავ თვალს თაროზე , იმდენჯერ გული მეკუმშება . რამდენი წიგნის კითხვა გვიწევს რომ ესეთი მარგალიტები ვიპოვოთ ხოლმე . დაუვიწყარი წიგნია .

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: