ნათელი,რომელსაც ვერ ვხედავთ

გქონიათ შემთხვევა, როცა უცნობი ავტორის წიგნი “საცდელად” გადაგიშლიათ და უცებ მიმხვდარხართ, რომ სრულიად შემთხვევით ძალიან კარგი რამ აღმოაჩინეთ? მე ასეთი რამ მემართება, თუმცა დროსთან ერთად სულ უფრო იშვიათად – ჯერ ერთი იმიტომ, რომ უკვე ბევრ ჩემთვის საინტერესო მწერალს ვიცნობ, მეორე მიზეზი კი რამდენიმე ფავორიტი გამომცემლობა და სერიაა, რომლებსაც ვენდობი… მაგრამ აი, მოხდა კიდევ ერთი სასწაული და “გზად” შემხვდა წიგნი, რომელიც წასაკითხი წიგნების გრძელ რიგში საერთოდ არ იყო და შემთხვევით “წიგნის ქურდის” (მასზე მოგვიანებით ცალკე გიამბობთ) “მონათესავეთა” შორის გადავეყარე… ამის შემდეგ მოდით და ნუ დაიჯერებთ, რომ ყველა წიგნს თავისი “მოსვლის” დრო აქვს…

გადავშალე ეს წიგნი და სიმსუბუქე ვიგრძენი, ყოფის აუტანელი სიმსუბუქე და ამასთანავე ტკივილიც… თქვენც თუ ცდით, იგივეს განიცდით და ნახავთ, რომ შუქი, რომელსაც ვერ ვხედავთ, კალენდრის ფურცლებს ანათებს და გვიჩვენებს ფრანგებისა და გერმანელების ცხოვრებას – მშვიდობიან დროს და მეორე მსოფლიო ომის ქარცეცხლში… დაკარგულ თარიღებს ვერაფერს მოვუხერხებთ, მაგრამ ის ნაწილები, რომლებიც მწერალმა “გაანათა”, საოცრად შთამბეჭდავია – საფრანგეთში ცხოვრობს გოგონა, რომელსაც თვალწინ სრული სიბნელე აქვს, სულში კი ნაირგვარი ფერები უკიაფებს; გერმანიაში ცხოვრობს ბიჭი, რომელიც ოცნებობს ნათელ მომავალზე – გზაზე ობოლთა თავშესაფრის აღსაზრდელიდან მეცნიერობამდე… თითქოს ამ ორი ადამიანის ისტორიას გადაკვეთა არ ეწერა, მაგრამ ჰიტლერის გადაწყვეტილებამ ყველაფერი შეცვალა – მარი-ლორა ლტოლვილი გახდა, ვერნერი – ვერმახტის ჯარისკაცი… ასეთი უცნაურია ცხოვრება, ამიტომ სანამ სრულიად მოულოდნელი რაღაცები მომხდარა, თვალები ფართოდ უნდა გავახილოთ და ყველაფერი შესაძლებელი დავინახოთ… ერთ დღეს ხომ სამუდამოდ მოგვიწევს მათი დახუჭვა და არავინ იცის, როდის…

P.S. ჯერჯერობით წიგნის ქართული თარგმანი არ გვაქვს, თუმცა წლის ბოლომდე პალიტრა შემოგვთავაზებს და გირჩევთ, რომ მოიძიოთ (თუ უცხო ენებზე კითხულობთ შეგიძლიათ თარგმანს დაასწროთ). მგონი, არ ინანებთ…

P.P.S. სულ ბოლოს წიგნში ნახსენებ ძალიან კარგ კომპოზიციებს მოვუსმინოთ:

1 Comment (+add yours?)

  1. Trackback: გოგონა, რომელიც წიგნებს იპარავდა | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: