იცნობთ დევიდ ლინსა და პიერ ბულს? სავარაუდოდ, დიახ, რადგან პირველი ძალიან ცნობილი ფილმების (“ლოურენს არაბი”, ექიმი ჟივაგო”, “დიდი იმედები”, “ოლივერ ტვისტი” და ა.შ.) რეჟისორია (ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი), მეორე კი – “მაიმუნების პლანეტის” ავტორი. ამ ორი ადამიანის ტანდემმა კი შექმნა მართლაც დიდებული და სათანადოდ დაფასებული ფილმი “ხიდი მდინარე კვაიზე”.
ახლა წიგნზე მინდა გიამბოთ, თუმცა მაინც სულ ფილმზე ვფიქრობ… უცნაურია, მაგრამ ამ ისტორიის წარმოდგენისთანავე თვალწინ სწორედ გრძელი ეკრანიზაცია მიდგება და არა პატარა წიგნი. ალბათ ეს დევიდ ლინისა და მის მიერ იდეალურად შერჩეული მსახიობების დამსახურებაა, ან ის, რომ პირველწყარომდე ფილმს გადავეყარე… თუმცა არც პიერ ბულია ურიგო მწერალი… ამიტომ მიჭირს გრძნობებში გარკვევა. ვერაფრით ვხვდები, რატომ მომეჩვენა, რომ ეკრანზე ბევრად უფრო კარგად არის გაშლილი ინგლისელი ტყვეებისა და იაპონელი ზედამხედველების ურთიერთობა, ინგლისელი პოლკოვნიკის “ბრძოლა ღირსებისთვის” და ორი ურთიერთგამომრიცხავი მისია – მდინარე კვაიზე ხიდის აშენება და მისი განადგურება… წიგნი თითქოს მშრალი სცენარია, რომელიც მხოლოდ ფილმისთვის შეიქმნა…
P.S. ჯერჯერობით წიგნის ქართული თარგმანი არ გვაქვს, თუმცა მალე “დიოგენე” შემოგვთავაზებს. მანამდე შეგიძლიათ უცხო ენებზე მოიძიოთ, შემდეგ ეკრანიზაცია ნახოთ და შეამოწმოთ, მართალი ვარ თჲ ვცდები 🙂
ოქტ 09, 2016 @ 15:09:21
ფილმზე ვფიქრობ, ვუყურო თუ არა. ანუ, ღირს?
მე წიგნით აღვფრთოვანდი და არ მინდა ფილმმა გამიფუჭოს შთაბეჭდილებები.
LikeLike
ოქტ 09, 2016 @ 20:08:40
ფილმი ძალიან კარგია 🙂
LikeLike